პელეგრინის ინტერვიუ სადაც საუბრობს რონალდოს შეცვლაზე და ასეთი თამაშით სევილიაში და მარსელში რეალის შანსებზე
ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტი გოლის გატანა , ვიდრე ეს 3–0 იყო, მაგრამ მაინც გმაყოფილი ვარ შედეგით. გრანერო და რონალდო უკმაყოფილოები იყვნენ შეცვლით…ეს უმნიშვნელო ამბავია. მსოფლიოში არ მეგულება ფეხბურთელი ვისაც სიამოვნებს, რომ ცვლიან. მწვრთნელმა ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის გუნდისთვის საუკეთესო. ეს არ არის პრობლემა.
პირველი და მეორე ტაიმი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორ ფიქრობთ, თქვენმა შეცვლებმა გაამართლა?პირველი ტაიმი აშკარად ცუდად ჩავატარეთ, ხოლო რაც შეეხება მეორე ტაიმს და შეცვლებს, მან მოახდინა გავლენა თამაშის ანგარიშზე. კაკა და გუტი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და ეს მათ დაამტკიცეს კიდეც. ჩვენ ვთამაშობთ საკმაოდ ნორმალურ ფეხბურთს, რიკარდო კაკა კი შეუდარებელი მოთამაშეა, ვფიქროდი დამესვენებინა იგი, მაგრამ ეს არ გამომივიდა, სამაგიეროდ მისმა შემოსვლა გამარჯვება მოგვიტანა.
ხაბი და ლასი კარგი წყვილია ხომ? ალონსო როგორც დადგა ძირითადში, გუნდმა უკეთესი თამაში დაიწყო…მათ ბევრ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. მართლაც კარგი ფეხბურთელები არიან, ისინი თამაშობენ გუნდურად და შედარებით ნაკლებად ინდივიდუალურად.
გულშემატკივრების დიდი მოლოდინია, რომ გუნდი კიდევ უფრო გამოასწორებს თამაშის ხარიხს…ჩვენ ბევრს ვმუშაობთ რათა გამოვასწოროთ ყველა სათამაშო ასპექტი. ლამაზად მაინც და მაინც არ ვთამაშობთ, მაგრამ “16″ გატანილი გოლი ბევრ რამეზე მეტყველებს. საკმაოდ ადვილად გაგვაქვს გოლები მოწინააღმდეგის კარში. ჩემი გუნდი წინ მიიწევს და გვერძე არ იხედება, რაც წარმატების საწინდარია.
რას ფიქრობთ “ტენერიფეზე” ? ჩემი აზრით, საკმაოდ დალაგებული გუნდია. შეტევით ფეხბურთს თამაშობს და არც დაცვაში ირჯებიან ურიგოდ. “რეალმა” მეორე ტაიმი განსხვავებულად ითამაშა და მაღალმა კლასმა თავისი სიტყვა თქვა, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მოვიგეთ.
კლუბში ბევრი ფეხბურთელი იღებს ტრავმას…რამოსის დებიუტი უნდა შემდგარიყო “ტენერიფესთან” და არა “ვილიარეალთან”, მაგრამ გარაის ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, სეხიოზე ეს მდგომარეობა ცუდად აისახა. ამის მიუხედავად ყველაფერი გამოსწორებადია.
რა შეგიძლიათ გვითხრათ კაკაზე და გუტიზე?ძალიან მნიშვნელოვანია მათი მაღალ დონეზე თამაში, სწორედ ისინი განაპირობებენ გუნდის სწორ და გამართულ ფეხბურთს. თავიდან შეხვედრა გრძელი პასებით დავიწყეთ, მაგრამ კაკას და გუტის შემოსვლის შემდეგ გადავერთეთ მოკლე გადაცემებზე და შედეგიც სახეზეა.
ხომ არ გგონიათ, რომ ასეთი თამაშით წარმატებას ვერ მიაღწევთ სხვა ძლიერ გუნდებთან, მაგალითად “სევილიასთან” ?ყველა კლუბი ცდილობს, რომ საუკეთესო თამაში აჩვენოს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. ჩვენ ქულების დაკარგვასაც შევეგუებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან იშვიათად მოხდება. ყველა ნახავს თუ როგორ ითამაშებს “ბლანკოსი” “სევილიას” და “მარსელის” წინააღმდეგ და დასკვნა იქიდან გავაკეთოთ. ბედნიერი ვარ კლუბის ასეთი მუშაობით, ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს.
http://realmadrid.ge/?p=4355