გილოცავთ ინტერისტებო დიდი გამარჯვებების კვირას. მე გერმანიაში ვიყავი, ერთ-ერთ პატარა დასახლებაში ჩრდილოეთით, სადაც თითქმის ყველაფერი 6 საათზე იკეტება და დიდი ხეტიალის შედეგად ბოლო-ბოლო მივაგენი ადგილს სადაც დერბის ყურება შეიძლებოდა - ირლანდიურ პაბს და უზომო რაოდენობით გინესის თანხლებით ვუყურე მილანის აბუჩად აგდებას და მიფარჩაკებას. სხვათაშორის, პაბში უდიდესი უმრავლესობა ინტერს გულშემატკივრობდა. შეიძლება ნეიტრალურებიც იყვნენ, მაგრამ მსაჯის უნამუსობის შედეგ ინტერზე გადაერთვნენ. მოკლედ, ჩვენი ძმები ირლანდიელები და გერმანელები ჩვენთან არიან ჭეშმარიტების სადარაჯოზე

მერე გვერდზე პიცერიიდან იტალიელი მზარეული შემოვიდა, ინტერის ფანი და ანგარიში რომ ნახა ხტუნვა-ხტუნვით გავარდა უკან, თან რაღაცას იძახდა და სულ ცოტა ხანში მეორე იტალიელთან ერთად შემოვიდა, რომელიც თურმე მილანის ფანი ყოფილა. არ ვიცი რა ჰქვია იმას, რაც ამ ჩემმა უკვე დაძმობილებულმა ინტერისტამ იმ მილანისტს უკეთა. ყველანაირი უზრდელური ჟესტი რაც კაცობრიობას გამოუგონია ხო აჩვენა, იხტუნავა, იყვირა, ეჯღანა. მილანისტს ფერი აღარ ჰქონდა და ცოტა ხანში დაგვტოვა. ის მაგარი კაცი ჩვენთან დაჯდა და უყურებდა, სანამ ვიღაც მესამე იტალიელი არ შემოვიდა, ჩემი ვარაუდით მაგათი უფროსი და სულ პანჩურით არ გააგდო, წამო იმუშავეო

გასვლისას სულ ფორცა ინტერ იძახა და ხტუნვა-ხტუნვით გავიდა.

ძაან მაგარი იყო.
მერე იყო ჯუვე, თუმცა ეს უკვე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ჯერ ერთი თასია, მეორეც ეხლა ჯუვე ლივორნოს დონეა სადღაც. ვუსურვებ წარმატებას ევროპის ლიგაზე. წელსაც და გაისადაც.
თამაშებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. გადავიკიტხე ყველა გვერდი და ყველაფერი გაქვთ ნთქვამი. უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ კარგია, რომ ასეთი მსაჯობის ფონზე ვუდებთ. უბრალოდ ყველა კითხვას საბოლოოდ ეცემა პასუხი. დერბიში მაგალIთად რაც მსაჯმა ქნა...ერთი მილანის ფორმა არ ჩაუცვია. მსაჯების მიერ ინტერის ქაჩვა თავიდანვე ღადაობა იყო, მაგრამ ეხლა მგონი ყველაფერს გაეცა პასუხი.
თუმცა მთავარი წინ არის, ჩელსი. უმაგრესი ოპონენტი გვყავს და უნდა მოვემზადოთ. კარგია რომ ინტერს ამ გამარჯვებებით საკუთარი თავის რწმენა გაეზარდა. ეს ძალიან მნიშვენლოვანია.
მოკლედ, გუნდმა იქამდე კიდევ უნდა განაგრძოს პროგრესირება და ფორმის პიკზე უნდა შევხვდეთ ჩელსის. ბოლო პერიოდში ინტერში ყველაზე მეტად სამ ტრანსფერს ვლობირებდი - მაუ, სნეიედრი და პანდევი. სამივე სუპერია. მიდით ბიჭებო მ
გაბრაზებულ ხალხს კი ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ემესმის მათი

მილანისტებს მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ ისტორიაზე რომ ლაპარაკობემ, კარგად ნახონ ბნელ 90-იანებამდე ვის რამდენი სკუდეტო ჰქონდა. თუმცა ნუ ნახავენ, პრინციპში

ფორცა ინტერ!!!!!!!!
This post has been edited by Interista on 1 Feb 2010, 17:15
The trouble with the rat race is that even if you win, you're still a rat.