ესეიგი შეიძლება ითქვას შემდეგი:
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო დიმა ობოლაძე ისეთივე კომენტატორია როგორც მე ჩინეთის იმპერატორი.
სპორტული წამყვანი არის მაგრამ კომენტატორი ისე არაა როგორც შიმპანზეს პროჭია ლამაზი.
რეებს ლაპარაკობდა მთელი ტაიმი??? იძულებითი შეცვლაო ისე თქვა... სხვათაშორის... არადა რამდენის ლაპარაკი შეიძლებოდა.
ეს რაღაც ### რასკლადები კიდე ისე აინტერესებს მსმენელს და ისე იმახსოვრებს რო ნუ იტყვით რა. ერთი სიტყვით ვაქხანალიაა!!
ინტერი თამაშობდა ძალიან ცუდად თავიდანვე. ეს მაურინიოს სახეზეც ადვილად იკითხებოდა. საკმაოდ გაჭაღარავებულა. სირი!
ძანეტიმ პირველად რო გაატარა რუბინის მარჯვენა ნახევარმცველი ვიფიქრე ნუ არაუშავს ხდება მაგრამ ყურადღება სულ სხვა რამემ
მიიპყრო მოგვიანებით. რუბინი არის ძალიან მაგარი გუნდი!!! better team!!! ძალიან მომეწონა!! ისე თამაშობდნენ როგორც სვოჩი წიკწიკებს.
გააზრებულად, დალაგებულად, დინჯად და ამავე დროს სწრაფად, ერთიშეხებით, ფეხბურთელების ყველა მოძრაობა იყო სხარტი და მოქნილი.
მოედნის ცენტრში ბურთს ისე ათამაშებდნენ და ეჭირათ არსენალს და ბარსა ინკუბატორებში გამოზრდილ ფეხბურთელებს გაგახსენებდა.
მაგარი იყო ბერდიევის მედიტაციის სურათი კრიალოსანით. ჩინგიზ ხანივით იჯდა. არადა მაგ კადრის დროს რუბინი უპირატესობა უკვე
გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და უბრალოდ ლამაზი ბურთის დამჭერი კომბინაციებიუდან უკვე ტერიტორიულ ბურთის ფლობაში
გადადიოდა წამით გავიფიქრე რო მიდი და არ აქო ეხლა და ეს კაცი და რა გასაკვირია რო ერთ ამოსუნთქვაზე მოიგო რუსეთის პრემიერლიგა.
ძალიან მაგარი ტრენერია!! ამასობაში ინტერის არცერთი შემტევი პასი, არცერთი დიაგონალი არც ზუსტი არ იყო და არც იმას ამჟღავნებდა რო
პასს ვთქვათ იტალიის ჩემპიონის ფეხბურთელი აკეთებდა. სრული ძედოვშინა!

სნეიდერი ბურთს ღებულობდა რამის საკუთარ მოედანზე!!!
ბერდიევის ორი საყრდენი ბრწყინვალეთ თამაშობდა. ფლანგიდან ფლანგზე გადამტან გადაცემებსაც ჭრიდნენ და ზონაზეც მაგრად ავსებდნენ
სივრცეებს. კეტავდნენ. კომპაქტურად თამაშობდნენ და ამ მოქმედებებში რესურსი შეიმჩნევოდა აშკარად!! უცეში თამაში იყო აშკარად ეტყობოდა.
დაძაბულობის გამო ბევრი ყვითელის ამოღება შეიძლებოდა თუმცა რადგან ეს ყვითლები არ წამოვიდა ესეიგი მაინც გატანსთქო პირველ ტაიმში ინტერი.
ძალიან ცუდად თამაშობდა ინტერი და ეს მაურინიოს სისუტეა. სტრატეგიულად არასწორი მონახაზი ქონდა შეტევაში. ბალოტელი ძალიან ღლაპი
ფეხბურთელია ჯერ მითუმეტეს კარგად ორგანიზებული და დისციპლინირებული რუბინის წინააღმდგებ უშანსოდ გამოიყურებოდა.
ძანეტიმ მეორეჯერ რო გაატარა რუბინის მარჯვენა ნახევარმცველი მაშინ დავრწმუნდი რო მაურინიო ნაღდად არ მინდა რო იუნაიტედში მოვიდეს.
სრული კრეტინია ეგ კაცი.
თუმცა მოხდა საფეხბურთო მოვლენა რომელიც ხდება ხოლმე და გავიდა სრულიად იდიოტური და მათხოვრული გოლი.
ძანეტიმ ალბათ შეატყო თავს რო ცუდად თამაშობდა ელემენტარულად და წინ წავიდა. სანამ რიკოშეტით ბურთი ბალოტელიმდე მივიდოდა ტიპი
ჰაინცე 2 იყო. ვინც იცით და გახსოვთ ჰანცეს თამაში ფლანგზე შეტევაში მიხვდებით. არადამაჯერებელი "ძიორგანია" მოძრაობები... შემდგომი მოძრაობა
სხეულით ფინტი იყო ინსტინქტური რომელიც ასევე გამოუვიდა დარწმუნებული ვარ იმიტომაც რო მოერიდნენ კაპიტნის წინააღმდეგ ხისტ თამაშს რუბინელები
თან აშკარაა თუ შეეხები დავარდება "იტალიელია" თან მეაცაზეა და პენალტია ასერომ შეეშვნენსავით. თითქმის გაამართლა!!! მაგრამ რიკოშეტით ბურთი მიუვიდა
ბალოტელის და ნუ ისეთი პასი გააკეთა სრულია ინსტინქტურად რის გამოც ითვლება პერსპექტიულ ფეხბურთელად. ეს მართლა კლასის ნიშანწყალია.... გამოუვიდა
და ეტოო ანრი უნდა ყოფილიყო და იქედან ხარიხასთვის მოერტყა.
მერე ყველაფერი შეიცვალა... ბერდიევიც მიხვდა რო ყვეალფერი დამთავრდა და "ვზლიაგ ივო უჟე ნე გრაზილ მოლნიამი". მაურინიოც დაწყნარდა სახეზე ეტყობოდა.
მაიკონმა მაგრად მოატყუა 3 კაცი ფლანგზე. რუბინის თავდაჯერებულობა მოირყა მხოლოდ იმიტომ რომ "ნეაბსტრელენნი" გუნდია და ინტერმა თავისი უბადრუკი ფეხბურთით
კიდევ ერთხელ მოიგო ტაიმი. ისე შეიძლება ითქვას და ვინც თავიდან უყურებთ მაინც დააკვირდით რო გოლის მერეც რუბინის ბურთის ფლობა და პასების სიზუსტე შეიძლება სულ
რაღაც 10%ით დაეცა. იგივენაირად კარგად თამაშობდნენ.
ბოლოსკენ ინტერის პასების სიზუსტემაც მოიმატა და სნეიდერის არტილერიამ დაიწყო მუშაობდა. იქ მაიკონიც უფრო წინ ღებულობდა ბურთს, მოტას უფრო ნაკლები ჯახირი უწევდა
და თუ რუბინმა არ გაიტანა ინტერი კიდე 2-ს გაიტანს