გაუკვირდეს ვინმეს თუნდაც შეფარდებაში.
ისე ბარსას ამ ქვეყანაში პროცენტულად ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავს და ამას აქვს რაღაც მომენტში თავისებური ახსნაც.
(დიდწილად სწორედ ეგ განაპირობებს კიდეც რეალის ლიდერობას ამ გამოკითხვაში.)
ყველაფერ დადებითთან ერთად რასაც მოიცავს ეს კლუბი, მას ამის იქეთ კიდევ რატომღაც ქომაგობს საქართველოს მეგრული მოსახლეობის 90%.(ეს კი საქართველოს მოსახლეობის 60-70%-ია)
ეხლა ვიღაცამ თუნდაც მეგრული გვარის წარმომადგენელმა რომელიც ამ კლუბის ქომაგთა რიცხვს არ განეკუთვნება კამათი და დავიდარაბა არ დამიწყოს. ეს უბრალოდ ჩემს გვერდით მყოფთა შორის დაკვირვებების საფუძველზე მივედი ამ დასკვნამდე.
(ეს კი საკმარისია იმისათვის რომ მთლიანად მოსახლეობის სურვილზე თუ გემოვნებაზეც იმსჯელო და გააკეთო დასკვნა. აი ეგზიპოლის მაგვარია რაღაცაა.

)
მე აი მათ(იმ ბარსას ქომაგების) გემოვნების შემთხვევაში ერთი რამ მაკვირვებს ყველაზე მეტად. ეხლა დავიჯერო ასეთი დახვეწილი გემოვნება აქვთ და ეს მათი თამაშის ესთეთიური სილამაზე ხიბლავს თუ სხვა რამეშია საქმე?!
მე რატომღაც წარმომედგინა რომ მათი სათაყვანო საფეხბურთო კლუბი(მათ ჯიგართან ახლოსმდგომი) უფრო ბილბაოს ათლეტიკი უნდა ყოფილიყო და არა ბარსა.
თუმც ეტყობა სიტყვათა თამაშის ბრალია და ბასკებს ისევ კატალომია ამჯობინეს. აქ ხომ მაინც კატა ლომია.