C ჯგუფი
რეალი-მილანი
ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდის დაპირიპირება.
ცენტრალური მატჩი.
მიუხედავად მილანის ბოლო დროს ცუდი თამაშისა მაინც დიდ ყურედღებას იქცევს ეს მატჩი.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რეალი ყველაზე წარმატებული კლუბია, მეორე ადგილზე კი მილანია...
სამაგიეროდ ზოგადად საერთაშორისო ჯილდოებით მილანს ბადალი არ ყავს...
რაულს ლიგაზე ყვეალზე მეტი გოლი აქვს გატანილი...
მეორე ადგილზეა ნისტელროი...
ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით ინძაგი ლიდერობს 68 გოლით...
რაულს ევროტურნირებზე 67 გოლი აქვს გატანილი...
არანაკლებ ინტრიგას სძენს დღევანდელ თამაშს კაკას ფაქტორი, რომელიც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად თამაშობს.
გუნდებს შორის დაპირისპირების სტატისტიკა:
აქამდე რეალი და მილანი ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდნენ...
ორივე მათგანმა 5-5 გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა...
ბურთების შეფარდება მილანელთა მხარესაა 19:17
მადრიდში გამართული 5 თამაშიდან რეალმა ოთხ თამაშში შეძლო მილანის დამარცხება, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა...
რეალს იტალიურ კლუბებთან სულ გამართული აქვს 57 თამაში, აქედან 27 მოიგეს, 7 ფრედ ითამაშეს და 23 წააგეს.
შინ მადრიდელებმა 27 შეხვედრიდან 20 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 დათმეს...
მილანმა ესპანურ გუნდებთან გამართულ 39 მატჩში 16 თამაში მოიგეს, 16 წააგეს და 7 ფრე ითამაშეს...
რაც შეეხება ესპანეთში გამართულ მატჩებს, 17 შეხვედრიდან მილანმა მხოლოდ 3 თამაშის მოგება შეძლო...
რეალს ტრამვების გამო დააკლდებიან: რონალდო, გაგო, ნისტელროი და გუტი.
მილანს ტრამვების გამო დააკლდებიან: აბიატი, დი ჯენარო, ბორიელო, ონიევუ, სტორარი და გატუზო.
სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი: კასილასი, რამოსი, პეპე, ალბიოლი, მარსელო, ალონსო, ლასი, გრანერო, რაული და იგუაინი.
მილანი: დიდა, ოდო, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა, აბატე, პირლო, ფლამინი, ზეედორფი, პატო და რონალდინიო.
©მსოფლიო სპორტი