კარგი სხვა რამე მაინც გეთქვა

ა100% პენალტი იყო

სამუელის გოლიც 100% იყო, ყველა კუთხურიდან გოლი მაგდაგვარ ორთაბრძლოაში გადის და მაშინ კუთხურებით გატანილი გოლების 90% მაინც არ უნდა ჩაითვალოს

პენალტი აი 100000% იყო

ისედაც შევჭამეთ ეგ თამაში

ძალიან სუსტი არგუმენტია

ჩემი პოსტები არ წაგიკითხავს ეტყობა ყოველთვის სამართლიანად ვუდგები საქმეს

არგუმენტი გადახედე ჩემ პოსტებს და იქ უფრო იპოვი, მაგრამ ეს შეცდომებს უფრო გავს მსაჯებისას ვიდრე მიმხრობას მაგალითისთვის კიევოსთან ბოლო მატჩს გეტყვი რაც საზიზგრად ვითამაშეთ საერთოდ, როგორც ბოლო სამი თამაში მილანამდე, მარკვენა ლაინსმენა მინიმუმ ოთხჯერ აუწია ალამი კიევოს თავდამსხმელებს, როდესაც ისინი ერთი ერთზე გადიოდნენ წესების აბსოლიტური დაცვით, მაგრამ მეორე ტაიმში იგივე მსაჯმა ორჯერ აუწია ინტერს ზუსტად იგივე სიტუაციაში. ეხლა ამ პენალზე უეჭველი პენალი მეტი რა გინდა? ტიპმა მოტეხა და იმან ფეხებში წაარტყა ეხლა ესეც დაეცა და დადო რა, უმეტესი პენლები მსგავს სიტუაციაში იდება, თუ ვინმეს გონია, რომ ყველა ფეხის მირტყმაზე ფეხბურთელი კარგავს წონასწორობას ცდება, უბრალოდ უნდა დაეცე წარტყმულზე მაშინ როცა საჭიროა ამაშია ოსტატობა

ფეხის წარტყმა კი ფოლია ყველა შემთხვევაში. ისე მანდ, მილიტო ისედაც გაიტანდა

ინტერისთვისაც აქვთ დადებული პენლები, ისე როგორც ყველა გუნდისთვის არასამართლიანი, მაგრამ არასდროს ეს არ გავდა მსაჯის მიმხრობას, უფრო შეცდომას ... გალიანის გინება კიდე გულიდან დამსახურებულად ამომდის, სხვათაშორის , როგორც მორატისი და რა ვქნა ?

ფაქტებს რაც შეეხება მგონი ამ ბოლო დერბის მერე რაღა ფაქტი დავდო? ტიპმა ის ფეხბურთელი გააგდო, რომელიც ერთერთი საკვანძოა მე ვთვლი თითქმის არაფრის გულისთვის, ნუ ყვითრლის მიცემა შეეძლო, ეგეც ზედმეტი იყო. ასჯერ უფრო შეურაცხმყოფელ სიტუაციაში მილანის ფეხბურთელს ლოყებზე მოეფერა (შეიძლება იქ მადლობაც გადაუხადა) და მეორე ტაიმს სადაც პაუზა თითქმის არ ყოფილა , კიდე ერთი ტაიმი დაამატა ლამის. მეტი რაღა ვთქვა.? მაგრამ მე მაინც ლუსიოს მიუბრუნდები, ეგ, რომ არა უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით, ასე რომ მე მაინც ჩემებს ვაბრალებ მაგ წითელს. საერთოდ ყველაზე სუსტი წერტილი დღეს ინტერში ლუსიოა, თუ გადავხედავთ ყველა გოლი, სახიფათო სიტუაცია, თუ გუნდის დეზორიენტაცია მაგის მხრიდან ხდება. ისევ და ისევ გავიხსენებ წინა ტურში პენალს ბარისთან, რომელიც ისე აიკიდა, რომ საერთოდ წამიხდა მაგაზე შთაბეჭდილება. იტალიელებზეც მინდა დავწერო, ერთადერთი იტალიელი ეხლა ვისაც ვისურვებდი გუნდში და მისთვის არ დამენანებოდა არანაირი თანხის გადახდა ეს დე როსია, არა მაპატიეთ მივამატებ ერთს კიდე კიელინი, დანარჩენი კიდე იტალიაში ყველაზე პერსპექტიული ორი ფეხბურთელი ჩვენთან თამაშობს, ბალოტელი და სანტონი. ასევე იტალიის ნაკრების ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილი ფეხბურთელები მარკო მატერაცი და ტოლდოც ინტერშია ტოლდოც , . რად გვინდა ფეხბბურთელი, რომელიც არ გამოგვადგება, კასანოც მინდა ძალიან, მაგრამ რად გინდა გამოვა მოედანზე ითამაშებს, ხოლო გუნდში საერთო სიტუაციას აფუჭებს, რაც ზოგადად გუნდს არასტაბილურს და დეზორგანიზებუსლ გახდის თან ინტერში მსგავსი პრობლემები სულ იყო.
This post has been edited by Leoner on 28 Jan 2010, 01:18