ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩს "რეალსა" და "მილანს" შორის ბელგიელი არბიტრი ფრანკ დე ბლეკერე განსჯის. ეს მსაჯი მეტად უიღბლოა მადრიდული გრანდისთვის.
ბელგიელი მსაჯი მეტად უიღბლოა "სამეფო კლუბისთვის". გასულ სეზონში "რეალმა" ინგლისში "ლივერპულთან" დათმო შეხვედრა 4:0 და ამ მატჩს სწორედ დე ბლეკერე მსაჯობდა. მან არასამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი პეპეს წინააღმდეგ.
ბელგიელის მსაჯობისას "რეალმა" ასევე დაამარცხა "ბაიერნი" მადრიდში 3:2, ითამაშა ფრედ "ლიონთან" ასევე ესპანეთის დედაქალაქში და "ლაციოსთან" რომში ბოლო წუთებზე გაუშვა მოგება ხელიდან (2:2).
დე ბლეკერე "მილანისთვის" იღბლიანია
"მილანი" კი მეტად იღბლიანია ბელგიელი მსაჯის შემთხვევაში. "როსონერიმ" "სან–სიროზე" გამართულ მატჩებში დაამარცხა "შახტარი" 4:0 2003 წელს და "მანჩესტერი" 3:0 2007 წელს. ასევე ფრედ დაასრულა შეხვედრა მიუნხენში "ბაიერნის" წინააღმდეგ 1:1 2006 წელს.
* * *
გუშინ დიდი გუნარ ნორდალის დაბადების დღე ყოფილა

210 გოლი მილანის შემადგენლობაში
This post has been edited by arboeli on 20 Oct 2009, 08:43
მიმაგრებული სურათი