გუნდი დაბრუნდა ვალდებებასზე რადგან მზადება დაიწყოს ჩემპიონთა ლიგის მომავალი მატჩისათვის მილანის წინააღამდეგ.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ცხრა ფეხბურთელი ვარჯიშობდა მოედანზე, ხუთმა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა კი დარბაზში ივარჯიშა.
მოედანზე ივარჯიშეს:რაულმა, არბელომა, გარაიმ, დრენტემ, გრანერომ, მარსელომ, დიარამ, დუდეკმა და კასტილიელმა ფერნარდო კარილომ.(იგივე ტიტო)
ცხრა ფეხბურთელი სამ ჯგუფად დაიყო: რაული, გრანერო და მარსელო აღდგენითი ვარჯიშებით დაკავდნენ, დრენტე, არბელოა, გარაი და მამადუ ვარჯიშობდნენ ფიტნესის ექსპერტთან ჟოზე კაბელოსთან, დუდეკს და ტიტოს ავარჯიშებდა მეკარეების მწვრთნელი ხაბიერ მანცისიდორი.
კრისტიანო რონალდუ, გაგო, გუტი, ვან ნისტელროი და მეტცელდერი ვარჯიშობდნენ დარბაზში.
http://halamadrid.ge/2063-bbbbbbbbbb-bbb-byibbyob.html * * *
არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი მზადაა დაუბრუნდეს მადრიდის "რეალის" სასტარტო შემადგენლობას.
გამომცემლობა As-ის ცნობით, გონსალო იგუაინი მზადაა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მილანის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში. უკანასკნელი მატჩი, როცა ის მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა იყო "ვილიარეალთან" შეხვედრაში 23 სექტემბერს.
"პიპიტას" ასევე კარგი დროება უდგას არგენტინის ნაკრებშიც. მას არამარტო დებიუტი ჰქონდა, არამედ გატანილი გოლითაც გამოიჩინა თავი. მან ასევე შაბათის მატჩშიც გამოიჩინა თავი. ის გამოვიდა შეცვლაზე და "ვალიადოლიდს" გაუტანა გადამწყვეტი გოლი. მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ჯერ უცნობია შეინარჩუნებს თუ არა ქარიმ ბენზემა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: კაკა პირველივე წუთებიდან ითამაშებს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. თუ მაინცდამაინც ბენზემა მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, მაშინ ესტებან გრანერო კაკას დაუთმობს ადგილს.
"მილანთან" გამარჯვების შემთხვევაში "რეალი" გაინაღდებს პლეი–ოფის საგზურს. მათ ცხრა ქულა ექნებათ ცხრა შესაძლებელიდან.

©ჰალამადრიდ.გე