internazionale 
მაგარი კაცია მატერაცი - მომენტი იპოვა და მაგ სირს ისეთი შეუსრულა,რომ მთელ იტალიას გული მოფხანა! ვითომ აღშფოთდნენ იქ ვიღაცეები,დასჯაც მოუნდომეს ამის გულისთვის,მაგრამ ფეხებიც ვერ მოჭამეს - ბერლუსკონის პრემიერობას დიდი დღე არ უწერია იტალიაში და მალე ცოტა ნორმალური და დალაგებული ვინმე მოვა,ისეთი მარტო თავის ტრაკზე რომ არ იფიქრებს

პ.ს. მოკლედ სილვიო იქით იყოს და გალიანის აჩრდილიც (ამაზე მეოთხე ნაწილში დავწერ ცოტას

) ახლა კი გავაგრძელებ...
* * *
სად გავჩერდი? ჰო - უკვე ნელ-ნელა ივსება ტრიბუნები... იტალიელებიც ქართველებივით არიან,ბოლო მომენტამდე არ გაივსო სან სირო

პირველები,ვინც თავისი ადგილები ყველაზე ადრე და პატიოსნად შეავსეს ულტრასები იყვნენ:


ვზივარ ამ სკამზე,ჩემს ირგვლივ უკვე ყველა(!) სკამი შეივსი (ძირითადად სულ ინტერის გულშემატკივრებით) ,ჩემსავით სპეციალურად ამ თამაშზე ჩამოსული ინგლისელები და სკანდინავიელებიც გაიჩითნენ და უკვე ის ის იყო ვიფიქრე,რომ გამიმართლა და ამ სკამის პატრონმა სადმე სხვაგან დაჯდომა გადაწყვიტა მეთქი,რომ ამ დროს ერთი კაი ჯიგარი იტალიელი ბაბუ გამეჩითა,ცოტა უკმეხად დამკრა ხელი მხარზე (ვიღაც ნაგლი ადგილობრივი ვეგონე ალბათ

) და საწყალი თვალებით რომ მოვუბრუნდი და თან ინტერის კაშნეებით შევეჩეხეთ ერთმანეთს,მოდი აქო,ცოტა მიიწია და იქ სადაც სკამები მთავრდებოდა,პატარაზე გამოწეული იყო ბეტონი (ერთი გამხდარი კაცი დაეტეოდა

) და აქ დაჯექიო - ირგვლი სკამებზე კი არა,კიბეებზე და უკან ფეხზე დასადგომი ადგილებიც აღარ იყო! სტადიონი უკვე ღელავდა,ულტრასები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიმღერებში.დაბლა მინდორზე პატარა შოუებიც მოეწყო:

(აქ ყველა ბუშტზე ინტერის ფეხბურთელების გვარები ეწერა,შესაბამისი პოზიციის მიხედვით

მერე ესენი ჰაერში გაუშვეს)
ამ გაწამაწიაში ვარ,იქ ვიღაცეები მივწი-მოვწიე,რომ კარგად ჩავმჯდარიყავი,ერთი კაცი მივჩეხე კიდეც და აღშფოთდა,მაგრამ ისეთი სახით შევხედე,ეგრევე გაჩუმდა - როგორც მერე გავარკვიე,მილანის ფანი იყო და შეეშინდა,აქ არ მიმანგრიონო

მოკლედ,ყველაზე აგრესიული ფანი იქ მე გამოვდექი!
ამ დროს სტადიონმა იხუვლა,ეს ჩემი ბაბუც წამოხტა და რაღაცას გაჰყვირის - თურმე გუნდები გამოვიდნენ გვირაბიდან: ეს იყო რარაც ენით აუწერელი სანახაობა,ორივე "კურვა" მომენტალურად გარდაიქმნა,ინტერისტებმა იქ პატარა ისტორია დახატეს,ერთ მხარეს კი ჰაიტიში დაღუპულების საპატივსაცემო ბანერი გამოსახეს!

არანაკლებ ლამაზი იყო "კურვა სუდ"-იც - ეტყობოდათ,რომ კარგი მომზადებულები მოვიდნენ მილანის ულტრასები


მოკლედ,ეს ამხელა სტადიონი ერთ დიდ ცოცხალ არსებად იქცა და დაიწყო სუნთქვა,ცხოვრება - ყველა ნიუანსი,ყველა დეტალი რარაც თითქოს შესისხლხორცებული ჰქონდათ,მე ვიყავი ერთი შტერივით და შევყურებდი ამ ყველაფერს! მაგრამ როკიმ რომ სასტვენს ჩაბერა,მერე კი ყველაფერი დამავიწყდა...
* * *

ახლა აღარ დავიწყებ ამ მატჩის აღწერას - ყველას ნანახი გაქვთ და გახსოვთ,რაც მოხდა

მე მხოლოდ კლუჩევოი მომენტებზე გავამახვილებ ყურადღებას - ის რაც შეიძლება ტელევიზორში არ გამოჩნდა...
მოკლედ,დავჯექით და ეს ჩემი ბაბუ (სხვათა შორის შესვენებაზე ერთად სურათიც გადავიღეთ!

)

ცოტა შეიშმუშნა,მერე აქეთ-იქით გაიხედ გამოიხედა,ჯიბიდან სიგარეტის შესახვევი ქაღალდი გააძრო და დაიყო რაღაცის გახვევა... ცოტა ხანში გაუკიდა კიდეც და ისეთი სუნი დადგა,კინაღამ დავიხრჩვი!

მე სიგარეტს უკვე 4 წელია აღარ ვეწევი და გულში გავიფიქრე აჰა,თუ ავნერვიულდი,მოწევა რაღათ მინდა,ისედაც გამგუდა მეთქი!
დაიწყო (ისე,რამოდენიმე ვიდეოც მაქვს გადაღებული და სიმართლე გითხრათ,ატვირთვა არ ვიცი. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და ინიციატივას გამოიჩენთ,სკუპე-თი გამოგიგზავნით და დაამატეთ

) თამაში და პირველივე შეტევა კინაღამ გოლად ვუქციეთ,მერე რონალდინიო უნდა გაეყვითლებინა (ამ მომენტმა მაგარი აღშფოთება გამოიწვია ტრიბუნებზე) ცოტა ხანში ბექჰემი გააყვითლეს,იქ სნეიდერმა სასწაული ვერ გაიტანა და ადუღდა სტადიონი - ყველა მიხვდა,რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა,მილანი ამხელა წნეხს ვერ გაუძლებდა და დაიშლებოდა!
არ გასულა 2 წუთიც და უკე აფეთქდა სტადიონი - აბატემ მიჰქარა და სან სიროს "ლუბიმჩიკმა" შეაგდო!

მილიტოზე ტყუილად არ მითქვამს,რომ "ლუბიმჩიკია" - ძალიან მალე შეიყვარეს ინტერისტებმა,საკუთარი სიმღერაც კი მიუძღვნეს,რომში და მილანში ყველაზე მეტი მილიტოს მაისური ვნახე... ამ თამაშში კი მილიტოს (ძანეტისთან და სეზართან ერთად) უმაღლესი შეფასება დაუწერა იტალიურმა პრესამ - საოცარი მატჩი ჩაატარა,ყველგან იყო,3-ჯერ თუ 4-ჯერ სტანდარტებზე ბურთი გამოიტანა საკუთარი საჯარიმოდან,წინ ყველა ბურთზე იბრძოლა,ფავალის დედა მოუტYნა და გასვლისას მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა!!!
გოლის დროს უნდა გენახათ რა ხდებოდა ტრიბუნებზე - ხალხი ერთმანეთს ახტებოდა,ვინ ვის კოცნიდა,მე ორი კაცი მეცა აქეთ-იქიდან და ცამიხუტეს,მე ჩემს ბაბუს ისე ვაჯანჯრარებდი,კინარამ წელში გადავტეხე!
ამის მერე ინტერი ცოტა უკან "ჩაჯდა" და თავის მეორე შანსს დაელოდა - მილანი ბურთის გაკონტროლებას ცდილობდა,მაგრამ პატარა უზუსტობა და ერთი მეორეზე მწარე კონტრშეტევებს იღებდნენ აქეთ მხარეს! თითქმის ყველა შეტევას სნეიდერი იწყებდა,ღრმად ჩადიოდა და საკუთარ საჯარიმოსთან ეძებდა ბურთს... მოკლედ,მეორე გოლი უკვე დროის ამბავი იყო,მაგრამ აქ ჩაერთო როკის მსახვრალი სასტვენი
This post has been edited by Amadeo on 16 Feb 2010, 16:02