გზად მეტროდან მეაცამდე მთელი კოლონა იყო ღია მარაზიების,სადაც მაისურებს და ატრიბუტებს ყიდიდნენ - თვალი ვერ ძღებოდა მოკლედ,ისეთი დროშები და კაშნები ეკიდა - ერთი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად,ინგლისური ტექსტი ეწერა,დაახლოებით ასეთი: " მოწინააღმდეგე ინტერის წინააღმდეგ,1 ტაიმი,1:0,2:0,3:0 - მეორე ტაიმი 3:1,3:2,3:3... ჩვენ თამაშს ახლა ვიწყებთ

- ცვეტში ზედ ეწერა ის,რისთვისაც ასე გვიყვარს ინტერი!
პირველი ნერვული წიკი მაშინ დამეწყო,შორიდან სან სირო რომ გამოჩბდა ფოთლებს მიღმა - სპორტის მოედანზე (ასე ჰქვია იმ ტერიტორიას,სან სიროს ჩრდილოეთით) უამრავი ასეთი მოძრავი მაღაზია დამხვდა და ერთი რამ,რაც თვალში იყო საცემი - უმეტესად ინტერის ატრიბუტიკა დომინირებდა და რა თქმა უნდა კლიენტიც მეტი ჰყავდა!
ყველა გამვლელ გამოვლელს ბილეთს ვეკითხებოდი - ჩემსავით იქ ბევრი დაძრწოდა და ბილეთებს ეძებდა,ამან უფრო ცამისახა იმედი,რომ ბოლო-ბოლო ვიშოვიდი და უცბათ ვიღაც 3 ახალგაზრდა ტიპი გაგვეჩიტა,გვაქვს ბილეთიო,მაგრამ ისე საეჭვოდ იქცეოდნენ,რომ ვერ მივხვდი,რა ჰქონდათ ცაფიქრებული... ეტყობა პოლიციას ემალებოდნენ და მერე როგორც დავასკვენი,ყალბ ბილეთებს ყიდიდნენ 100 ევროდ - ბილეთს მილანის ემბლემა ეხატა და სულ მილანის ფერებში იყო,არა და ინტერია მასპინძელი და ამ ამბავმა დამაეჭვა... ესო,მილანის სექტორის ბილეთიაო და უკან მივუბრუნე,მეთქი მილანელების მხარეს არ დავჯდები მეთქი... გამომართვეს უკან და ეგრევე აორთქლდნენ
იქვე ვიღაც დაბალი კლიენი აგვეკიდა,ვირაც ფედერიკო - აქო თქვენ იაფად ვერ იშოვით კაი ბილეთს და მე გასწავლით სად უნდა მიხვიდეთო,მომყევითო

სანამ ამ ტიპს მივყვებოდით,გზად რამოდენიმეს კიდევ კვითხე და დავასკვენი - მეორე იარუსი 300 ევროდან ზევით იწყებოდა,1 იარუსზე არც უნდა გეფიქრა,500 ევრო ღირდა კარის უკან... ამ ფედერიკომ მთელ სტადიონზე დაგვარტყმევინა წრე,თან მე დებილივით დავდიოდი და შევყურებდი ამ შენობას,ჩემი ცოლიც ჩქარა ვერ დადიოდა და დავტანჯეთ კაცი

ბოლოს სადღაც დაგვსვა და აქ იყავით,არ წახვიდეთ,მე გიშოვით ბილეთსო... გაძვრა-გამოძვრა,ვიღაცეებს გადასძახა,ესენი ჩემი კლიენტები არიანო და ცოტა ხანში მომადგა ამ ბილეთით:

150 ევროს ვაძლევდი და გაიკლა თავი,მე თვითონ 180 მივეციო და რაღას ვიზამდი,მივეცი 200 ევრო - მარტო რომ ვყოფილიყავი,საღამომდე ვიბოდიალებდი და უკეთეს ადგილს ვნახავდი,მაგრამ ჩემი ფეხმძიმე მეუღლე შემეცოდა ამ სიცივეში და გამოვართვი...
მოკლედ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,ეს ბილეთი მე-3 იარუსის აღმოჩნდა,მილანის ულტრასების თავზე,სადაც წინ ტყვიაგაუმტარი შუშა და უზარმაზარი სეტკაა გაჭიმული,ზემოდან რამე რომ არ ესროლოს ვინმე გიჟმა! ეს ყველაფერი სტადიონზე მისვლის მერე გავიგე,თუმცა ამაზე უკვე საბათს მოგიყვებით - ახლა უნდა დავიძინო,ხვალ დილის 7 საათზე ზუგდიდში მივდივარ და საბათს დავბრუნდები

მანამდე კი როგორი ბედნიერი ვარ ამ ბილეთით
