მიჩელ სალგადო:"ბიჭები ძალიან ნერვიულებენ"
ამ ზაფხულს "რეალმა" ჩათვალა რომ სალგადო არ ექვემდებარებოდა მის ახალ პროექტს და მან დატოვა გუნდი. იგი "ბლექბერნში" გადავიდა სადაც კარიერის დამთავრებას აპირებს. თავის "ახალ" ცხოვრებაზე სალგადომ სპორტულ გაზეთს "AS"-ს ესაუბრა.
მე ბლექმერნის ახალ ბომბარდირს ველაპარაკები?
-"დიახ მე ინგლისის თასში გოლი გავიტანე(იცინის). გოლი ლამაზიც გამოვიდა. ჩვენ ბურთი ჭავართვით მოწინააღმდეგეს, მცველი მოვატყუე და ახლო დისტანციიდან ბურთი კარის კუთხეში გავუშვი. აქ ინგლისში კუთხურ მცველს ვთამაშობ, მაგრამ ხანდახან ნახევარ დაცვაშიც მიწევს თამაში."
როგორი იყო თქვენი პირველი თამაშები "ბლექბერნის" რიგებში?
-"მე ჩემპიონატში 4 თამაში ვითამაშე. ერთ-ერთი მათგანი კი 90წთ. ჩვენს მწვრთნელს - სემ ელარდაისს სურს რომ მე ნელ-ნელა მივეჩვიო ახალ ადგილს და ადაპტაცია გავიარო ახალ გუნდში. მას სურს რომ თავს კომფორტულად ვგრძნობდე.
ინგლისში და ესპანეთში ვარჯიშები ძალიან განსხვავდებიან?
-"სიმართლე გითხრათ,დიახ ძალიან. აქ სულ სხვა მენტალიტეტია."
თვალს ადევნებდით "რეალის" ბოლო მატჩს? რისი თქმა შეგიძლიათ "ალკორკონთან" დამარცხებაზე?
-"ეხლა არამდონია სწორი იყოს რომ ამის გარჩევა დავიწყო, რადგან მე არ ვიცი იქ რა მოხდად და რატომ მოხდა ეს. ბიჭებს ეხლა ძალიან უჭირთ და ნერვიულობენ, და ეხლა მათ სულ არ ადარდებთ ის თუ რას იტყვის ვიღაცა შორიდან. მე მათ მხარს დავუჭერ ბოლომდე.
This post has been edited by AlaD1n on 30 Oct 2009, 16:13