ბრაზილერო (იგივე ბრაზილიის ერთიანი ჩემპიონატი) პირველად მხოლოდ 1971 წელს ჩატარდა.
მანამდე ყველა შტატს თავისი საკუთარი ჩემპიონატი ქონდა და როგორც ესეთი ქვეყანას ერთიანი ოფიციალური ჩემპიონი არ ყავდა ხოლმე.
თუ ვინ იყო ქვეყნის საუკეთესო გუნდი მარტივად არკვევდენ.
რიოს შტატის (კარიოკას) ჩემპიონი ხვდებოდა სან-პაულოს (პაულესტას) ჩემპიონს და ვინც მოიგებდა ის ხდებოდა ქვეყნის საუკეთესო გუნდი.
სხვა შტატების გუნდებს დიდი პრეტეზიები არ ქონდათ იმიტომ რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები თუნდაც წარმოშობით სხვა შტატიდან ყოფილიყვნენ ადრე თუ გვიან სწორედ ან რიოში ხვდებოდნენ და ან სან-პაულოში. იქაური კლუბები ფინანსურად ძლიერებიც იყვნენ შედარებით და სწორედ ამ ადგილებში იყო ფეხბურთი პოპულარული.
შესაბამისად კარიოკას ან პაულისტას მოგება ძალიან პრესტიჟული იყო. ამიტომ რო ატრაკებენ პელე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა და 1300 გოლიც იმიტომ გაიტანაიაო არ არის ეგ სწორი. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მაშინ ევროპაში სულ რამდენიმე ბრაზილიელი ლეგიონერი თამაშობდა პაულისტა იყო მაშინ ერთ-ერთი უძლიერესი ლიგა.
მერე ნელ ნელა სხვა შტატბიც წამოიქაჩნენ (ძლიერი გუნდები გაჩნდნენ მინერის შტატში კრუზერო და ატლეტიკო, პორტუ-ალეგრიში ინტერი და გრემიო) და გაჩნდა იმის აუცილებლება რო ერთიანი ჩემპიონატიც გამართულიყო.
თუმცა თავიდან ბრაზილერო ისეთი პრესტიჟული მაინც ვერ იყო და კლუბები რიოდან და სან-პაულოდან შედარებით იკიდებდნენ ხოლმე მაგ პირველობას და ისევ პრიორიტეტს შტატების ჩემპიონატებს აძლევდნენ. ამიტომაც პირველი ჩემპიონი ცოტა სენსაციურად გახდა ატლეტიკო მინეირო.
ნელ-ნელა მერე რა თქმა უნდა ბრაზილერო მოძლიერდა მაგრამ შტატის ჩემპიონატებს მიუხედავად ამისა თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავთ.
დღესაც დერბის მოგება კორინთიანსი-პალმეირასი ან ფლამენგო-ფლუმენინსე ადგილობრივ პირველობაში უფრო ფასობს ვიდრე სერია ა-ში.
ამიტომ ბრაზილიაში ისევე როგორც არგენტინაში (აპერტურა, კლაუსურა) ნებისმიერი კლუბი ერთი წლის განმავლობაში ორ ტურნირში იღებს მონაწილეობას.
შტატის ჩემპიონატში
და ერთიან ბრაზილიურ ჩემპიონატში (ბრაზილერო) ამას აქვს ოთხი ლიგა
სერია ა
სერია ბ
სერია ც
სერია დ
თუ კლუბი იმდენად სუსტია რომ სერია დეშიც არ ხვდება მარტო შტატის ჩემპიონატში თამაშობს.
შტატის ჩემპიონატებსაც თავისი ლიგები აქვთ და მათი რიცხვი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად განვითარებულია ამა თუ იმ შტატში ფეხბურთი.
სიმართლე რო ითქვას შტატის ჩემპიონატები ძალიან უშლის ხელს ბრაზილიურ კლუბებს ლიბერტადორესის თასზე რადგანაც ორივე ტურნირის ფლეოფები ერთმანეთს ემთხვევა და არცერთის დაკიდება არ გამოდის.
აბა ეხლა ფლამენგოს ფეხბურთელმა ან მწვრთნელმა ბოტაფოგოსთან ან ფლუსთან თავი დაზოგოს ან შესუსტებული შემადგენლობა ათანამაშოს მაგას არავინ არ აპატიებს, მაგრამ მე მგონი ბრაზილიაში კიდე დიდხანს გააგრძელებენ ამ სისტემით თამაშს.
ძალიან არიან მიჩვეულები და არამგონია როდესმე გადაეჩვიონ