საუკეთესო მწვრთნელის გამოვლანა (არა კონკრეტულ დროის მონაკვეთში) არამედ ზოგადად არის წარმოუდგენელი.
მწვრთნელი ფეხბურთელი არ არის რომ თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად მხოლოდ ბურთი და მოედანი ჭირდებოდეს.
ყველა მწვრთნელი განსხვავებულ პირობებში მუშაობს.
ზოგს კლუბის ხელმძღვანელობა შეუზღუდავ რესურსებს აძლევს (ფულის სახით) სამაგიეროდ მის საქმიანობაში უხეშად ერევა. ზოგს სრული თავისუფლება აქვს მაგრამ იმ ფეხბურთელების სრულად შეკრებას ვერ ახერხებს გუნდში რომელიც გუნდში მას ჭირდება.
ზოგს რთული ხასიათის ვარსკვლავები ხვდებიან და თავის ჭკუაზე ვერ ატარებს, ზოგს დამჯერი ფეხბურთელები მაგრამ ამ ხალხს ბევრი რამის გაკეთება მოედანზე არ შეუძლია.
ისინი განუწყვეტლივ განიცდიან ზეწოლას ჟურნალისტებისაგან, გულშემატკივრებისაგან, კლუბის ხელმძღვანელობისაგან. ზოგან ეს ზეწოლა წარმოუდგენლათ მძიმეა ზოგან არც ისე.
ზოგს დრო ეძლევა იმისათვის რომ თავისი რეფორმები სრულად გაატაროს, ზოგს ზედიზედ 3 წაგებას არ პატიობენ.
ამის ჩამოთვლა შეიძლება უსასრულობამდე გავაგრძელოთ ამიტომ ყველაზე ძლიერი მწვრთნელის გამოვლანა მოქმედი მწვრთნელებიდან არის წარმოუდგენელი საქმე.
როგორც არ უნდა დავსვათ შეკითხვა:
არის მაურინიო ყველაზე ძლიერი მწვრთნელი?
არის ფერგისონი ყველაზე ძლიერი მწვრთნელი?
ყოველთვის ვიღაც სხვა მოძებნის არგუმენტებს რომელითაც დაამტკიცებს რომ ეს ესე არ არის.
ერთადერთი რაც მეტ-ნაკლებად ობიექტური იქნება არის უძლიერესის გამოვლენა დროის კონკრეტულ მონაკვეთში (1 წელი, 5 წელი, დეკადა და ა.შ.) ნაჩვენები შედეგის მიხედვით.
ასე რომ როცა ვინმე კითხულობს არის თუ არა გვარდიოლა უძლიერესი 2009 წელს ჩემი პასუხი არის დაიხ (ყველა დანარჩენისაც ესეთი უნდა იყოს ამ შემთხვევაში თუ ბარსას სიძულვილმა არ დააბრმავა), ხოლო როცა მკითხავენ არის თუ არა ბოლო დეკადის ყველაზე ძლიერი მწვრთნელი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მას ბევრი გაასწრებს.
ეს ისეთი რამე რომ ამის გარშემო სადისკუსიო არაფერი არ არის.
ხოლო ვის რომელი მწვთნელი მოსწონს ეგ უბრალოდ გემოვნების ამბავია და მეტი არაფრის. მაგის გარშემო რაიმეზე შეთანხმება და სხვის გადარწმუნება არის სრულიად წარმოუდგენელი.
იტალიის გულშემატკივარს ლიპი ყოველთვის ყველას ერჩივნება ისევე როგორც მანჩესტერის ფანს ალექსა
აუფ რამხელა რეჩი დამირტყამს