მეტსახელები"ევერტონის" ყველაზე ცნობილი მეტსახელი არის "The Toffees" ანუ კამფეტები. მეტსახელის ზუსტი ისტორია ცნობილი არ არის, არსებობს რამდენიმე ვარიანტი. თუმცა ის კი ცნობილია რომ კლუბს ეს მეტსახელი მას შემდეგ შეარქვეს რაც ისინი "გუდისენ პარკზე" გადავიდნენ სათამაშოდ. ამის გარდა "ევერტონს" სხვა მეტსახელებიც ქონდა: "The Blues" (ლურჯები), "The Black Watch" (შავი საათი), "The Scientists"(მეცნიერები), "The School Of Science" (მეცნიერებათა სკოლა), "The Dogs Of War" (მეომარი ძაღლები) და "The People's Club" (ხალხის კლუბი) რომელიც გუნდს დევიდ მოიესმა შეარქვა.
სტადიონი"ევერტონის" პირველი მოედანი იყო "სტენლი პარკის" სამხრეთ ნაწილი, ადგილი რომელიც არის "ლივერპულის" ახალი სტადიონისთვის. ეს იყო ადგილი სადაც "ევერტონი" თამაშობდა და იყო მისი სახლი, მანამ სანამ გუნდი "ენფლიდზე" გადაბარგდებოდა. სტადიონის მფლობელი იყო მაშინდენლი "ევერტონის" პრეზიდენტი ჯონ ჰოლდინგი. 1892 წელს შეიქმნა ახალი გუნდი, "ლივერპული", რომლებსაც არ გააჩნდათ სახსრები, სწორედ ამ დროს ჰოლდიგმა და "ევერტონმა" ლივერპულს აჩუქეს "ენფილდი" და თითონ სათამაშოდ გადავიდნენ "გუდისენ პარკზე", რომელიც კვლავ არის გუნდის სახლი.

"გუდისენ პარკი" არის პირველი სტადიონი, რომელიც უშუალოდ ფეხბურთისთვის აშენდა ინგლისში. "გუდისენ პარკი" არის სტადიონი სადაც ჩატარებულია ყველაზე მეტი თამაში პიველ დივიზიონში და ასევე არის ერთადერთი ინგლისური კლუბის სტადიონი რომელზეც ჩატარდა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე პირველი რომელსაც დაუმონტაჟდა გათბობა და პირველი რომელზეც გაკეთდა ორი იარუსი.
მერსესაიდული დერბიგუნდის უმთავრეს მეტოქედ ითვლება "ლივერპული" და უმნიშვნელოვანესი მატჩია "მერსესაიდული დერბი". ამ დერბიში არის ნაჩვენები ყველაზე მეტი წითელი ბარათი, გაცილებით მეტი ვიდრე სხვა ინგლისურ დერბიში. მიუხედავად ამისა დერბის მეტსახელია: "მეგობრული დერბი", ეს მოდის იქიდან, რომ ლივერპულში ძალიან ბევრია ისეთი ოჯახი სადაც ქომაგობენ როგორც "ევერტონს" ისე "ლივერპულს" და ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სტადიონზე გვერდიგვერდ "ევერტონის" და "ლივერპულის" მაისურიანი ქომაგები ყოფილიყვნენ.
რეკორდები დერბიში:- ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია - 14 მატჩი - "ევერტონი" - 1941/42 - 1951/52.
- ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია სახლში - 14 მატჩი - "ლივერპული" - 1970/71 - 1984/85.
- ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია სტუმრაც - 16 მატჩი - "ევერტონი" - 1899 - 1920.
- ყველაზე გრძელი მოგებების სერია სახლში - 5 მატჩი - "ლივერპული" - 1932/33 - 1936/37
- ყველაზე გრძელი მოგებების სერია სტუმრად - 7 მატჩი - "ევერტონი" - 1908/1909 - 1914/1915.
- 17 წითელი ბარათი, რომელიც არცერთი სხვა დაპირისპირებაში არ გამეორებულა
- ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება სახლში- 6:0 - "ლივერპული" - 1935/36.
- ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება სტუმრად - 5:0 "ევერტონი" - 1914/15.
- ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში - 7:4 - "ლივერპულმა" იმარჯვა "ენფილდზე" - 1932/33.
- ნევილ საუთჰოლი - "ევერტონი" - ყველაზე მეტ დერბიში აქვს ნათამაშები.
- იან რაში - "ლივერპული" - ყველაზე მეტი გოლი სულ- 25.
- დიქსი დინი - "ევერტონი" - ყველაზე მეტი გოლი პირველ დივიზიონში - 18.
- უილიამ კაფი - "ევერტონი" - ყველაზე მეტი მოგება დერბიში, მწვრთნელის ამპლუაში - 16 - 1901 - 1918.
- ტომ უოთსონი - "ლივერპული" - ყველაზე მეტი წაგება, მწვრთნელის ამპლუაში - 21 - 1896 - 1915.
- სარეკორდო დასწრება - 78 299 - "გუდისენ პარკზე" - 18/09/1948
- ყველაზე დაბალი დასწრება - 18 000 - "ენფილდზე" - 19/01/1901
"ლივერპული" - სულ მოიგო - 81
"ევერტონი" - სულ მოიგო - 65
ფრე - 64
"ლივერპული" - სულ გატანილი - 282
"ევერტონი" - სულ გატანილი - 243
გუნდის ცნობილი ქომაგები არიან: პიტ ბესტი, მეთ დოვსონი, ოსტინ ჰილი, ამანდა ჰოლდენი, გეტინ ჯონსი, პოლ მაკარტნი, როჯერ მაკგოფი, სიმონ ობრაიანი, ჯონ ბაროტი, ლეონარდ როსიტერი და სილვესტერ სტალონე.

"ევერტონის" ამჟამინდელი შემადგენლობა
მეკარეები#1 - კარლო ნეში - ინგლისი - 36 წლის
#12 - იან ტერნერი - შოტლანდია - 25 წლის
#24 - ტიმ ჰოვარდი - აშშ - 30 წლის
მცველები#2 - ტონი ჰიბერტი - ინგლისი - 28 წლის
#3 - ლეიტონ ბეინსი - ინგლისი - 25 წლის
#4 - ჟოზეფ იობო - ნიგერია - 29 წლის
#5 - ჯონ ჰეიტინგა - ჰოლანდია - 26 წლის
#6 - ფილ იაგიელკა - ინგლისი - 27 წლის
#15 - სილვიან დისტინი - საფრანგეთი - 32 წლის
#23 - ლუკას ნეილი - ავსტრალია - 31 წლის
#31 - სიმუს კოულმანი - ირლანდია - 21 წლის
#34 - შეინ დაფი - ჩრდილოეთ ირლანდია - 17 წლის
ნახევარმცველები#7 - დინიარ ბილიალედინოვი - რუსეთი - 24 წლის
#10 - მიკელ არტეტა - ესპანეთი - 27 წლის
#17 - ტიმ კეჰილი - ავსტრალია - 30 წლის
#18 - ფილ ნევილი - ინგლისი - 32 წლის
#19 - დენ გოსლინგი - ინგლისი - 19 წლის
#20 - სტივენ პიენაარი - სამხრეთ აფრიკა - 27 წლის
#21 - ლეონ ოსმანი - ინგლისი - 28 წლის
#25 - მარუან ფელაინი - ბელგია - 22 წლის
#26 - ჯეკ როდუელი - ინგლისი - 18 წლის (

)
#38 - ჯეკ უოლასი - ინგლისი - 17 წლის
თავდამსხმელები#8 - ლუის საა - საფრანგეთი - 31 წლის
#11 - ჟო - ბრაზილია - 22 წლის
#14 - ჯეიმს ვონი - ინგლისი - 21 წლის
#22 - იაკუბუ აიგბენი - ნიგერია - 27 წლის
#28 - ვიქტორ ანიჩებე - ნიგერია - 21 წლის
#35 - კიენარ აგარდი - ინგლისი - 20 წლის
#37 - ჟოზე ბაქსტერი - ინგლისი - 17 წლის
კლუბის წარმომადგენლებიმფლობელი: ბილ კენვრაითი
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გუნდის კაპიტანი: ფილ ნევილი
ვიცე კაპიტანი: ჟოზეფ იობო და მიკელ არტეტა
"ევერტონის" ყველა დროის საუკეთესო XXI
ტიტულებიინგლისის უმაღლესი დივიზიონი: 1890/91, 1914/1915, 1927/1928, 1931/32, 1938/39, 1962/63, 1969/70, 1984/85, 1986/87.
ფეხბურთის ასოციაციის თასი: 1906, 1933, 1966, 1984, 1995.
ფეხბურთის ასოციაციის სუპერთასი: 1928, 1932, 1963, 1970, 1984, 1985, 1986, 1987, 1996.
თასების მფლობელთა თასი: 1985.
ფეხბურთის ასოციაციის ახალგაზრდული თასი: 1965, 1984, 1998.
ეს ყველაფერი "ევერტონს" რიგით მეოთხე ტიტულოვან გუნდს ხდის ინგლისში. იგი მხოლოდ "ლივერპულს", "მანჩესტერს" და "არსენალს" ჩამოუვარდება.The Pride Of Merseyside! This post has been edited by LoseYourself on 17 Dec 2009, 22:24
მიმაგრებული სურათი