
ინტერვიუ იოაჰიმ ლიოვთან:
ლიოვი: "ტომას მიულერი მსოფლიო ჩემპიონატზე ?.. გამორიცხული არ არის"17 დღეში რუსეთთან გადამწყვეტი თამაში გაქვთ, ფიქრობთ თუ არა მასზე, როდესაც დილით იღვიძებთ ?არა, ჯერ-ჯერობით არა (იცინის). ძილის პრობლემა არ მაწუხებს. თამაშს რაც შეეხება ყველაფერი ნორმაშია, ვნერვიულობ ისევე, როგორც ყოველი თამაშის წინ, არც მეტი, არც ნაკლები...
რას ფიქრობთ ამ მატჩზე ?ამ თამაშისათვის მომზადება უკვე ამ კვირას დამ თამაშისათვის მომზადება უკვე ამ კვირას დაიწყება. ჩვენ, ჩვენ სკაუტებთან ერთან უნდა გავაანალიზოთ რუსების ძლიერი და სუსტი მხარეები...
ყველაზე მეტი ყურადღება რას ექცევა ? არის თუ არა თქვენთვის პრობლემა ხელოვნურ საფარზე თამაში ?ჩვენ ვაპირებთ 2-3 ვარჯიშის ჩატარებას მაინცში, ხელოვნურ საფარზე, მაგრამ არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი ფეხბურთელები იმდენად მაღალი დონისანი არიან რომ შეჩვევა არ უნდა გაუჭირდეთ...
რობერტ ენკე მოსკოვში არ წავა...რობერტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაეგო საბოლოო დიაგნოზი. დარწმუნებული ვარ დიდი შემართებით დაიცავდა იგი ნაკრების კარს, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ რომ გარისკვა არ არის საჭირო, ამიტომ რუსეთთან თამაშში გერმანიის კარს რენე ადლერი დაიცავს, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში უმაღლეს დონეზე ითამაშა.
მიხაელ ბალაკმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მან ჩელსის მაისურით უკვე სამი გოლის გატანა მოახერხა. იქნება თუ არა ის ნაკრების ცენტრალური ფიგურა ?მიხაელი - ჩვენთვის ყოველთვის ცენტრალური ფიგურაა. მე მიხარია, რომ მიუხედავად დიდი კრიტიკისა იგი ატარებს ბრწყინვალე სეზონს იგლისში და ყოველთვის წარმოადგენს მეტოქისათვის საფრთხეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს ეხმარება მას დარწმუნდეს საკუთარ თავში, შემდეგ კი ნაკრებში უმაღლესი დონის ფეხბურთი ანახოს. მან შესძლო გამხდარიყო ჩელსის ძირითადის ფეხბურთელი ახალ მწვრთნელთანაც, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
გეგმავთ თუ არა ვიცე-კაპიტნის საჯაროდ გამოცხადებას ?თუკი ბალაკის შეცვლა გარკვეული დროით მომიწევს, მაშინ კაპიტნის სამკლაურს სხვა, გამოცდილი ფეხბურთელი მიიღებს, მაგრამ თუკი მას მსოფლიო ჩემპიონატამდე რამე მოუვა, მაშინ უკვე მე გამოვაცხადებ ახალ კაპიტანს.
გომესი და კლოზე ვერ ანახებენ უმაღლესი კლასის ფეხბურთს ბაიერნში. არის თუ არა ეს სანერვიულო, თუ უბრალოდ დროის ამბავია ?არანაირი მიზეზი რომ ავღელდე არ მაქვს. ნაკრების ყველა ფეხბურთელს ეძლევა სათამაშო დრო მათ კლუბებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2006 წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო, რამაც საბოლოოდ ცუდი შედეგი გამოიღო. სანერვიულო არაფერია. შეუცვლელი არავინ არის.
მალე დასრულდება თუ არა მარიო გომესის ძირითადის პრობლემა?მე ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ. იგი მუდამ თამაშობს ძირითადში და გააქვს გოლები. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი ეჭვი შევიტანოთ მათ პროფესიონალიზმში. არ აქვს მნიშვნელობა თუკი ისინი რაღაც დროის მანძილზე ბუნდესლიგაში გოლს ვერ იტანენ. მე ზუსტად ვიცი ამ ფორვარდების ძალის შესახებ.
ყველას გასაკვირად, უეცრად გომესი და კლოზე ახალგაზრდა ტომას მიულერის ჩრდილში აღმოჩნდნენ. აქვს თუ არა მას და იგივე ბადშტუბერს შანსი აღმოჩნდნენ იმ მატარებლის კუპეში, რომელიც მათ სამხრეთ აფრიკაში წაიყვანს ? ჩვენ საბოლოოდ არ გვაქვს დასრულებული შემადგენლობის დაკომპლექტება. ისინი მართლაც რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებენ ბაიერნის შემადგენლობაში და თუკი განაგრძეს ზრდა და ასეთივე თამაში, მათ აუცილებლად მიეცემათ შანსი თავის გამოჩენისა. ჯერ კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი - 9 თვეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ანუ ნაკრებში გამოძახება სავსებით რეალურია ?საბოლოო გადაწყვეტილება მაისი ბოლოს იქნება მიღებული. მეკარის მაგალითზე კი შეგვიძლია ადვილად დავასკვნად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, წავიყვანთ იმათ ვინც საუკეთესოდ იქნება მომზადებული კონკრეტულ მომენტში.
და ბოლო კითხვა: უკანასკნელ პერიოდში ბევრი საუბარი მიდის მსაჯების დაუდევრობასა და შეცდომებზე. რას ფიქრობთ თქვენ.მე თანახმა ვარ კარებებზე კამერების გამოყენება დაიშვას. ხშირად ესეთი მომენტები თამაშის ბედს წყვეტს, ამიტომ აუცილებელია არ შევცდეთ. ამაში ჩვენ სწორედაც ტექნიკა დაგვეხმარება, მსაჯებიც ადამიანები არიან და შესაძლებელია შეცდნენ, თამაშის დროს დანაკარგი კი მხოლოდ და მხოლოდ 3-4 წამი იქნება...