ე.ი. ზიზუმ კომენტარი გააკეთა იუვენტუსის შესახებ...
დიეგოს თაობაზე გააკეთა კომენტარი და დიეგოს პირველი სეზონი მის პირველ თამაშებს შეადარა იუვეში.
როცა გადმოვედი ჩემგანაც ძალიან ბევრს ელოდნენ თავიდანვე, თუმცა თავდაპირველი წარუმატებლობის გამო მოშორებაც კი უნდოდათო..
საბედნიეროდ ლიპის სჯეროდა ჩემი და მადლობა მარჩელოსო

ლიპიზე შეეკითხეს კიდევ თუ ელაპარაკებით და თუ იცით ჭორები მისი იუვეში დაბრუნების შესახებო.
ზიზუმ მწვრთნელად არ ვიცი და პრეზიდენტად კი მესახება მომავალშიო

დიეგოსაც აცალეთ, ის რომ უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია ჩემში ეჭვს არ იწვევსო.
იუვეს კრიზისზე ორიოდ სიტყვა თქვა, კლუბს მძიმე პერიოდი აქვს და ამაზე ძალიან ვწუხვარო
ასევე ძალიან მიხარია, რომ კლუბს ფრანგი თავკაცობს და ამით ამაყი ვარო

"ჩემსა და იუვეს შორის კავშირი ძალიან ძლიერია, იუვენტუსმა შექმნა ჩემგან ძლიერი მოთამაშე და მასწავლა როგორ უნდა გაიმარჯვო.
იუვე არის იუვე და ყველას უნდა აქ თამაში.
მოხარული ვარ, რომ ამ კლუბში ყოველთვის არის ფრანგული ნაწილი: პლატინი, მე, დეშამი, ტრეზეგე, ახლა კი ბლანი

თუკი რამე რჩევას მივცემდი ჩიროს ეს იქნებოდა ის, რომ შეენარჩუნებინა სიმშვიდე და მოეხდინა კონცენტრირება თავის მიზნებზე.
ევროპის ლიგის მოგება მნიშვნელოვანია. ეს იუვეს საშუალებას მისცემს ევროპის სუპერთასზე ითამაშოს, ვიმედოვნებ რეალის წინააღმდეგ".
This post has been edited by pinturicio on 22 Jan 2010, 18:02
მიმაგრებული სურათი
საქართველო...
Juventus... Valencia... Torpedo...
ყველაფერი მარტივი გენიალურია...