მეც მომწონს მექსიკა, ვაჟკაცური გუნდია და რაღაცა მოდის გამო ნამდვილად არ ვგულშემატკივრობ, სხვა საქმეა რომ ჩემპიონატის მოგების შანსი არა აქვს, მაგრამ ეგ სულ სხვა თემაა.
ისე რადგან იტალიაზე ჩამოვარდა საუბარი, პირადად ჩემი ყურადღება მექსიკამ ზუსტად იტალიასთან თამაშის დროს მიიქცია. მგონი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ერთ ჯგუფში იყვნენ, ბოლო თამაში ქონდათ ერთმანეთში, იტალიას უეჭველი მოგება ჭირდებოდა, მექსიკას ფრეც აწყობდა. ისეთი განწყობით დავიწყე თამაშის ყურება, რომ მეთქი მექსიკა არ გარისკავს და ფრეზე ითამაშებსთქო, არადა პირიქით მოხდა, ამდენი ვარსკვლავებიანი იტალია ზოზინობდა, ჯერ მექსიკა იგებდა, იტალიამ გაათანაბრა და მეტზე აღარც უჩალიჩია, 5 წუთი იყო დაახლოებით დარჩენილი და პარალელური თამაშის შედეგით გაირკვა რო უკვე იტალიაც გადიოდა ფრეთი, ხოდა ბურთი გააჩერეს საერთოდ თავის მოედანზე, ერთმანეთსი აგორებდნენ, მთელი სტადიონი უსტვენდა.... ეხლა ზოგი იტყვის პრაგმატული ფეხბურთიაო, არადა უპატივცემულობაა ხალხის....
პირადად მე 82 წლიდან ვუყურებ მსოფლიო ჩემპიონატებს და იტალიამ მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმის მერე ინერციით ვითომ იტალიას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ იმის მერე მაგათი წესიერი თამაში არ მინახია

ანუ იტალიელი რო ვიყო მესმის, რომ ნებისმიერ ფასად გამარჯვება გამიხარდებოდა, მაგრამ ახლა რა ძალა მადგას

თამაშის ყურებით თუ არ ვისიამოვნე, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს?
ისევ მექსიკას დავუბრუნდები

ცოტა უცნაური გუნდია, მეტოქე გუნდზეა დამოკიდებული

ავხსნი რისი თქმაც მინდა, თუ სუსტს ეთამაშება თვითონაც რაღაცა სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, იფიქრებ ოდნავ უკეთესი გუნდი გაანადგურებს, მაგრამ გრანდსაც რო შეხვდეს იმასაც ტოლი-ტოლზე ეთამაშება, მოწინააღმდეგესგან იღებს ეტყობა ენერგიას

რომელიღაცა კარატეს სტილია ეგეთი

ასე, რომ მგონია არგენტინას იოლი თამაში არ ელოდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საერთოდ ბრაზილია, არგენტინასთვის ყველაზე უხერხული მეტოქე სამხრეთ ამერიკის გუნდებია + მექსიკა. ევროპის გუნდებთან უფრო ადვილი თამაშები ექნებათ მაგათ...
მოკლედ მე ვგულშემატკივრობ მექსიკას და... ესპანეთს
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....