ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ის 24 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 14 ნოემბერს ყატარში გაემგზავრებიან და ამხანაგურ მატჩს გამართავენ ბრაზილიის წინააღმდეგ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მიწვევა მიუვიდა დარენ ბენტს და ასევე კაპელომ ნდობა გამოხატა სტივენ უორნოკისა და ტომ ჰადლსტოუნის მიმართ.
ამხანაგური მატჩი პლანეტის ყველაზე ტიტულოვან ნაკრებთან შაბათს, ყატარში გაიმართება. მას შემდეგ, რაც კაპელო ინგლისის ნაკრებს წვრთნის, ბენტი მხოლოდ ერთხელ იქნა გამოძახებული: 1 წლის წინ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში.
ტრამვები აწუხებთ კარლტონ კოულსა და ემილ ჰესკის, რის გამოც კაპელო იძულებული გახდა ეს ორი თავდამსხმელი სხვებით ჩაენაცვლებინა. ახლა ბენტი კონკურენციას გაუწევს ცენტრფორვარდის პოზიციაზე უეინ რუნის, ჯერმეინ დეფოს და პიტერ კრაუჩს. გაბრიელ აგბუნლაჰორი "ასტონ ვილიდან" ნაკრებში გამოძახებული არ იქნა.
სამაგიეროდ მიწვევა მიიღო მეორე ბირმინგემელმა სტივენ უორნოკმა. ფლანგური მცველის აქტივში მხოლოდ 1 მატჩია ჩატარებული ნაკრების შემადგენლობაში (ტრინიდადი და ტობაგოს წინააღმდეგ, სადაც ის შეცვლაზე გამოვიდა). უორნოკს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს მხოლოდ უეინ ბრიჯს, რადგან მწვრთნელმა გადაწყვიტა ეშლი კოული ლონდონში დატოვოს.
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი ტომ ჰადლსტოუნი კაპელომ ტრამვირებული "ლივერპულელის" სტივენ ჯერარდის შემცვლელად გამოიძახა. ახალგაზრდა ინგლისელს ინგლისის ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული. რიო ფერდინანდი ტრამვირებულია, ხოლო მისი ორი თანაგუნდელი გარი ნევილი და მაიკლ ოუენი კაპელომ სხვა მიზეზთა გამო არ გამოიძახა.
ახლა კი გადავხედოთ გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:
მეკარეები: რობერტ გრინი ("ვესტ ჰემი"), ბენ ფოსტერი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი")
მცველები: უეინ ბრიჯი, ჯოლეონ ლესკოტი (ორივე "სიტი"), უეს ბრაუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), გარი კეჰილი ("ბოლტონი"), გლენ ჯონსონი ("ლივერპული"), ჯონ ტერი ("ჩელსი"), მეთიუ აპსონი ("ვესტ ჰემი"), სტივენ უორნოკი ("ასტონ ვილა")
ნახევარმცველები: გარეტ ბერი, შონ რაით-ფილიპსი (ორივე "სიტი"), დევიდ ბექჰემი ("ლოს-ანჯელეს გალაქსი", აშშ), მაიკლ კერიკი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ტომ ჰადლსტოუნი, ჯერმეინ ჯენასი (ორივე "ტოტენჰემი"), ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი"), ჯეიმს მილნერი, ეშლი იანგი (ორივე "ასტონ ვილა")
თავდამსხმელები: დარენ ბენტი ("სანდერლენდი"), პიტერ კრაუჩი, ჯერმეინ დეფო (ორივე "ტოტენჰემი"), უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი")
© Fanebi.Com By GreenWestHam
HounddogMersisaidmanკაკრას ვესტ ჰემი ევერტონის სურათს ქვია ვისი Yლე ვის ტრაკშია რო ვერ გაიგებ