მოკლედ ერთხელ ჩემს ვარიანტსაც დავწერ

გერმნია- სუსტი მწვრთნელი! შემადგენლობა საშუალო დონის, ყავს რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა .თუმცა აუბსოლუტურად არავინ იცის ვინ შეძლებს მთელი პოტენციალის წარმოჩინებას და რაც მთავარია ვინ იკისრებს ლიდერობას!
მთავარი პლიუსი იქნება ე.წ. გერმანული სული.თუმცა ძველი "მანქანებისგან" ს გუნდი ძალიან შორის არის!
ჩემის აზრით მაქსიმუმი მე4 ფინალია

საფრანგეთი- ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ყავს.თუმცა დომენიკი რამდენად არის შესაბამისი მწვრთნელი ძნელი საკითხავია! ჩემის აზრით გუნდს სათანადოდ ვერ განაწყობს! არაა გამორიცხული მე4 ფინალსაც ვერ მიაღწიოს.მთავარი ჩემის აზრით ფსიქოლოგიური ფაქტორია..
ჰოლანდია- საკმაოდ კარგი მთვრთნელი და ძალიან კარგი ნახევარდაცვა! განსაკუტრებით კარგ ფორმაში არიან სნაიდერი და რობენი.სწორედ მათ უნდა იკისრონ ლიდერობა გუნდში.თავდასხმაში ვან პერსის მიუხედავად თუ მას გოლები არ წაუვიდა შეიძლება გამტანი თავდასხმელის პრობლემა გაუჩდეს, რისი კომპენსირება ნახევარდაცვის ხარჯზე უნდა მოხდეს.დაცვაც არაა საკამრისად ძლიერი.Mე ველოდები ამ გუნდისგან 4ულს.
ინგლისი- ძალიან ძლიერი შემადგენლონა! მთავარი სისუსტე საყრდენი ნახევარმცველი ჩემის აზრით.უმთავრესი კოზირი- რუნი და კაპელო. ყველა მისი წამყვანი ფეხბურთელი იდეალურ ასაკშია დიდი ტურნირის მოსაგებად. მოკლედ ყველა პრობა აქვთ რომ ფინალში იყვნენ! ამ ე.წ " ოქროს თაობის" ბოლო შანსია

ესპანეთი- შემადგენლობით უძლიერესი! საუკეთესო ნახევარდაცვა და უკანახაზის ძალიან ძლიერი. არ აქვთ სუსტი წერტილი ერთი შეხედვით! ჩემის აზრით ასეთი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს შეიძლება თავდასხმა იქცეს, არავინ იცის ახალ ტრავმა მოშუშებული თავდასხმა ისე ითამაშებს როგორც საჭიროა თუ არა.. მთავარი ვილა იქნება ჩემის აზრით! რატომღაც მგონია გუნდი 4ულს ვერ გაცდება! მე-3 ადგილი მისია!
არგენტინა- მარადონა! მარადონა! ამ ადამიანმა მOშნად გარისკა! იმედი ვიქონიოთ რომ კარგატ ესმის რასაც აკეთებს! გუნდის სუსტი მხარე დაცვის ფლანგებია და მოკლე სკამი შუახაზში! მთავარი კოზირები- უძლიერესი სამუნდიალო თავდასხმა და მესი ! მე მგონია რომ თასი ევროპაში არ წავა, შესაბამისად ან არგენტინამ ან ბრაზილიამ უნდა მოიგონ, მე თასს ვაძლევ არგენტინას! წინა მუნდიალზე უკეთესი შემადგენლობა იყო მარა ვიცოდი ვერ მოიგებდნენ ევროპაში. ახლა იმედი მაქ.ჩემის აზრით თუ მათ საკუთარი თამაში იპოვეს ფინალში ინგლისს შეხვდებიან!
ბრაზილია- ამ შემადგენლობით შორს ვერ წავლენ.1/4 მაქსიმუმ!

მთავარი პლიუს ორგანიზირებული თამაში, შეწყობილი გუნდია.. სისუსტე ასაკი ფეხბურთელების! თავდასხმაც არამგონია შესაბამისი იყოს!
იტალია- 2 +, ლიპი და იტალიაა რა! შეიძლება ფავორიტებში ყველაზე დიდი სიურპრიზი მისი კარგი თამაში იყოს!
აღმოჩენა : ჩილე კოტ დიუვარი!
This post has been edited by Skiamakia on 29 May 2010, 15:29