პელეგრინის მატჩის შემდგომი კომენტარი

მანუელ პელეგრინი ბოდიშს უხდის გუნდის გულშემატკივრებს გუშინდელი მარცხისთვის.
"იმედი მაქვს რომ გაგვიგებენ და გვერდში დაგვიდგებიან ჩვენი ფანები გუშინდელი სამარცხვინო შეხვედრის შემდგომ. ძალიან გაბრაზებული და დაბოღმილი ვარ... არაფრის თქმა არ შემიძლია მოთამაშეებზე."
"ალკორონმა კარგად ითამაშა, ისინი კარგად აკონტროლებდნენ ბურთს. მე არ ვფიქრობ ჩემს სამუშაოზე, რომელიც შეიძლება დავკარგო... ჩემი გონება მხოლოდ მომავალ შეხვედრისკენაა მიმართული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ!!! ბოლომდე უნდა დაიხარჯოს თითოეული ფეხბურთელი და რა თქმა უნდა მეც. გუტი იმიტომ გამოვცვალე, რომ ვიცოდი ის გამწარებული რაიმე არაკორექტულს ჩაიდენდა მოედანზე. შეტევაშიც ბევრი საქმე გვაქვს, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო იმიჯის დასაბრუნებლად."
* * *
რაული ბოდიშს იხდის
რაულ გონსალესი ძალიან დაღონებულია გუშინ ღამით ჩატარებული შეხვედრის გამო, რომელიც სამეფო კლუბმა დათმო.
"მე ვფიქრობ, რომ გუშინ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ღირებული. ამისათვის ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. მარცხი იყო საშინელება... ძალიან ვწუხვარ და განვიცდი ამ წარუმატებლობას, მაგრამ ეს დასასრული არ არის."
"კლუბი უფრო უნდა შეიკრას და გაძლიერდეს, ძალიან უნდა მოვინდომოთ, რათა ჩვენს გულშემატკივრებს ცოტათი მაინც გამოვუკეთოთ განწყობილება. დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ გაცილებით ბევრს ვივარჯიშებთ და მეტს შევძლებთ. ხალხს უნდა რომ დატკბეს ჩვენი გამარჯვებებით და ეს ნამდვილად არ აღემატება ჩვენს ძალებს."
"ეს ფეხბურთია სადაც ყვლაფერი ხდება... ამდენი წარუმატებლობა აუცილებლად აღმოიფხვრება. კარგად ვიცი რომ ერთ და ორ დღეში ყველაფრის შეცვლა რთულია, მაგრამ წინ მთელი სეზონია."
"გუნდი არ უნდა დანებდეს არავითარ შემთხვევაში, ორ კვირაში განმეორებითი მატჩი შედგება, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, თან ისე რომ შემდგომ ეტაპზე გავიდეთ."
"მადრიდის "რეალის" დიად ისტორიაში მრავლად ყოფილა რამოდენიმე არაპროგნოზირებადი მარცხი, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში ყველაფერი იცვლება. "ალკორკონს" პატივს ვცემ და დავუფასებ შრომას, მათ მართლაც დიდებულად იასპარეზეს. ახლო მომავალში ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ამის დიდი იმედი მაქვს."
ავტორი: Kevlisha
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com