მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ოფიციალური მრჩეველი, ზინედინ ზიდანი, მხარს უჭერს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების აჯანყებას გუნდის მთავარი მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის წინააღმდეგ.
გაზეთ Libération – ის ოფიციალური ვებ–გვერდის თანახმად, "მამლების" ყოფილი კაპიტანი გუნდის ოთხ მოთამაშეს ესაუბრა, რათა მათი საშუალებით მოეთხოვა დომენეკისთვის მექსიკასთან გამართული მატჩის წინ ტაქტიკური სქემის შეცვლა.
ეს მოთამაშეები პატრის ევრა, ფრენკ რიბერი, ტიერი ანრი და უილიამ გალასი იყვნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ 4-2-3-1 ფორმაციას 4-4-2 – ად გარდაქმნიდნენ, სიდნი გოვუსა და იოან გურკუფს კი სასტარტო შემადგენლობას დაატოვებინებდნენ. ვეტერანებმა საკუთარი შეხედულებები მთავარ მწვრთნელს გაუზიარეს, რომელიც თავდაპირველად მათთან დიალოგს დათანხმდა.
თუმცა, როდესაც გაიგო, რომ იდეის ავტორი ზიდანი იყო, დომენეკი საშინლად გაბრაზდა და აზრი შეიცვალა. ნაკრების წევრებს მხოლოდ მატჩის დღეს ეცნობათ, რომ ისინი კვლავ 4-2-3-1 სქემით ითამაშებდნენ.
მწვრთნელმა უარყო, რომ 2006 წელს "მამლების" ძირითადი შემადგენლობა ზინედინ ზიდანის მიერ იყო დაკომპლექტებული. ლეგენდარული ფეხბურთელის მაშინდელმა ტაქტიკურმა ცვლილებებმა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მისვლის საშუალება მისცა.
დღეს მდგომარეობით, ფრანგების 1/8 ფინალურ ეტაპზე გასვლა თითქმის გამორიცხულია. ორ შეხვედრაში დაგროვებული ერთი ქულა და არც ერთი გატანილი გოლი – ასე გამოიყურება გასული მუნდიალის ტრიუმფატორის წლევანდელი მონაგარი. გარდა ამისა, ნიკოლა ანელკას გაძევების შემდეგ ნაკრებში უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.
"ტრ...ში წადი, ბინძურო ნაბ...რო," – მიაძახა "ჩელსის" თავდამსხმელმა დომენეკს და სათადარიგოთა სკამზე დაჯდომით დაიმუქრა, იტყობინება L'Équipe (მოგვიანებით ანელკამ ეს ფაქტი პრესასთან საუბარში უარყო). შეურაცხყოფის მიყენებას პიერ–ალენ ჟინიაკის სასარგებლოდ ცვლილება მოჰყვა, დანარჩენი კი უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი...
ინფორმაციის წყარო : As.Com
http://realmadrid.ge/news/5108-bbbbbb-bbbb...byibbbbbbb.htmlაგერ კარგი სტატიაა ნაღდაად