პელეგრინის არ აკვირვებს მის მიმართ კრიტიკა
მანუელ პელეგრინის განცხადებით იგი ამ დროისთვის მთელ თავის დროს უთმობს კლუბთან მუშაობას.ჩილელი სპეციალისტი არ აპირებს დანებებას,მიუხედავად იმისა რომ მის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა,რადგან ეს ჩველუბრივი მოვლენაა მწვრთნელებისთვის.
.
"მე ვთვლი,რომ კლუბთან სერიოზული მოვალეობები მაკავშირებს,რომელიც მე დამეკისრა კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს,ძნელია ყველაფერი შეაფასო 3 თვეში".
პელეგრინიმ აღნიშნა,რომ ეს სიტუაცია მისთვის ნაცნობია და როდესაც იგი "ვილიარეალს" წვრთნიდა მაშინაც "რეალის" მწვრთნელებს ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში უწევდათ გავლა.
"5 წელი მე ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს,თუმცა შორიდან.არაფერი შეცვლილა.ისევ ის ხალხი აკრიტიკებს მწვრთნელს,ისევ იმ საბაბით.არ აქვს მნიშვნელობა ვინ უდგას სათავეში "რეალს".5 წლის განმავლობაში კლუბმა 8 მწვრთნელი გამოიცვალა.18 შესაძლო ტიტულიდან მოგებული იქნა მხოლოდ 2.ჩვენ ცუდი დრო გვიდგას,მაგრამ კრიზისზე საუბარი ცოტა ზედმეტია.მადრიდი ეხლა ფუფუნებაშია.წლების განმავლობაში კლუბის სახე იცვლებოდა.ჩვენ კარგად დავიწყეთ თუმცა ეხლა გვიჭირს".
დღეს "რეალი" "ხეტაფეს დაუპირსპირდება შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამართავს "მილანთან".სავარაუდოდ ამ მატჩებში გადაწყდება პელეგრინის ბედი.
sandro_gabroმილანთან თამაშის მერე ვშიშობ 2 დღით მოგიწევს თემის დახურვა. შეიძლება დღესვე მოგიწიოს

იმედია ორივე თამაშს მოვიგებთ
This post has been edited by AlaD1n on 31 Oct 2009, 16:16