ყველას გილოცავთ

ეს ერთი და სხვა მრავალი.
მაგრამ მაინც მინდა იუვეს ნაკლებზე და მის ფეხბურთელებზე ვთქვა ჩემი აზრი.
მივყვეთ შემადგენლობას.
1. ბუფონი - ალბათ ჯერ კიდევ ყველაზე უძლიერესი რგოლი იუვეში, მაგრამ სირების ხელში, ესეც ხანდახან სირდება

2. ძებინა - ეს კაცი საერთოდ არ უნდა იყოს იუვეს ძირითადში კი არა, საერთოდ ამ გუნდში არ უნდა თამაშობდეს.
3. ლეგროტალიე - ადრე როცა გადავიდა გამიხარდა, რომ ეს დებილი მოვიშორეთ, მაგრამ მერე ისევ დაბრუნდა და ჩემთვის გაუგებარია რატომ დააბრუნეს. ესეც იუვეს ამჟამინდელი ფეხბურთელების იმ არმიას ეკუთვნის რომლებიც არ არის იუვეს დონის, და მე პირადად როგორც იუვეს ფანს, მწყინს როცა ეგეთი სირები თამაშობენ იუვეში. მოკლედ ეს კაცი არის სირი.....
4. კიელინი - მაგარი კაცი, კაცი რომელიც დღითი დღე იზრდება და პლანეტის საუკეთესო მცველად ყალიბდება, თუმცა სამუშაო აქვს იმაზე, რომ მომენტებში კონცენტრაციას კარგავს.
5. დე ჩელიე - კაი ბიჭია, მარა მაინც რაღაც მარილი აკლია, მე მგონი ცოტა უფრო მეტი პრაქტიკა უნდა, მომენტებში რაღაც ნეუვერენის შთაბეჭდილებას ტოვებს, და ხანდახან თამაშის დროს ავიწყდება რომ დიდი იუვეს ფეხბურთელია და არა ანკონასი.
6. სისოკო - ეს კაცი მოაშორეთ რა.... კაროჩე მასტს მთელი თამაშის განმავლობაში მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს ნული. (და არა მარტო ამ თამაშში, ზოგადად.) ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თამაშისას თვითონ არ იცის რა უნდა, ნი ტო შტო სხვამ

კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სისოკო არ არის იუვეს ფეხბურთელი და ვერასოდეს ვერ გახდება.
7. მელო - დიდი ნერვიულობის შემდეგ მოდის აზრზე, და მე იმედი მაქვს რომ ის ათამაშდება.
თავის პოზიციაზე, იგრძნობა რომ მას აქვს კიდევ განვითარების პოტენციალი, და იმედი მაქვს რომ ის კიდევ უფრო მოუმატებს...
8. მარკოზიო - ამ კაცთან მიმართებაში ალბათ ყველაზე მაგარი გაორებული ვარ, მომენტებში არა ადეკვატურია, მაგრამ მომენტებში ისეთ რაღაცას იზამს რო გულს უხარია, მოკლედ მის პერსპექტივას იმას ვხედავ რომ აქვს შანსი იუვეში დამკვიდრების, მაგრამ ამიშტვის თავის თავზე უნდა იმუშაოს......
9. დიეგო - "ფანტაზისტა" მაგრამ ჯერ მაგის ფანტაზისტობა ვერ ვნახე...
თუმცა ვფიქრობ რომ ის მაგრაია და მას დრო ჭირდება რომ გუნდში თავისი ადგილი ნახოს, რა თქმა უნდა ამაში მწვრთნელიც უნდა დაეხმაროს, თანაც ძალიან მაგრად.
10. ალექსი - კაცი ლეგენდა, გუშინდელი თამაში და საერთოდ ბოლო თამაშების ყველაზე ნათელი წერტილი გუნში. და იცით ეს სულაც არ არის სასიხარულო... 35 წლის ალექსი რომ იქნება ყველაზე მაგარი იუვეში, მე მგონი იქ საგანგაშოდ უნდა იყოს საქმე....
11. ამაური - ერთერთმა ცნობილმა კაცმა თქვა, არ მახსოვს სადღაც წავიკითხე რომ ამაური იუვეს ინდიკატორიაო. და მართალიც არის...
მაგრამ მე ის არ მომწონს, რომ იუვეს ინდიკატორი ამაური არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ რომ იგი უფრო დიდი ფეხბურთელი ეგონათ ვიდრე არის, და შედეგიც სახეზე გვაქვს, ალბათ იუვეს საპასად გამოდგება, ოღონდ როცა ფორმაშია

ეხლა ზოგადად გუნდზე.... ძალიან კარგია რომ გუნდს შედეგები დაუბრუნდა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია, ეს ალბათ გარკვეულწილად გამოწვეულია ბევრი დაბალი კლასის ფეხბურთელების არსებობით და მეორე ალბათ რომ ფსიქოლოგიურად გუნდს კიდევ უნდა მუშაობა და თავდაჯერებულობის შეგრძნების ამაღლება, რაღაც მომენტებში გუნდი საერთოდ არ ფიქრობს შეტევაზე და რაღაც სირობებს აკეთებს, ეს ნიუვერენობის ბრალია და მეტი არაფერი.
და მწვრთნელი, ძაკერონი კარგი მაგრამ ის მხოლოდ ნორმალურია და მეტი არაფერი, რომელიც კარგად გაწვრთნის კიევოს, ბარის, და ა შ. მაგრამ იუვესთვის შესაფერისი დონე ძაკერონი არ არის.
ბოლოს კი
იუვედან დასახუილებელი კანდიდატების სიის ჩემეული ვერსია:
ძებინა, ლეგროტალიე, სისოკო, სალიჰამიჯიჩი, ამაური,
გრიგერა