ბევრი ვიფიქრე და გადვწყვიტე ეს სტატია სწორედ მილანის თემაში დამეწერა, ვწერ ერთადერთ იტალიელ ფეხბურთელზე რომელიც ყოველთვის მაგრად მომწონდა თავისი გენიალური თამაშის გამო, რობერტო ბაჯო მყავს მხედველობაში
იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, რობერტო ბაჯოს კარიერას ბევრი ინატრებდა.მან 37 წლის ასაკში დაასრულა ფეხბურთის თამაში და თავისი თაობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო იუვენტუსთან და მილანთან ერთად, დაასახელეს ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. მოგებული აქვს იტალიის და უეფას თასები.
არავინ იცის რამდენი გოლის გატანას ტიტულის მოგებას შეძლებდა, რომ არა გაუთავებელი ტრამვები.ბედისწერის გარდა ბაჯოს მწვრთნელებიც არ სწყალობდნენ. კაპელო სათადარიგოთა სკამზე აყურყუტებდა, არიგო საკი კი მიიჩნევდა, რომ იტალიის სერია A ინვალიდისთვის არ იყო. რკინის სერჟანტი მარჩელო ლიპი კი ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ ბაჯო მას პოპულარობით სჯობდა და გასახდელში ყაზარმული რეჟიმი ქონდა დამყარებული. ბოლოსდაბოლოს, ფეხბურთელის მოუშორებელ ლაქად დარჩება 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და წამი, რომელმაც ბაჯოს ვარსკვლავური კარიერა საშინელ კოშმარად აქცია.
პ ი რ ვ ე ლ ი ტ რ ა მ ვ ა
ტკივილი ყოველთვის ტკივილია. მენისკი, მყესები, გაწყვეტილი კუნთი ოპერაციები და ისევ ოპერაციები ბაჯოს ცხოვრების წესი გახდა.ქირურგიული ჩარევის შემდეგ ისევ მოედანზე ხანმოკლე დაბრუნება და მერე ყველაფერი თავიდან ისევ.
___ მე ყოველთვის ვგრძნობ ტკივილს როცა მოედანზე სათამაშოდ გავდივარ.მთელი კარიერის მანძილზე ერთ სეზონში მაქსიმუმ სამ-ოთხ შეხვედრას თუ ვატარებდი როდესაც სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი.ყოველთვის მიჭირდა მაგარ და გამომშრალ მინდორზე თამაში. ამიტომ ყოველთვის მიხაროდა, როდესაც თამაშის დაწყების წინ მინდორს რწყავდნენ. რობერტო ბაჯომ თავისი პირველი სერიოზული ტრამვა რომელმაც მერე მთელი სიცოცხლე გაუმწარა 18 წლის ასაკში მიიღო. ეს დაშავება შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო და ფეხბურთის სამყაროს ვერასოდეს ეხილა მისი ვარსკვლავი.
__ეს მაშინ მოხდა, როდესაც მეტოქის მოთამაშესთვის ვარდნაში ბურთის ართმევა ვცადე. როგორც შემდეგ გაირკვა, საკმაოდ სუსტი მუხლი მქონდა და ასეთი მოძრაობები არ უნდა გამეკეთებინა. მარჯვენა ფეხი გადამიბრუნდა. გამიწყდა ჯვარედინი მყესები, ასევე ამომივარდა მუხლის თავი და დამეჭიმა გვერდითი მყესი.ფეხი ისე მქონდა რომ განძრევასაც ვერ ვახერხებდი.... ოპერაცია სენტ ეტიენში, საფრანგეთში გამიკეთეს.პროფესორმა ბუსკემ ყველაფერი იღონა, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულებულიყო. მე გამიბურღეს დიდი ძვლის თავი, შემდეგ დამიჭრეს მყესი და გაჭიმეს მუხლის თავამდე. მყესი გაჩენილ ხვრელში 220მილიმეტრიანი ფიქსატორით დამიმაგრეს. როდესაც გონს მოვედი და საკუთარ ფეხს დავხედე შემეშინდა. იმ მომენტში ფეხბურთზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა საკუთარი ფეხებით სიარულს.ოპერაციის შემდეგ 12 კილო მოვიკელი წონაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ვითმენდი ჯოჯეხეთურ ტკივილებს. მთელი კარიერის განმავლობაში ეს ტრამვა თავს ყოველთვის მახსენებდა. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი ორგანიზმი ტკივილგამაყუჩებლებს ვერ ჰგუობს, ამიტომ საკუთარი ძალით ვუმკლავდებოდი ტკივილებს.ვინც კარგად მიცნობს ეცოდინება, რომ იმ დროის მანძილზე რაც ფეხბურთს ვთამაშობდი ორივე ფეხით არასდროს მითამაშია, სხვა შემთხვევაში თავისუფლად შეიძლებოდა მორიგი სერიოზული დაშავება საბედისწერო ყოფილიყო.
ამას იხსენებს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც სერია A -ს ყველა გრანდში უთამაშია და საკუთარი კვალი დაუტოვებია თითოეული მათგანის ისტორიაში. თავისი ამპლუიდან გამომდინარე მას ყველაზე მეტად არ სწყალობდა ბედი. ვინაიდან იტალიაში შემოქმედ ფეხბურთელებს ვერ იტანენ და მოედანზე მათზე ნამდვილი ბრძოლაა გამოცხადებული. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ ყველამ კარგად იცოდა როგორი გატანჯული კარიერა ქონდა და მაინც არ ერიდებოდნენ მის მიმართ ბინძური ხერხების გამოყენებას.
როდესაც ბრეშამ სერია A ში ბაჯოს დახმარებით ადგილი შეინარჩუნა ქომაგები ბაჯოს ნაკრებში დაბრუნებას მოითხოვდნენ. მაგრამ ტრაპატონიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მათ მოთხოვნას. ტრაპატონიმ მისი კორეა-იაპონიაში წაყვანა სარისკო ნაბიჯად ჩათვალა და განაცხადა, რომ ისეთი ფეხბურთელის წაყვანა რომელიც გამუდმებით ტრამვებს ებრძვის მიზანშეწონილი არ არის მისი მხრიდან.
მწვრთნელის ამ განცხადებამ დიდი ტკივილი მიაყენა ფეხბურთელს, მასზე ისე საუბრობდნენ თითქოს ინვალიდი ყოფილიყო და გადაადგილებისთვის დამხმარეები სჭირდებოდა. ტრაპატონიმ კიდე ერთხელ დაადასტურა, რომ იტალიელი სპეციალისტები ქედმაღლები არიან და ვერ იტანენ როცა მათი ქვეშერდომები მათ პოპულარობით ჯობიან. იმ პერიოდში რობერტო ბაჯო მთელი იტალიის სათაყვანებელი ფიგურა იყო და ტრაპატონის აშკარად ჩაგრავდა პოპულარობით. ბაჯოს არ წაყვანით კი განდიდების მანიით შეპყრობილმა ბებერმა რაც მოიგო მთელმა მსოფლიომ კარგად დაინახა.
სიტუაცია არც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის შეცვლილა, ტრაპატონიმ კიდე ერთხელ განაცხადა, რომ ბაჯოს ნაკრებში არასდროს დააბრუნებდა.
სხვათა შორის ბაჯოსთვის ასეთი დამცირება პირველი არ გახლდათ. მისმა პირველმა სკანდალურმა გადასვლამ ფიორენტინადან იუვენტუსში ლამის სკუადრა აძურას შეკრება ჩაშალ. ფლორენციაში ბაჯო მაშინ ჩავიდა როცა ის 18 წლის იყო, სწორედ იმ ავადგასახსენებელი ტრამვის მოშუშების შემდეგ. ფეხბურთელმა, რომელსაც ბონისენიას და ბეტეგას პატივსაცემად დაარქვეს რობერტო, მალე შეძლო ფლორენციელი გულშემატკივრების გულების მოგება და მათი კერპი გახდა. ზოგიერთი მათგანი ბაჯოს იტალიელ ზიკოს ეძახდა. ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშის წყალობით ფიორენტინა 1989-1990 წლების უეფას თასის ფინალში გავიდა , სხვათა შორის ფინალისკენ მიმავალ გზაზე ფიორენტინამ კიევის დინამო დაამარცხა და გოლი ბაჯომ გაიტანა. პარალელურად მან ნაკრების მწვრთნელის ყურადღებაც მიიპყრო და მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სიაშიც მოხვდა. ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე იტალიელმა ტიფოზემბა სენსაციური ამბავი შეიტყვეს. ბაჯო იუვენტუსში გადავიდა.
თავის წიგნში ბაჯო დეტალურად აღწერს ყველაფერს. მას დიდი სურვილი ქონდა, რომ ფიორენტინაში დარჩენილიყო და კლუბთან ერთი წლით გაეგრძელებინა კონტრაქტი. თუმცა, როგრც გაირკვა, იების მაშინდელი პრეზიდენტი იუვეს პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებული იყო ტრანსფერზე. ჟან მარკ ბოსმანს კი მაშინ ჯერ კიდევ არ ქონდა მოგებული სასამართლო პროცესი და ფეხბურთელები საკუთარი სურვილით სხვა გუნდებში ვერ გადადიოდნენ. ბაჯომ ეს ინფორმაცია შეკრებაზე გაიგო ისე რომ მისთვის არავის უკითხავს უნდოდა თუ არა იუვეში გადასვლა. კერპი უმალ იქცა ფლორენციელი ქომაგებისთვის ყველაზე საზიზღარ ფეხბურთელად. ფლორენციაში დღესაც ვერ იტანენ ბაჯოს. რობერტო ბაჯოს კლუბიდან კლუბში გადასვლა ნათლად ასახავს ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე ეპოქალურ ცვლილებებს,დაიწყო ფეხბურთელებში დიდი ფულის გადახდა. ნოვატორული წამოწყების პირველი მსხვერპლი სწორედ ბაჯო გახლდათ რომელიც იუვენტუსმა 18 მილიონად შეიძინა.
კარიერი ბოლოს მივხვდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სისტემის წინაამრდეგ ვიბრძოდი. მე არასდროს ვყოფილვარ სკანდალური ბუნების ან შოუმენი თვისების მქონე ფეხბურთელი. ძირითად საქმიანობად ფეხბურთის თამაში და გულშემატკივრისთვის სიამოვნების მინიჭება მიმაჩნდა. სისტემას კი ის ფეხბურთელი აინტერესებს რომელიც დიდ მოგებას მოუტანს.
იცით რაში მდგომარეობდა ტრაპატონის უმეცრება?? იმაში რომ მან არც 2002 და არც 2004 წელს ყოლია ფანტაზიორი ფეხბურთელი. ტრაპატონი თავისი ეპოქის ფეხბურთში ჩარჩა და ბაჯოს იგნორირება გაუკეთა. იტალიაში ახლა დიდი იმედი აქვთ რომ ლიპი ახალ რობერტო ბაჯოს იპოვნის და იტალიას იმ რომანტიზმს დაუბრუნებს რომელიც დ ი ა დ ი კ ი კ ი ნ ი ს წასვლის შემდეგ სკუადრა აძურაში გაქრა.
მგონი კარგი გამოვიდა