უკვე გულისამრევი და ამაზრზენია ეს ყველაფერი. არ უშველა სერია A-ს იტალიას კალჩო-სკანდალმა.
ინტერის საწინააღმდეგო ქმედებებმა სისტემატიური ხასიათ მიიღო კალჩოში.
რით დაიმსახურა ინტერმა იტალიელი მსაჯებისაგან ესოდენ დიდი რისხვა,ხოლო სხვა იტალიურმა გრანდებმა მსაჯებისგან ლოიალური და ''მეგობრული''დამოკიდებულება?
მიზეზი მარტივია, იტალიაში ინტერი უფრო მეტს სძულს ვიდრე უყვარს.
რატომ?
არც ამ კითხვაზე პასუხი არაა ძნელი ამოსაცნობი:
1.ინტერი მეოთხე წელია სათავეში უდგას სერია-ა-ს,რაც იმას ნიშნავს,რომ მისი მოსისხლე მტრები იუვენტუსი და მილანი წარმატებას ვერ აღწევენ.(მოგეხსენებათ ერთად აღებული იუვეს და მილანის ფანობა + დანარჩენი გუდებისა ბევრად აღემატება ინტერისტებს და ამ ბევრიდან თითქმის არავის არ უყვარს ნერაძური)
2.ინტერის მთავარი კონკურენტები ძირითადად იტალიელებით არიან დაკომპლექტებულნი,რომლებმაც სკუადრა აძურაშიში თამაშით შეაყვარეს იტალიელებს თავი,თუმც თავითავიანთი საუკეთესო წლები უკვე მოჭამეს ან საშუალო დონის ფეხბურთელებით,რომლებიც სანაკრებო დონიდანაც მეტნაკლებად შორს არიან (ჩემდა სამწუხაროდ დღეს იტალიურ ფეხბურთს არ ყავს კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავები სანტონის და ბალოტელის გარდა-ორივე ინტერისაა)
ინტერს კი სხვა კურსი აქვს და უცხოელებზე აკეთებს აქცენტს,არ შემორჩათ არც ვიერი და არც ტოლდო,ისე როგორც ეს უბერებელმა დელპიერომ და კანავარომ გააკეთეს.ან კიდე ძალიანაც რო უნდოდეს იტალიელებით გავსება ვინ შეიძლება აიყვანოს?ბონერა,ამბროზინი თუ ლუკარელი? ან კიდე პოზიციურად რომელ ინტერელს შეიძლება ჩაანაცვლო მისი პოზიციის იტალიური პროდუქტი? 3. არ უყვართ ინტერის მწრთვნელი,რომელმაც სკანდალური გამოსვლებით და კოლეგების კრიტიკით გაითქვა სახელი.
მისი სიტყვები ბევრჯერ სრული სამარათლიანობაა,ხოლო შიშველი სიმართლე და მისი მთქმელი არავის არსად არ უყვარს.
შედეგიც სახეზეა:
ალბათ 2009-10 სეზონში დიდი იმედი ჰქონდათ იმისა,რომ ინტერი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვეღარ შეეჭიდებოდა,,მაგრამ ეს ასე არ მოხდა.ინტერი ისევ საუკეთესოა,ითმინეს სეზონის შუამდე და როცა ფიალა აევსოთ ინტერს სასტიკი რისხვა დაატყდა თავს:
1.ყველაფერი ბარი-ინტერის თამაშით დაიწყო,როცა მსაჯმა სეზარის კარის მიმართულებით ორი პენალტი დანიშნა
2. ამას მოჰყვა მადონინა,რომლის დროსაც მსაჯმა ინტერი ფაქტიურად წასაგებად გაწირა და პირველ ტაიმშივე არასათემაშო ეპიზოდში ირონიული ტასისთვის სნეიდერი მოედნიდან გააგდო,მატჩის 90 წუთზე ლუსიოც მიაყოლა იმის გამო,რომ 2 მეტრიდან უძლიერესად დარტყმულ ბურთზე ხელის დამალვა ვერ მოასწრო და პენალტიც დანიშნა, თამაშს კი 5 წუთი დაამატა(ამით უკვე მეორედ გაწირა გუნდი წასაგებად)
3. ამას მოჰყვა მატჩი პარმასთან,როცა პარმას მოთამაშეს საკუთარ საჯარიმოში სამჯერ მოხვდა ბურთი გაშლილ ხელზე და მსაჯმა სამივე შემთხვევაში ვერაფერი დაინახა.(სწორედ ანალოგიურ ეპიზოდებში დაისაჯა ინტერი ბარისთან) ლინკი-http://www.youtube.com/watch?v=Uz7ukRuoU8I
4. შემდეგი მატჩი ნეაპოლში,მიუხედავად იმისა,რომ ნაპოლი გარკვეულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა,ერთ მომენტში ნაპოლის მოთამაშემაც შეაჩერა ხელით ბურთი საჯარიმოში და აქაც ბრმა იყო არბიტრი.(შეგახსენებთ ორი პენალტი ბარისთან ინტერის კარში)
5.ბოლო (ჯერჯერობით ბოლო) შემთხვევა კი სამპდორიასთან მატჩზე დაფიქსირდა,როცა მსაჯმა ტაიმნახევარი ინტერი 9 კაცით ათამაშა:გააძევა მოედნიდან სამუელი და კორდობა(ეს უკანასკნელი სრულიად უსამართლოდ.
საერთი ჯამში მსაჯების წყალობით ინტერმა ქულათა საკმაო რაოდენობა დაკარგა (რამდენი თვითონ შეგუძლიათ დაითვალოთ ვისაც დაგაინტერესებთ)
ამით ისარგებლეს მისმა მეტოქეებმა და ნელნელა ინტერს მიუახლოვდნენ.
თან მსაჯებიც არ აკლებენ ხელს,არ დავწვრილმანდები და მხოლოდ ორ მომენტს შეგახსენებთ.
1. დელპიეროს ვითომ წაგცევისატვის მოგონილი პენალტი მტჩში იუვენტუსი 3-2 ჯენოა.
2. ბორიელოზე არდადებული პენალტი მატჩში ბარი 0-2 მილანი.
ამ ორი და კიდევ სხვა მრავალი მაგალითის გათვალისწინებით დაინტერესებულს შეუძლია ასეთი გზით მოპოვებული ქულებიც დაუთვალოს ამ გუნდებს.
ბოლოს რა გამოდის? ან სერიოზული ზომები უნდა გატარდეს ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ,ასე უნდა გაგრძელდეს და ინტერმაც ვაჟკაცური ბრძოლა გააგრძელოს,სანამ მართლა 6 ფეხბურთლით არ დატოვებენ მოედანზე.
(ეს ყველაფერი ყველასთვის დღესავით ცხადია და ნაცნობი,ახალი და ჩემი მოგონილი აქ არაფერი არ დამიწერია,უბრალოდ ერთად შევკრიბე.)
This post has been edited by arqiteqtor on 22 Feb 2010, 14:36