დღეს გაიმართება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ირლანდიასა და შვედეთს შორის გასამართი მატჩი. ვინაიდან ორივე ნაკრებს თანაბარი 11 ქულა აქვთ, სავსებით ლოგიკურია, რომ დაძაბულ ბრძოლას ვიხილავთ. გამარჯვებული საგრძნობლად გაიზრდის ჯგუფიდან გასვლის შანს, დამარცხებული კი პირიქით ერთიორად შეიმცირებს. შეხვედრა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში 'ავივა სტეიდიუმზე" (ტევადობა 50,000) გაიმართება.
მასპინძლებს შვედებთან დაპირისპირებაში საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვთ. ირლანდიელებს დააკლდებათ ინგლისის 'ჰალ სიტის' ნახევარმცველი დეივიდ მეილორი და ასევე ინგლისური 'იოვილის' თავდამსხმელი პედი მადენი. თუმცაღა, ეს ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ დანაკლისად, რადგან ორივე მათგანს იშვიათად უწევდა ძირითად შემდანგელობაში თამაში. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ ყველა ის ფეხბურთელი გამოიძახა, ვისი ხილვაც სურდა. ირლანდიელებს ეყოლებათ თავდასხმის ლიდერები - ირლანდიის ეროვნული ნაკრების და ლოს ანჯელის "გელექსის" კაპიტანი რობი კინი და ჯონი უოლტერსი ('სტოკი'). პირველ მათგანს მიმდენარე შესარჩევ ციკლში 4 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო უოლტერსმა, რომელიც უფრო ხშირად ფლანგიდან ირჯება, მეტოქეთა კარის აღება 3-ჯერ მოახერხა. ირლანდიის ნაკრებმა ბოლო ორ ამხანაგურ უგულოდ დატოვა მოედანი: ესპანეთთან 2:0 დამარცხდნენ, ხოლო უელსის ნაკრებთან ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. კომენტარი გააკეთა 'ევერტონის' ნახევარმცველმა კოლმენმა: "შვედეთთან თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, თუმცა გაგვიმართლა, რომ გვყავს ჯოვანი ტრაპატონის მსგავსი გამოცდილი მწვრთნელი. იმედია, ჩვენ შევძლებთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს". ირლანდელების იტალიემა სპეციალისტმა განაცხადა, რომ "ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე მნიშნელოვან ეტაპს. შვედეთი და ავსტრია ძალიან ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ჩვენ შევეცდებით ორივე მატჩში დადებით შედეგს მივაღწიოთ".
შვედეთის ეროვნული ნაკრების მას შემდეგ გართულდა სიტუაცია, რაც ავსტრიაში 1:2 დამარცხდნენ. დღევანდელ მატჩში წაგება, შესაძლოა მათთვის ძალიან მძიმე შედეგით დასრულდეს. ნაკრებს ვერ დაეხმარება ჰოლანდიური 'ტვენტეს' ფეხბურთელი რასმუს ბენგსტონი. "ბენგსტონის სარეაბილიტაციო პერიოდი იმაზე უფრო ხანგძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა", - განაცხადა შვედეთის ნაკრების ექიმმა ლეიფ სწარდმა. მის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა შვედური 'მალმიოს' მცველი პონტუს იანსონი გამოიძახა. სკანდინავიელებს ასევე ვერ დახემარება უკვე რუსული 'კრასნოდარის' ცენტრალური მცველი ანდრეს გრანკვისტი, რომელიც ფარერებთან მატჩში გააძევეს. ირლანდელებმა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ზალატან იბრაჰიმოვიჩისადმი, რომელმაც უკვე 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები შესარჩევ ეტაპზე. ასევე, შვედეთის შეტევის ერთ-ერთი მთავარი კოზირი იოჰან ელმანდერი გახლავთ, რომელმაც 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ირლანდიისა და შვედეთია ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2-ჯერ ირლანდიელებმა მოიგეს, 2-ჯერ ფრე დამთვრდა და 3-ჯერ სკანდინავიელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი):
22 მარტი, 2013 - შევედეთი 0:0 ირლანდია
1 მარტი, 2006 - ირლანდია 3:0 შვედეთი
24 აპრილი, 1999 - ირლანდია 2:0 შვედეთი
28 ოქტომბერი, 1970 - შვედეთი 1:0 ირლანდია
15 ოქტომბერი, 1970 - შვედეთი 1:1 ირლანდია
მაქსიმალური კოეფიცენტები:
ირლანდიის მოგებაზე: 3.03 (Pinnacle Sports)
ფრეზე: 3.35 (Pinnacle Sports)
შვედეთის მოგებაზე: 2.62 (Paddy Power)
ჰანდიკაპის ზღვარი: 0
გუნდების ინფო:[/u]
[u]სავარაუდო შემადგენლობები:[u][/u]
წყარო:
http://www.preview.ge/news/14_shesarchevi_...i/2013-09-06-23