Sneijderკარგი გუნდია. ამდენს თავიდან რა დაწერს ამიტომ ჩემივე პოსტს მოვაკოპირებ ბრაზილიის თემიდან

გუშინ ვუყურე ფლუმინენსე-ინტერის თამაშს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ფლუს სახით ძალიან საინტერესო გუნდი ყალიბდება. მაურსიო რამალო რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია ამაზე მისი ტიტულებიც მეტყველებს მაგრამ ამ გუნდის შექმნით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი. ფლუს აქვს ის რაც შემადგენლობის ხშირი ცვლის გამო აკლიათ ბრაზილიურ კლუბებს (რა თქმა უნდა ყველას არა) სტილი (საოცრად სწრაფი თამაში რომელიც იწყება მოედნის ცენრში არაორდინალური მოქმედებების შემდეგ), ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ყველა რგოლში თავისი ლიდერებით და რაც მთავარია ფეხბურთის ისეთი თამაშის უნარი რისი ყურებაც გულს ახარებს. მერე როგორ გარემოში თამაშობენ. გუშინ მარაკანაზე მინიმუმ 100 000 ტორსედორი იყო. რასაც ქვია ტორსედორი რომელიც ერთი წამით არ ჩერდება და არა ჰამბურგერისა თუ სემიჩკის საჭმელად მოსული მაყურებელი smile.gif
გუნდში ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელია. რამდენიმე მათგანი თავისუფლად შეიძლება ვნახოთ სელესაოში 2-3 წლის შემდეგ. ერთზე კი უნდა ვილოცოთ რომ არ ვნახოთ ბრაზილიაში 2014 წელს თორემ ეს ბრაზილიის ნაკრების ამოცანას კიდევ უფრო გაართულებს.
მეკარე-ფერნანდო ჰიკი. საოცრად მშვიდი მეკარეობიის მანერა აქვს. დაახლოებით ისეთი როგორც ტაფარელს ქონდა. საინტერესოა პენლებშო მაგარია თუ არა smile.gif
მარჯვენა მცველი-მარიანო. აი ამას მაგრათ არ გაუმართლა რომ მაიკონისა და ალვეშის დროს უწევს თამაში. პრინციპში დიდათ არ ჩამოუვარდება არც ერთს არც მეორეს. კიდევ 7-8 წელი ამ პოზიციაზე პრობლემები არ გვექნება. ყველაფერი აქვს სისწრაფე, კარგი დარტმა, დაცვაშიც ნორმალურად თამაშობს. მოკლედ მაიკონია ოღონდ ნავაროტკა აკლია გამოცდილების სახით smile.gif
მარცხენა მცველი-ჟულიო სეზარი. ფლანგები რო შეცვალონ შეიძლება მარიანოსგან ვერც გავარჩიოთ smile.gif თუ ესე გააგრძელა თავისუფლად გაუწევს კონკურენციას მარსელოს და ანდრეს სანტოსს.
საყდენი ნახევარმცველი დიგინიო. როგორც მუნდიალზე გამოჩნდა ყველაზე მეტად ამ პოზიციაზე გვიჭირს მაგრამ დიგინიოს სახით ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა ბრაზილეროში. ცოტა ნელია სამაგიეროდ გამოირჩევა ძალიან კარგი პოზიციური თამაშით და ბრწყინვალე მოედნის ხედვით+ართმევაზეც და ბრძოლაშიც საკმაოდ კარგად გამოიყურება.
შემტევი ნახევარმცველები დიოგო და ემერსონი. ორივე ძალიან კარგათ არის მომზადებული ფიზიკურად+ნორმალური ტექნიკა, დაყენებული დარტმები და მშვენიერი მოკლე პასი.
თავდასხმელები ფრედი და ვაშინგტონი. ნაკრებისთვის ორივე ბებერი იქნება 2014 წელს მაგრამ ძალიან მაღალი კლასის მძიმე ფორვარდები რომ არიან ფაქტია. ალბათ მორიგეობით მოუწევთ თამაში რაც თითოეულ თამაშში ორივეს მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის. აღსანიშნავია რომ რამალოს სქემაში ორივე იდეალურად ჯდება (არადა ვაშინგტონი სულ რამდენიმე კვირის გადმოსულია).
და ბოლოს დარიო კონკა. ღმერთმა დიდი შეცდომა დაუშვა რომ ეს კაცი ბრაზილიაში არ გააჩინა თუმცა შეცდომა ნაწილობრივ გამოსწორებულია biggrin.gif მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ მარადონაა ან ბრმაა ან ნაკრებში ხალხში მხოლოდ პარტიული ნიშნით შეყავდა. რიკელმეს მერე ეს არის ყველაზე საუკეთესო გამთამაშებელი (ანუ კლასიკური 10-იანი) რომელიც სამხრეთ ამერიკის მიწაზე დაბადებულა. მისი ბურთის ყოველი მიღება არის ზეიმის დასაწყისი. ტიპი უკან პასს არ აკეთებს. ან 2-3 კაცს ატყუებს ან აკეთებს ისეთ პასს რომელის გაკეთება მხოლოდ მესამე თვალის მქონე ადამიანს შეუძლია. შეუძლია ყველაფერი. ტექნიკა აქვს ფანტასტიკური. ართმევაზე იბრძვის ლომივით და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოდის. წარმოდგენაც კი მაშინებს რა სიძლიერის გუნდი შეიძლება დადგეს არგენტინა თუ ვინმე ჭკუათმყოფელი მოიფიქრებს გუნდი კონკა-ტევესი-მესიზე ააწყოს. თუმცა ჯერჯერობით ეს არ ხდება და ჩვენი დარიო მარაკანაზე ჩადის სასწაულებს. ძალიან დიდი არგენტინელი უნდა იყო მარაკანაზე 100 000 ბრაზილიელი შენ სახელს სკანდირებდეს.
არ ვიცი მოხდება თუ არა მომავალში კიდევ ესეთი რამე მაგრამ გუშინ რომ ხდებოდა ფაქტია.
არ დაგვავიწყდეს რომ გუნდს ალბათ მომავალი ტურიდან შეუერთდება დეკო რაც კიდევ უფრო მოუმატებს გუნდს კრეატივს შეტევაში. გუშინ იყო მისული მარაკანაზე და ტორსიდა დიდი ოვაციით შეხვდა და მოხდება ის რაც მხოლოდ ბრაზილიაში ხდება ხოლმე. გუნდი რომელიც სასწაულათ გადაურჩა სერია ბ-ში გავარდნას შარშან, წელს სულ სხვანაირ გუნდათ მოგვევლინა და დიდი შანსია ჩემპიონობა არავის არ დაუთმონ.
ხოლო შემდეგ თუ ფეხბურთელებმა ცდუნებას გაუძლეს და არ დაიშალნენ სხვადასხვა გუნდებში რიოში ფიესტა მარტო კარნავალის დროს კი არ იქნება მთელი წელი გაგრძელდება.
ეს ბოლო წინადადება ძალიან ხატოვანი გამომივიდა შეგიძლიათ დაიკიდოთ biggrin.gif
Sneijder This post has been edited by babaiaro on 19 Aug 2010, 14:11