რახან ყველამ დაწერეთ მეც დავწერ

ჩემთვის #1 ფავორიტია ესპანეთი. ძალიან ძლიერი შემადგენლობა, ტოპ-კლასის მწვრთნელი, შეთამაშებულობა, ყველა პოზიციაზე უმაღლესი დონის მოთამაშე, ასეთი ესპანეთის გაჩერება ძალიან რთული იქნება.
შემდეგ ყველაზე კაი პონტში ალბათ მაინც ინგლისია, ყავთ ტოპ კლასის მწვრთნელი და კარგი შემადგენლობა. ბერი თუ დაბრუნდა ერთადერთი სუსტი წერტილი მეკარე იქნება (არ ვთვლი, გრინს და ჰარტს (ჯერ) ნაკრების დონის მეკარეებად).
შემდეგ ალბათ არგენტინა, მაგრამ ეს მარტო იმიტომ, რომ ძალიან მაგარი შეტევის ხაზი აქვთ. მწვრთნელი - Yლე. დაცვა - დირკა. შეტევამ უნდა ქნას ყველაფერი.
მერე მოდის ბრაზილია რა თქმა უნდა. მაგრამ წელს ბრაზილიას არ ყავს ისეთი ძლიერი შემადგენლობა როგორც წინა ორ მსოფლიოზე ყავდა. შეტევის ხაზი არაა შეუჩერებელი. ლუის ფაბიანოა მხოლოდ უმაღლესი დონე, ნილმარი და გრაფიტე არ არიან მაინც ისეთები, რომ გუნდი მათზე იყოს დამოკიდებული. თუმცა კაკა - რობინიოს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, ბევრი იქნება მათზე დამოკიდებული. + ყავთ ძალიან ძლიერი დაცვა.
მერე ალბათ ჰოლანდია. დაცვა - კატასტროფა. ყველაზე სუსტი დაცვა ყავს ფავორიტებს შორის. მაგრამ ნახევარდაცვა + შეტევა ესპანეთი/არგენტინის შემდეგ საუკეთესო ყავთ. სნეიდერი/რობენზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. ჰოლანდიამ უკვე დროა ტრაკი გაანძრიოს, შემდეგ მუნდიალზე ასეთი ძლიერი გუნდი აღარ ეყოლება.
გერმანიას წელს სუსტი შეტევის ხაზი ყავს. კლოზე ფაქტიურად არ თამაშობდა წელს, ისევე როგორც გომესი. + აქვთ პრობლემები ნახევარდაცვაში, ბალაკის არყოფნა ძალიან დაეტყობათ და არც მწვრთნელია ისეთი, რომ სუსტი შემადგენლობითაც შეზლოს მუნდიალის მოგება. ალბათ ეს მსოფლიო არ იქნება გერმანელებისთვის წინა ორივით წარმატებული.
ნუ მერე იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია.
ამათზე არაფერს ვწერ განგებ, არ ვიცი რა ხდება მაგათ შიდა სამზარეულოში და არც ვარ დაინტერესებული დიდად.

აღმოჩენა ალბათ გახდება ნიგერია ან სპილოები.
ორივეს ძლიერი შემადგენლობა ყავს.

ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, ამიტომ დისკუსიებს ნუ დამიწყებთ.