მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოდ იმაზე თუ რა შეიძლება ჟოზეს ინტერმა გააკეთოს ლონდონში რომ 1/4ფინალში გავიდეს.
1. ნიჩია ითამაშოს
2. მოიგოს
3. წააგოს მაგრამ 1 გოლზე მეტი გაიტანოს
4. თამაში დაკეტოს და კონტრშეტევის იმედზე დარჩეს
5. ჩელსის შეცდომას დაელოდოს
5. თამაში გახსნას
თეორიულად ვერ ვხედავ ინეტრის გაძრომის სცენარს. რაღაც ფენომენალურად უნდა გაუმართლოთ რომ გავიდნენ.
ნუ ჩეხი და ეშლი რომ ყოფილიყვნენ ალბათ არც დავიღლიდი თავს ამ პოსტის წერით, მაგრამ რადგან რეზერვებით ვეთამაშებით მაინტერესებს რა შესაძლო ტაქტიკით შეიძლება გაგვხიოს ინტერმა ბრიჯზე?
დავიჯერო ინტერს 1 გოლს ვერ გავუტანთ? თუ ასე მოხდა ეს იქნება პირველი უგოლო თამაში ბრიჯზე დიდი ხნის განმავლობაში (თუ არ ვცდები???).
თუ გავუტანეთ მაშინ ინტერი იძულებულია თამაში გახსნას, რა ჩელსისთვის სამოთხე იქნება რადგან კონტრრშეტევაზე ღმერთები ვართ.
და მესამე ყველაზე უარესი ვარიანტია პირველი ინტერმა გაიტანოს სადღაც მერე ტაიმის 25 წუთზე და ბოლო 20 წუთი იტალიური ავტობუსი ჩააყენოს კარებში.
რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს?
პ.ს. არადა ინტერის გარდა ვისაც არ უნდა შევხვედროდით ასეთი ნეგატიური განწყობა არ მექნებოდა.
მორინიოს პანიკა მაქვს, საშიში პიროვნებაა
This post has been edited by SEXPISTOLS on 11 Mar 2010, 20:16