მოკლე ისტორია ამ ამბის ესეთია
1930 წლამდე ფეხბურთში არ არსებობდა დაყოფა პროფესიონალებს და მოყვარულებს შორის. ყველა ფორმალურად მოყვარულად ითვლებოდა.
თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ ფორმალურად იყვნენ მოყვარულები, რადგან უკვე 20-იანი წლების დასაწყისიდან ძლიერი ფეხბურთელების მთავარი შემოსავლის წყარო ფეხბურთი იყო.
დღევანდელივით მილიონებს ვერ ეთამაშებოდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შიოდათ.
ოლიმპიადა კი მოგეხსენებათ პიერ დე კუბერტენის პრინციპებზეა აგებული და თავიდან მხოლოდ მოყვარული სპორცმენებისთვის იყო.
მერე ნელ-ნელა პროფესიული სპორტის განვითარებასთან ერთად ამ პრინციპმა დროს ვერ გაუძლო, მაგრამ ომამდე მყარად იდგა ფეხზე.
შესაბამისად ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი იყო ასპარეზობა სადაც თავს იყრიდა იმ დროს პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ნაკრებები. გარდა ინგლისისა. ინგლისმა პირველ 2 ოლიმპიადაზე დაადასტურა თავის უდავო უპირატესობა მოიგო რა ასტრონომიული ანგარიშებით, მერე შეეშვნენ.
24 წლის და 28 წლის ოლიმპიადები იყო იმ დროისთვის უძლიერესი საფეხბურთო ტურნირი. სადაც თავი მოიყარეს ყველამ ვისაც კი იმ დროს მსოფლიოში ფეხბურთის თამაშის რამე გაეგებოდა.
რატომ არ ვამბობთ წინა ოლიმპიადებზე თუ არ ვცდები 1898 წელს ჩატარდა პირველა ოლიმპიადა პარიზში.
იმიტომ რომ პრინციპი იქ მოხვედრის იყო შემდეგი, ჩადიოდა ის ვისაც არ ეზარებოდა.
მაგრამ ისევ პარიზში 1924 წელს მოხერხდა ყველაფრის ნორმალურად ორგანიზება და მართლა იმ დროსითვის საუკეთესო გუნდები დაიდო.
ინტერესი ამ ტურნირმა გამოიწვია იმდენი რამდენიც თითქმის ყველა სხვა დანარჩენმა სპორტის სახეობამ ერთად აღებულმა. ვინც იქ თამაშები ცოცხლად ნახა არამგონია დღეს ცოცხალი იყოს და კადრებიც შემორჩენილი არ არის. მაგრამ როგორც წერდნენ მაშინ ურუგვაი უბრალოდ ადგა და ყველა ნაკრები იხმარა.
ამაზე მეტყველებს ანგარიშებიც.
რაც ყველაზე მთავარია იხმარა ისეთი სტილით რაც ევროპაში ვერც კი წარმოედგინათ.
პარიზის 1924 წელის ოლიმპიადია ბევრის მოსაზრებით არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ფეხბურთის ისტორიაში.
ურუგვაიმ მოახდინა მაშინ რევოლუცია ფეხბურთის ხედვაში, მის სათამაშო სტილში და ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა მისი სახე.
ბრიტანულ ცხებურთის გამოუჩნდა ახალი ალტერნატივა, ტექნიკური თამაში, სადაც მტავარი ბურთის კარგათ ფლობა და ინდივიდუალური ოსტატობაა.
უფრო მარტივად რო შეგვექმნას წარმოდგენა რაგბში რაც არის ახალი ზელანდია დაახლოებით ის იყვნენ ფეხბურთში.
იგივე გააკეთეს 4 წლის მერეც 1928 წელს.
მერე ცოტა ოლიმპიურმა კომიტეტმა იეჭვიანა (საფეხბურთო ტურნირი იყო მონსტრი, რომელიც სხვა ტურნირების მიმართ ინტერესს დაბლა აგდებდა), თან პროფესიონალზმი შემოვიდა და ოლიმპიადა შედარებით არაპრესტიჟული და მოერხარისხოვანი ტურნირი გახდა.
უფრო სწორად კარგი ტურნირი იყო, არაფორმალური მუნდიალი ოღონდ მხოლოდ სოციალისტურ ქვეყნებს შორის

ამის გამო 2 ზედმეტი ვარსკვლავი მაისურზე მე არ მიმაჩნია მეტიჩრობათ.
ურუგვაელები იმას ხო არ ამბობენ მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონები ვართო

უბრალოდ იმას მიანიშნებენ რომ მუნდიალის გარდა კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგეს.
ეს არის დიდი წარმატება.
მარტივად განსაჯეთ
იტალიას არაფერს ვერჩი უბრალოდ ფაქტია
1934 წელს ტურნირში არ თამაშობდა მსოფლიოს ორი უძლიერესი ნაკრები იმ დროისთვის.
1. ურუგვაი
2. ინგლისი
ბრაზილია ჩავიდა განახევრებული შემადგენლობით ფედერაციაში უთანხმოების გამო. ესპანეთთან სუბიექტური მსაჯობის ამბავი უკვე 2 საუკუნეს წვდება

აბა გაბედეთ და თქვით რომ ის ერთი ვარსკვლავი სკუადრა აძურას მაისურზე ცოტა უსამართლოა.
ხოდა რატოა ეხლა ურუგვაის ვარსკვლავი მაისურზე უადგილო. ტურნირს რა ერქმევა ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი, მუნდიალი თუ შეროს სტოუნის სახელობის თასი მაგას რა მნიშვნელობა აქვს

ფაქტია რომ იქ ყველა იმ დროსითვის ძლიერი გუნდი იყო თავმოყრილი უდუდესი მოტივაციით მოეგოთ თასი.
თასი კი ურუგვაის დარჩა.
რადგან ფიფას მიერ არ იყო ორგანიზებული ტურნირი ესე იგი რა ?
კი არიან არაფორმალური მსოფლიო ჩემპიონები მაგრამ მაინც მსოფლიო ჩემპიონები არიან

უფრო სწორად უდავოდ უძლიერესი გუნდი 24,28 წლებში
ხოდა ვარსკვლავიც მაგას გამოსახავს