ამ თემაში ბასკზე სეზონს დასაწყისში რომ ავიყარე გული მის მერე არც შემომიხედია თუმც ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როდესაც თავი უკვე ვეღარ შევიკავე რომ ერთი ორი სიტყვა მეც არ ვთქვა.
მოკლედ შეგნებულად ფუტბოლს 70-იანი წლებიდან ვადევნებ თვალს და ამ ხნის მანძილზე უამრავი სანაკრებო კლუბის ყურების საშუალება მქონია. აი დამიჯერეთ რომ მინახავს ძალიან მაგარი კლუბები და მაინც გამორჩეული იყო აქამდე 1982 წლის ბრაზილია, (ბრაზილია, რომელიც მძულს და მეზიზღება პატარაობიდანვე) კლუბი რომლის შემყურე შიშმა შემიპყრო იმ დროს რადგანაც მათი გაჩემპიონება კატეგორიულად არ მინდოდა. ხო შიშმა შემიპყრო იმდენად საძაგლად მაგარ ფუტბოლს აგორებდნენ ის პლაჟზე სიმთვრალეში კარნავალზე დაკეთებულნი.(მადლობა როსის!)
ეეეხ ჩემდა სამწუხაროდ რას ვიფიქრებდი რომ ჟოაო მათ ამის შემდგომ 2 მსოფლიოს გაუჩალიჩებდა მამაძაღლობის და გოთვერნობის გზით. მოკლედ შევეშვათ იმ ბრაზილიას უბრალოდ მაგალითისთვის ვახსენე.
აი შემგომი სანაკრებო კლუბი რომელიც კინაღამ მანქანასავით აწყობილი იყო 1990 წლის გერმანია.
მართლია ფინალი მათ ვერ მოიგეს და მსაჯმა და კიდევ ბევრმა სხვა ჩინოვნიკმა უბროძა(ქვეყნის გაერთიანებასთან და კიდევ ერთ ნიუანსთან დაკავშირებით) თუმც მაინც ფაქტი ისაა რომ ის შემადგენლობა ერთიანობაში იყო ფაშისტურად, საზიზღრად ძლიერი. მარშირებდა თითქოს ნიურბერგის ჩირაღდნების აღლუმის დარად.
კი ბატონო ყოფილა შემთხვევები როდესაც რომელიმე ნაკრებს ამა თუ იმ პოზიციაზე ჰყოლია გენიოსები და ამ გენიოსების ფონზე წარმატებისთვისაც კი მიუღწევია. მარკო ვან ბასტენი რად ღირს მხოლოდ გასახსენებლად.
და იყო ის კიდევ. აი ღმერთი ყოვლის შემძლეაო და მეც მჯერა ამის. აი წარმოსახვის უნარი და ფანტაზია რომ მოვიშველიოთ ხომ არის შესაძლებელი?!
ხოოოოდა იესო ქრისტესაც კი ფეხბურთის თამაში რომ მოსდომებოდა(მისთვის თავისუფალი დროის პერიოდში) მარადონაზე უკეთ ისიც ვერ იბურთავებდა, გამორიცხულია!
მე მაპატიეთ ცოტა კი გამიგრძელდა. ეს ყველაფერი კი რატომ ვახსენე და გავიხსენე. მინდა ავღნიშნო რომ ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრები რომაა დღეს, ასე ყველა რგოლში ესე ძლიერად დალაგებულ ჩაწყობილი შემადგენლობა რომ ჰყოლოდა რომელიმე ქვეყანას მე არ მახსოვს. შეიძლება სხვა ქვეყნის ნაკრებებს (ყველას არა რა თქმა უნდა) დღეს ჰყავთ მოთამაშენი რომელთა დარი ამ ნაკრებში არ არსებობს დღესდღეისობით თუმც მთლიანობაში ამ ნაკრებს დღეს ბადალი არ ჰყავს.
ერთი მწვრთნელი მგონია მე პირადად რომ ისევ არაგონესი აჯობებდა რადგანაც მას მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს საერთოდ ესპანელთა მოთამაშეების მიმართ.
მუდამ მახსენდება მისი და ტორესის ურთიერთობა ან თუნდაც ციგან რეისს როგორ ეჭუკჭუკებოდა რომელმაც შემდგომ უეფაში ოფიციალური ბოდიშიც კი მოახდევინა ამ მამაშვილური ჭუკჭუკისათვის.(მართალია ამის შემდგომ ის მოიკვეთა ნაკრებიდან თუმც ეს ისე)
აი დელ ბოსკე ვარსკვლავებთან მუშაობითაა ცნობილიო. აქაც მე ისევ და ისევ მგონია რომ ეს სენი ამ ნაკრებს არ სჭირს და ეს ბოსკეს კოზირი ამ შემთხვევაში უმოქმედოა.
და ყველაფერი ამის მიუხედავად ძალიან ძალიან მაგარი სანაკრებო შემადგენლობაა!
P.S. ადრეც ვიკითხე და პასუხი რომ გაგეცეთ რატომღაც ვერ ვიხსენებ. არამც და არამც გამოცდის მიზნით არ გეკითხებით, უბრალოდ მე არ ვიცი და თავად მაინტერესებს.
კიდე ერთხელ გკითხავთ და თქვენი მხრიდან პასუხი "არ ვიცი"(თ)
კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.
ევროპის ჩემპიონი რომ გახდა ეს ნაკრები და ზეიმობდა იმ მომენტში სერხიო რამოსს რა დროშა ეკავა ხელთ?