აქა მშვიდობა
დიდი ხანია თვალყურს გადევნებთ და ნამდვილად ღირსეული გულშემატკივრები ხართ რომასი

იმედია ბედნიერი იქნება ჩემი ფეხი ამ თემაში
ყოველ შემთხვევაში დასაწყისი კარგია, ტონი იყიდეს

რითაც სავარაუდოდ ცენტრფორვარდის პრობლემა მოგვარდება ერთხელ და საბოლოოდ
თუმცა რანიერის ექსპერიმენტების გადამკიდე ვერ გაიგებ რა ხდება გუნდში
ტოტის ცენტრფორვარდად ათამაშებდა, ვუჩინიჩს მარცხენა გარემარბად და მენეზს მარჯვნივ წევდა. ხანდახან იცვლებოდნენ თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს. მაგარი არასტაბილურად თამაშობს გუნდი
1-2 კარგი ნახევარმცველი აკლია გუნდს, ბურთის დამჭერი და თან ისეთი ტოტიზე დამოკიდებულებას რომ შეამცირებს , არ თამაშობს ტოტი, გუნდიც ვერ თამაშობს
დე როსი, ბრიგი, პეროტა, საყრდენი ნახევარმცველები არიან და ბურთის დაჭერა მათი მოვალეობა არ არის, ფატის და ადრიან პიტს რა უნდა საერთოდ ამ გუნდში ვერ ვხვდები, ან რა საჭიროა 9 მეკარე მაგასაც ვერ მივხვდი, მიეცათ შანსი კურჩისათვის და არ გაცრუებდა იმედებს ასე მგონია რატომღაც. ისე ახალი კარგი მეკარე მოდის, ვალერიო ფრასკა, 19 წლისაა და რამდენიმე რეკორდი დაამხო უკვე პატარებში
მოკლედ ერთი კარგი წმენდა არის ჩასატარებელი გუნდში