ჰოლანდია რო ფავორიტია ორი აზრი არ არის მაგრამ მე გეტყვით რატო აქვს ურუგვაის(რომელსაც ნახევარი გუნდი აკლია) შანსი.
რამდენიმე წლის წინ სახლში სრულად შემთვევით გადავაწყდი 1990 წლის კომუნისტს

ვალაგებდი რაღაცას და ვნახე რა.
რა უნდა ქნას ნორმალურმა ადამიანმა როცა ესეთ ძველ გაზეთს ნახავს, რა თქმა უნდა უნდა გადააგდოს.
მეც გადაგდება დავაპირე მაგრამ გადაგდების წინ გადავხედე მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
ხოდა ბოლო გვერდზე, ეჭვი მაქვს ეს ბოლო გვერდი სპორტისთვის იყო ხოლმე დათმობილი წავაწყდი მუნდიალის წინ (მაისის ნომერი იყო) ურუგვაის ნაკრების დახასიათებს.
ყველაფერი ისე იყო როგორც დღეს აკეთებენ ხოლმე. ფეხბურთელების ჩამონათვალი თავის კლუბებიანად, ისტორიის მოკლე მიმოხილვა და სათამაშო ტაქტიკის განხილვა.
ალბათ 24-ივე ნაკრებზე იქნებოდა მსაგვსი ინფორმაცია სხვადასხვა ნომრებში მაგრამ ეხლა ეს უკვე თემიდან გადახვევა გამოვა.
რამაც გამაოცა იმ გაზეთში იყო ურუგვაელი ფეხბურთელების ინტერვიუები.
მსგავსი რამე არც არსად წამიკითხია და სერთოდ აღარ იძლევიან ეხლა ესეთ ინტერვიუებს.
ამბობდნენ რომ 1970 წლის სირცხვილი (ნახევარფინალში ითამაშეს მაშინაც

) აღარ უნდა გამეორდეს და წელს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთო.
ურუგვაელებზე უკეთ ფეხბურთს არავინ არ თამაშობს და ამას მალე დავამტკიცებთო და ა. შ.
მოკლედ ისეთი პირი უჩანდა I ადგილზე თუ ვერ გავიდოდნენ ხარაკირს იკეთებდა მთელი გუნდი თავის ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესიანად.
საბოლოო ჯამში მაგარი ბაქი-ბუქი კი გამოუვადათ როგორც გამოჩნდა, მაგრამ აქ სხვა რამეა საინტერესო.
არა მგონია ამ 20 წელიწადში ურუგვაელების მენტალიტეტი რადიკალურად შეცვლილიყო.
ისინი სულაც არ თვლიან 1/2 ფინალში გასვლას რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად, რადგან დარწმუნებული ვარ დღესაც ჯერათ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ეს ესეც უნდა მომხდარიყო.
ამიტომ არ იზავენ იმას რაც შვედებმა, ბულგარელებმა, ხორვატებმა, კორეელებმა და თურქებმა გააკეთეს.
მოვალეობის მოხდის მიზნით გახვიდე მოედანზე ან პირველივე შეცდომამ თუ სიძნელემ გაგტეხოს.
ყველამ იცის მარაკანასოს ისტორია და იბრძოლებენ ბოლომდე მიუხედავად იმისა რომ უპირატესობა აშკარად არ არის მათ მხარეზე.
1950 წელს ხო იყო
პროგრამა მინიმუმი შესრულებული აქვთ, ფსიქოლოგიური წნეხი მოიხსნა და ეხლა მხოლოდ ბრძოლაღა რჩება.
და როცა ყოველ წელს ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ იბრძვი მარუმბიზე 100 000 კაცის თვალწინ იქ არც ფავორიტის შიში გაქვს.
მოკლედ კარგი ბრძოლა მოუწევს ჰოლანდიასაც.
ფავორიტი იოლად ურუგვაის ვერასოდეს ვერ უგებს. შეიძლება ვენესუელასთან ჩააგდონ თამაში მაგრამ არგენტინა/ბრაზილიასთან არასოდეს. რაც არ უნდა შეუთამაშებელი და ცუდი გუნდი ყავდეთ გრანდების წინააღმდეგ ყოველთვის მაგრათ თამაშობენ.
ერთი ბრაზილიამ მოუგო შარშან 4:0 და ეგ იყო სულ. მე სხვა არ მახსენდება ურუგვაის უბრძოლველად დათმობილი თამაში.