აბა

მერე ნახე შენ ღადაობა ეგ იქნება...

ისევ წესით ყველაზე დიდი გულშემატკივარი საფრანგეთს უნდა ყავდეს აფრიკელების შემდეგ

სიტყვაზე ისნი რომ ვერ გავიდნენ ჯგუფიდან რაც მეეჭვება და ფრანგები გავიდნენ თუ მთელი აფრიკა საფრანგეთს არ ამოუდგეს ნახე აიი ვიღაცა გალასის ბიძაშვილი იქნება სანიას ძმა ლასს და ალოუს მამიდააა და მისი შვილები

პადერჟკა არის რა
* * *
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ საფრანგთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ტიერი ანრის მიერ ხელით თამაშის და შემდეგ გაკეთებული საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა. “ბარსელონას” ფრნაგმა ფეხბურთელმა ირლანდიასთან თამაშის დროს, ბურთის გაჩერებისას ორჯერ ითამაშა ხელით, რის შემდეგაც გალასს საგოლედ უპასა. ამ ფაქტის გამო ირლანდიელი ფეხბურთელები მას მატჩის შემდგომ თაღლითობაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ გადათამაშების დანიშვნას.
მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ გადათამაშების დანიშვნაზე უარი განაცხადა, ანრი მაინც აცხადებს, რომ საუკეთესო გამოსავალი სწორედ გადათამაშება იქნება: “ადრეც განვაცხადე და ეხლაც ვიმეორებ – ხელით თამაშს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. თაღლითი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. ეს იყო ინსტიქტური მოძრაობა. ფეხბურთელებს არ გვაქვს ტელევიზორში შენელებული კადრების ხილვის ფუფუნება იმისათვის, რომ გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. თუ ეპიზოდს რეალურ რეჟიმში ვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ინსტიქტური მოძრაობა იყო. ხელით თამაშის ფაქტი დავაფიქსირე ირლანდიელ ფეხბურთელებთან, მსაჯთან და ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც. ვწუხვარ ირლანდიელი ფეხბურთელების გამო, რომლებიც იმსახურებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას. შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალურ გამოსავალს გადათამაშების დანიშვნაში ვხედავ, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ხელით თამაშის აღაირების გარდა მეტის არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ირლანდიელებს…”
ბარსამანია.გე-ზე წერია