გუშინ წააგო კორინთიანსმა სანტოსთან 2:1 მე მგონი პირველად იმის მერე რაც ეს თემაა გახსნილი.
სანტოსს არ ყავდა რობინიო რომელიც ნაკრებშია გამოძახებული სამაგიეროთ გაიბრწყინა ახალმა ვარსკვლავმა ნეიმარმა.
ისე დუნგა მაგ ბიჭს მუნდიალზე თუ წაიყვანს კარგი იქნება.
გრაფიტე და ედუარდო რო გადაადნო ერთად და ზედ ჟულიო ბაპტისტა დაუმატო სამივეს ერთად ჯობია
რონალდო რო ძალიან დიდი ფეხბურთელია კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
საგოლე მომენტი ფაქტიურად კიჭამ შექმნა არაფრისგან.
აი კიდე ერთი დიდი ფეხბურთელი რობერტო კარლოსს კი უკვე კლიმაქსი დაეწყო.
რაც გუნდში გადავიდა ორი მნიშვნელოვანი თამაში ითამაშა პალმეირასთან და სანტოსთან და ორივეგან გააგდეს.
აშკარაა რო თუნდაც პაულესტა (ბრაზილეროზე არაფერს ვამბობ) ერთი თავით მაღლა დგას თურქეთის ჩემპიონატზე, თუ უფრო მეტით არა და ბებერ კარლოსს რომელმაც ბოლო წლები საკმაოდ დაბალი დონის თურქეთის ჩემპიონატში გაატარა უკვე აღარ აქვს იმის თავი ამ დონეზე ითამაშოს.
თუ რონალდომ აშკარად გააძლიერა გუნდი კარლოსი უბრალოდ შესაშინებლათ ყავთ მანდ.
რაც თამაშები და მიმოხილვები მინახავს ბევრ შეცდომებს უშვებს დაცვაში შეტევაში ჩართვის დროს კი ძალიან სწორხაზოვნათ მოქმედებს.
იმედია მოუმატებს თორე მოუწევთ შემცვლელის მოძებნა.