
თავის უკანასკნელ სეზონში იუვენტუსის შემადგენლობაში ბაჯო მოედანზე გამოდიოდა ყოველ მეორე მატჩში. მას შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბაჯოს სთავაზობდნენ ხელფასის მესამედს. ტიფოზებმა დაუჭირეს ღვთაებრივ კუდს მხარი, მასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დავის დროს. მაგრამ, საბოლოოდ, ფეხბურთელი მაინც აღმოჩნდა როსონიერთა რიგებში. იუვეს კი იმ მომენტისათვის უკვე გამოუჩნდა ახალი ტალანტი ალესანდრო დელ პიეროს სახით. გაფრთხილება: კამათი იმაზე თუ რომელი უფრო დიდი ტალანტია, დიდხანს გაგიგრძელდებათ და არ იქნება სახალისო და რაც მთავარია უაზრობაა.
დაბადების ადგილი და თარიღი: 18 თებერვალი 1967 წ. კალდონო (Caldogno) (იტალია)
ამპლუა: ფორვარდი
სიმაღლე: 174 სმ
წონა: 72 კგ
კარიერა: ვიჩენცა (1981-85)
             ფიორენტინა (1985-90)
             იუვენტუსი (1990-1995)
             მილანი (1995-97)
             ბოლონია (1997-98)
             ინტერი (1998-2000)
             ბრეშია (2000-2004)
დებიუტი იუვენტუსში: 1990 წელი.
ტიტულები:
იტალიის ჩემპიონი: 2 (1995 - იუვენტუსი, 1996 - მილანი)
იტალიის თასი: 1 (1995 - იუვენტუსი)
უეფას თასი: 1 (1993 - იუვენტუსი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრონზეს პრიზიორი: 1 (1990 - იტალიის ნაკრები)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1 (1994 - იტალიის ნაკრები)
პირადი ჯილდოები:
ოქროს ბურთი: 1 (1993)
ფიფას წლისფ ებხურთელი: 1 (1993)
ფიფა 100-ის წევრი: 1 (2000)
ოქროს ბუცი: 1 (1993)
ავტბიოგრაფიული წიგნის «Una porta nel cielo» ავტორი. სხვათაშორის ამ წიგნში საუბრობს კონფილქტებზე მწვრთნელებთან. 
ლეგენდარული კუდი (Il Divin Codino) მოევლინა ქვეყანას 18 თებერვალს 1967 წლისა, ველოსიპედისტის ოჯახში. არ არის გასაკვირი, რომ ფლორინდო, რობერტოს მამა, ელოდა, რომ შვილები მის კვალს დაადგებოდნენ. მაგრამ რობის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად წარიმართა. ბიჭუნამ აირჩია ფეხბურთი. ამასთან პირველივე მისმა მწვრთნელმა მაშინვე გაამწესა 9 წლის რობერტო თავდასხმაში.
 14 წლისამ ერთერთ მატჩში გაიტანა 6 გოლი, რაც არ დარჩენილა უყურადღებოდ ვიჩენცას სკაუტების მხრიდან. იმ დროს ეს კლუბი მონაწილეობდა სერია С-ში. შედეგად ვიჩენცაში მან გაატარა 3 სეზონი პროფესიონალურ ფეხბურთში. რა თქმა უნდა კლუბების სელექციონერებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ სერია ა-ს, არ დააყოვნეს. თავდაპირველად ბაჯოთი დაინტერესდა სამპდორია. მაგრამ გენუელებთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. სამაგიეროდ გამოუვიდათ ფლორენციელებს. ვიჩენცა დაემშვიდობა ფორვარდს, რომლის 12-მა გოლმა 1984/85 წლების სეზონში დიდი წვლილი შეიტანა ამ კლუბიდ სერია ბ-ში გადმოსვლაში. დაემშვიდობა, სხვათაშორის 2 მილიარდ ლირად - იმ დროისათვის საკმარისად დიდი თანხა იყო.
 თეთრი გზა, ხშირად იცვლება ხოლმე შავით. ასე რომ არ იყოს ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. 3 დღის შემდეგ კონტრაქტის გაფორმებიდან ფიორენტინასთან, უკანასკნელ მატჩში ვიჩენცას შემადგენლობაში 18 წლის რობი იღებს სერიოზულ ტრავმას მარჯვენა მუხლისა. ისეთ ტრამვას რომელიც კონტრაქტის ანულირებისათვის სავსებით საკმარისია ხოლმე, მაგრამ ფიორენტინას ძალიან ჯეროდა ამ ტალანტის და ამან ყველა არგუმენტი გადაძალა.
 დიდხანს ცდა არ მოუხდათ იისფერებს. თავის პირველ წელს სერია ა-ში მომავალ მფლობელს ოქროს ბურთისა, არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. მეორე სეზონში გამოჩნდა მოედანზე მხოლოდ 5-ჯერ, და მეტოქის კარი აიღო მხოლოდ ერთხელ. ყველაფერი ზემოთხსენებული იყო იმ ტრამვის შედეგი.
 მომდევნო 3 ჩემპიონატში ბაჯომ სრულად გაამართლა იმედები ხელმძღვანელობისა კლუბისაც და სამწვრთნელო შტაბისაც, რომლიც სათავეშიც იდგა სვენ გორან ერიქსონი. განსაკუთრებით მშვენიერი გამოვიდა 1989/90 წლების სეზონი. როდესაც ფიორენტინა გავიდა უეფას თასის ფინალში, რომელშიც დამარცხდა თანამემამულეებთან ტურინიდან. ალბათ არ არის რთული მისახვედრი, რომ ეს თანამემამულე კლუბი იყო იუვენტუსი, რომელმაც თვალი დაადგა ბაჯოს.
 შედეგად ახალგაზრდა ტექნიკური თავდამსხმელი აღმოჩნდა იუვენტუსის რიგებში (ტრანსფერის თანხამ შეადგინა 17 მილიონი დოლარი - ზღაპრული თანხა იმ დროისათვის), ხოლო იისფერთა გულშეამტკივრებმა მოაწყვეს ქუჩის ბუნტი. უფრო მეტიც, იმავე 1990 წელს, მსოფლიო ჩმეპიონატის დაწყების წინ, ფლორენტინელმა ტიფოზებმა მოაწყვეს ჩხუბი პოლიციასთან. იმავე მიზეზით. შედეგად დაიჭირეს 15 კაცი, ხოლო დაახლოებით 50 კი დაიჭრა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ახლაც თვლის, რომ მისი გაყიდვა იყო ძალიან დიდი დანაკლისი კლუბისათვის. სამაგიეროდ იუვენტუსმა მიიღო თავის განკარგულებაში კიდევ ერთი საუეკთესო ფეხბურთელი თანამედროვეობისა.
 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც მან გაატარა ბიანკონერებთან, მოუწია ორი მსოფლიო ჩემპიონატი. სწორედ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საბოლოოდ შეერქვა ბაჯოს ზედმეტსახელი ღვთიური კუდი. თვითმხილველები კი დღესაც იხსენებენ მის ულამაზეს გოლს, რომელიც გაუატანა ჩეხეთის ნაკრებს, შეტევა თავადვე დაიწყო მოედნის თავისი ნახევრიდან. ნახევარფინალში არგენტინასთან მატჩში იტალიელთა მწვრტნელმა ვიჩინიმ გამოუშვა 23 წლის რობერტო მხოლოდ მეორე ტაიმში... სამწუხაროდ. ბრონზეს მედალი - ამით დაკმაყოფილდა სკვადრა აძურა ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა თავიანთ სამშობლოში.
  5 გატანილი გოლი ამერიკის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და იტალიის ნაკრები გავიდა ფინალში. დაინიშნა პენალტების სერია. ცნობილი ადამიანების ცხოვრება გამოირჩევა იმითაც, რომ მრავალი მიღწევების გვერდით ყველას ამახსოვრდება ერთეული შეცდომა. ბაჯო - არ იყო გამონაკლისი. და ხალხს დღესაც ახსოვს პენალტების სერიაში, ლოს ანჯელესში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. რას იზავ ხდება ხოლმე, რომ დიდ ფეხბურთელების დარტყმულიც ცდება კარის ხარიხას. მან თქვა: „დიახ მე ბუდისტი ვარ, მაგრამ არ ვარ ბუდა, მე ვარ უბრალოდ ბაჯო... რა კათოლიკები და მუსულმანები არ აცილებენ კარს, ბურთს 11 მეტრიანის შესრულებისას?“. ბუდიზმს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბაჯომ მიმართა, მეგობრის რჩევით, სტრესული პერიოდის დროს თავის ცხოვრებაში.
 მოკლედ, სწორედ ბაჯოს აქვს 86%-იანი რეალიზება 11 მეტრიანი დარტყმებისა თავისი კარიერის მანძილზე, რაც დღესაც რეკორდია იტალიური ფეხბურთისა. (მაგხელა პროცენტულობა რო ქონდა და ვერ გაიტანა მაგიტო არ აპატია ხალხმა, თორე 10% რო ქონოდა გატანის ალბათობა და ვერ გაეტანა მაშინ კი არაფერს იტყოდნენ).
 უფრო წარმატებით მიდიოდა იტალიელი ვარსკვლავის საქმეები კლუბში. სტატისტიკის მიხედვით, სწორედ იუვენტუსში ყოფნის დროს ქონდა მას ყველაზე პროდუქტიული პერიოდი:141 მატჩი სერია ა-სი და 78 გოლი. 1993 წელს ერთდროულად დაჯილდოვდა იგი მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. შეგახსენმებთ, რომ მომდევნო გენიას, ფაბიო კანავაროს, რომელმაც შეასრულა იგივე დუბლი, იტალია ელოდა 13 წელი. შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი ნახევარი 2006 წლისა იტალიელთა კაპიტანმა ითამაშა იუვენტუსში.
რაც შეეხება ჩვენს გმირს, მისი პირველი 4 სეზონი ტურინში შესანიშნავად წარიმიმართა. 1990/91 წლების სეზონშივე 10-მა ნომერმა ბიანკონერებისა შეაგდო მეტოქეთა კარში 14 გოლი, და შევიდა საუკეთესო ბომბარდირების სიაში. შემდეგ იყო უფრო მეტი. 1991/92 -18 გოლი; 1992/93 – 21 გატანილი გოლი; 1993/94 – 17 გოლი.
 1993 წელს ბაჯოს აქტიურობით იუვენტუსმა მოიპოვა უეფას თასი. ზემოთჩამოთვლილი ჯილდოების მიხედვით ნათელია, რომ ეს მიღწევა არ დარჩენილა უყურადღებოდ.
 თავის უკანასკნელ სეზონში იუვენტუსის შემადგენლობაში ბაჯო მოედანზე გამოდიოდა ყოველ მეორე მატჩში. მას შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბაჯოს სთავაზობდნენ ხელფასის მესამედს. ტიფოზებმა დაუჭირეს ღვთაებრივ კუდს მხარი, მასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დავის დროს. მაგრამ, საბოლოოდ, ფეხბურთელი მაინც აღმოჩნდა როსონიერთა რიგებში. იუვეს კი იმ მომენტისათვის უკვე გამოუჩნდა ახალი ტალანტი ალესანდრო დელ პიეროს სახით. გაფრთხილება: კამათი იმაზე თუ რომელი უფრო დიდი ტალანტია, დიდხანს გაგიგრძელდებათ და არ იქნება სახალისო და რაც მთავარია უაზრობაა.
 უკანასკნელ სეზონში იუვეში და მომდევნო ორი სეზონის მანძილზე მილანში ბაჯომ გაიტანა 30 გოლი, სამაგიეროდ ორჯერ ზედიზედ გახდა იტალიის ჩემპიონი - ჯერ ტურინულ კლუბთან ერთად 1995 წელს და შემდეგ მილანში 1996-ში. ის არის პირველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ვინც ზედიზედ მოიგო ორი სკუდეტო სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში.
 მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის ხაზი სავიჩევიჩი - ბაჯო - ვეა, დღესაც მოიხსენიება წმინდა სამეულის სახელით, მაინც 1997 წელს ბაჯო მაინც გადავიდა ბოლონიაში. მან იქ მაშინვე დააგროვა 22 გატანილი გოლი და კვალვ მიიწვიეს ნაკრებში. 1998 წლის მსოფლი ოჩმეპიონატზე ის კვლავ გენიალურად თამაშობდა. მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგების წინააღმდეგ იტალიელებს ელოდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უსიამოვნება, რობერტო ბაჯომ კი გაუტანა თავისი 11 მეტრიანი ბარტეზის, მაგრამ ლუიჯი დი ბიაჯომ ეს ვერ შესძლო/ რის შემდეგაც რობი წავიდა არგენტინაში სანადიროდ, ხოლო ფინალის შედეგი მას უამბო რადიომიმღებმა.
 1998 წეკს ბაჯომ მოაწერა კონტრაქტის ხელი ისეთ საინტერესო კლუბთან როგორიც არის ინტერი. საინტერესოში მხედველობაში გვაქვს უცნაური. ერთერთი ყველაზე მდიდარი კლუბი ევროპისა, რომელსაც ევროპულ არენაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ დაეხმარა მოეპოვებინა რამე. მორატის უკვე თავბრუ ეხვევა. ვერაფერი რობერტომ იქ ვერ გააკეთა. გაიტანა 2 გოლი პარმას კარში, მატჩში რომელიც წყვეტდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედს.
 2000-2004 წლები ბაჯომ შესანიშნავად ჩაატარა ბრეშიაში. დიახ, დიახ შესანიშნავად. თუ მანამდე ბრეშიას არ შესწევდა ძალა გაჩერებულიყო სერია ა-ში ზედიზედ 3 წელი, რობერტოსთან ერთად მან ეს შეძლო. უფრო მეტიც, ბრეშია ინტერტოტოს თასზეც კი მოხვდა. ალბათ, ბაჯოს მიერ კარიერის საბოლოოდ დასრულების შესახებ განცხადების შემდეგ, მისი და გუნდის გულშემატკივრები ნამდვილად ჩავარდნენ ისტერიკაში.
 რა თქმა უნდა ბაჯოს დიდხანს თხოვდნენ დარჩენას. მათ შორის ფიორენტინაც. მაგრამ რობერტომ უარი თქვა. მისი უკანასკნელი მატჩი შედგა 16 მაისს სან სიროზე მილანის წინააღმდეგ. მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ შეცვალა იგი 88-ე წუთზე მატჩისა და ამით მისცა შანსი მაყურებელს დაეკრა ტაში ამ გენიალური ფეხბურთელისათვის. მაყურებელს რომელმაც გაავსო სან სიროს ტრიბუნები. ბრეშიაში, ბაჯოს 10 ნომერი სამუდამოდ დარჩა მას და აღარავის აღარ ეცმევა.
 ბაჯოს კარიერა ითვლის 205 გოლს იტალიის ჩმეპიოანტში. ის არის ამ ტურნირის მე-5 ბომბარიდირი. მას ასწრებს მხოლოდ პიოლა, ნორდალი, მეაცა და ალტაფინი. ჩვენს დროში ჯერ ჯერობით ასეთი არავინაა.
 თავისი გამოსამშვიდობებელი მატჩი რობერტო ბაჯომ ჩაატარა 28 აპრილს 2004 წლისა ესპანეთის წინააღმდეგ.
 თუ მის საფეხბურთო ცხოვრებაში იყო აღმაფრენებიც და პირიქით, პირად ცხოვრებაში - მას ყველაფერი შესანიშნავად აქვს. რობერტო უკვე დიდი ხანია დაქორწინებულია ანდრეინაზე (la moglie-amica-complice). მათ ყავთ 3 შვილი: ვალენტინა, მატია და ლეონარდო. „შვილები - ეს არის უდიდესი სიხარული ცხოვრებაში, - ამბობს ბაჯო, - ამ დევიზის თანახმად, მე ვცდილობ ვიყო სამაგალითო მამა და რაც შეიძლება ცოტა შეცდომა დავუშვა. განსაკუთრებით ისეთი რომელთა გამოსწორება აღარ შეიძლება“.
 რობერტო ბაჯო დღესაც პოპულარულია იტალიაში. შეგიძლიათ ნახოთ მისი ოფიციალური ვებ-გვერდი 
http://www.robertobaggio.com/itთვითონ რობერტო თვლის, რომ: „გულშემატკივართა გულებს ნელ ნელა დაიპყრობენ სხვა ფეხბურთელები, რომლებიც, შესაძოა, ჩემზე უკეთესებიც კი იყვნენ. მაგრამ აღარ იქნება მეორე ბაჯო - ისევე როგორც აღარ იქნება მეორე მარადონა ან მეორე ვან ბასტენი. ყველას თავის გზა აქვს: ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. მე გამიმართლა, რომ მაქვს ისეთი პროფესია რომლითაც ვიღებ სიამოვნებას. ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა რომ მომეპოვებინა ხალხის სიყვარული, და მე შევეცადე გამომეყენებინა ეს შანსი ბოლომდე. ფეხბურთს მივეცი მე ყველაფერი რისი მიცემაც შემეძლო. ამ კუთხით ჩემი სინდისი სუფთაა“.
წყარო :  http://forzajuve.ge/index.php?option=com_c...73&limitstart=5 This post has been edited by დათკა on 18 Feb 2010, 20:44   
        
i'm a dude whose playin a dude disguised as another dude. you're the dude who don't know what dude he is!