რაო რაო?

რას ამბობდიიი?

ეს მგონი მე არ დამიწერია
კიდე დავწერ ყველა იმ გუნდის დედაც რომელიც მარტო ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული

რა მაგარია!
ესპანეთის ჩემპიონატის საწყის 6 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ კარში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაც ბოლო 5 წლის შედეგებით, კლუბის საუკეთესო მაჩვენებელია.კატალონიელები ამ შედეგით ესპანეთში საუკეთესონი არიან.
გასული სეზონის ამ ეტაპზე “ბარსას” უკვე 7 გოლი ჰქონდა გაშვებული და დღევანდელი მიღწევით კმაყოფილი უნდა იყოს.
ბოლოს ანალოგიური შედეგი კლუბს 2004-05 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი იყო. მაგრამ სხვაობა ისაა, რომ მაშინ “ბარსამ” 6 თამაშში 13 გოლის გატანა მოახერხა, წელ კი 17.
თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, ვნახავთ, რომ 2001-02 წლების სეზონის დასაწყისში, როდესაც “ბარსას” სათავეში კარლოს რექსაჩი იყო, კლუბმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, მაგრამ მხოლოდ 10 გაიტანა. რექსაჩის გუნდმა იმ 6 მატჩიდან 2 ფრედ ითამაშა იმ დროს, როდესაც გვარდიოლას ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
ექვს თამაშში მოპოვებული ექვსი გამარჯვებით “ბარსამ” საკუთარი რეკორდი გაიმეორა. უაკნასკნელად ასეთი სტარტი კატალონიელებს 1997-98 წლებში ჰქონდათ, როდესაც კლუბს ლუის ვან გაალი წვრთნიდა. მაგრამ ჰოლანდიელის მიერ დარიგებულ “ბარსას” ერთით ნაკლები გატანილი და ერთით მეტი გაშვებული გოლი ჰქონდა.
მიმდინარე სეზონში მეტოქეები “ბარსელონას” კარში არამხოლოდ ყველაზე ნაკლები გოლის გატანას, არამედ კარში ზუსტად ყველაზე ნაკლებჯერ დარტყმას ახერხებდნენ. მაგალითად, ბოლო მატჩში “ალმერიას” წინააღმდეგ, მეტოქის ფეხბურთელებს არათუ ზუსტად, არამედ ვალდესის კარის მიმართულებით საერთოდ არ დაურტყამთ. სულ კი 6 მატჩში “ბარსას” კარში ზუსტად 15-ჯერ დაარტყეს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა “სევილია” 23 დარტყმით, შემდეგ კი “ოსასუნა” 24 დარტყმით.
წყარო barcamania და fcbarcelona.cat