ნუღარ დამელოდები, გადავიფიქრე. ძალიან მეზარება იმის გამეორება რაც რამდენიმეჯერ ავხსენი უკვე დაწვრილებით.

ქვემოთ ცოტა სხვა ასპექტებზე შევჩერდები ამჯერად

, შეიძლება ამანაც დაგაინტერესოთ

SEXPISTOLS
მე მგონი რომ მართლა ძალიან სცდები თუ გგონია რომ კონკრეტული ფეხბურთელის ირგვლივ მოედანზე და მოედნის გარეთ განვითარებული მოვლენები ერთმანეთთან კავშირში არ არის და არ აისახება ფეხბურთელის ფსიქიკაზე და თამაშზე, მითუმეტესი ამისთანა მასშტაბის სკანდალი. მხოლოდ და მხოლოდ ამ კუთხით მაინტერესებს მოედნის გარეთ რა ხდება თორემ ტერის და პერონსელის ურთიერთობის ინტიმური დეტალები სულ არ მაინტერესებს. როგორ ფიქრობ, რა ზემოქმედებას ახდენს ეხლა ტერიზე ის ფაქტი რომ იცის მის ნებისმიერ საქციელს ჰაბლით აკვირდებიან და პატარა შეცომაც კი შეფასებული იქნება როგორც სასიკვდილო შეცდომა. როგორ ფიქრობ, როდესაც მთელი ინგლისის და მსოფლიოს ყურადღება იყო მიმართული იმაზე რომ ბრიჯი ტერის ხელს ჩამოართმევდა თუ არა, ფიქრობდა ტერი ტუნელში რომ გამოდიოდ თუ როგორ მოიქცეოდა ბრიჯი და ნერვიულობდა ამაზე თუ არა? ასეთ სიტუაციებში რომ არ აღმოჩნდნენ ამ დონის ვარსკვლავები, რომელთა თამაშზეც არის დამოკუდებული მულტიმილიონიანი ბიზნეს პროექტები და ქვეყნის ნაკრების ინტერესები იმიტომ არის მათზე ზეწოლა რომ დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი, რომ ამხელა ფულის პატრონებმა სისულელეები არ ჩაიდინონ. ამიტომ არის რომ ნათურა რომ აქვთ სახლში გამოსაცვლელი კლუბი უგზავნის სპეციალურ ჰენდიმენს რომ ნათურა გამოცვალოს, სხვა რამეებზე აღარ ვლაპარაკობ. ამის გაგრძელება შიეძლება ალბათ ორ გვერდს გავავსებ, მაგრამ იმედია მიხვდი რასაც ვგულისხმობ. მერე, გააჩნია კიდევ რას ჩაიდენს ფეხბურთელი. ეხლა ტერი რომ დამთვრალიყო და თუ გინდ ის მაგიდიდან იატაკზე დადგმულ ჭიქაში ჩაფსმის პრაქტიკა გაეგრძელებინა, ოფიციანტისთვის ტრაკზე მოერტყა, გამოსულიყო და თავისი ბენტლი მიელეწა ასეთი ამბავი კი არ ატყდებოდა, მაგრამ ჩაიდინა ისეთი რამე რაც ნებისმიერ საზოგადოებაში განკიცხვის საგანია. ძმაკაცის ცოლს და შეყვარებულს რომ ცუდად არ უნდა შეხედო არის ის ფასეულობა რომელიც ტაბუდადებულია ნებისმიერ საზოგადოებაში, თუ უროდები არ არიან მართლა. ეხლა აქ კლასიკოსების ნაწარმოებების განხილვას ხომ არ მოვაწყობთ, ან რა საჭიროა, მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ და თქვით თუ ასეთი რამე მისაღებია, და მე აქ სიტყვას აღარ დავწერ. ეხლა არ დაიწყო გერლფრენდი იყოო, თუ უკვე აღარ იყოო და ა.შ. ფაქტია რომ იყო გერლფრენდი და ბრიჯს შვილი ჰყავს მასთან, ასევე უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ ტერი ამ ქალს კერავდა როდესაც ჯერ კიდევ ბრიჯთან იყო, ამას მათი საერთო მეგობრები იხსენებენ და წერენ. ასევე ცნობილია შემთხვევა რომ ტერის ცოლმა სერიოზული ეჭვიანობის სცენა მოუწყო ტერის ამ გოგოსტან ცეკვის გამო, როდესაც მთვრალი ტერი ლამის ... ამ დროს ის გოგო ისევ ბრიჯთან იყო. ეს ფაქტებია ყველაფერი და ეხლა აქ თუ ბევრმა არ იცის ამის შესახებ შენ უნდა იცოდე რადგან ინგლისში ხარ და თემაც ასე თუ ისე შენს საყვარელ კლუბს ეხება. ეხლა თქვი ეთანხმები თუ არა იმ აზრს რომ არის არაკაცი და ჩაიდინა ნებისმიერ ქვეყანაში და საზოგადოებაში მიუღებელი საქციელი. თუ ეთანხმები აღარაფერია სალაპარაკო და თუ არ ეთანხმები, მაგასაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა ამ ისტორიის შეფასებისას რამეთუ იგივე ჩელსის 5 ფეხბურთელმა მაგალითად ჩელსი-სიტის თამაშის წინ ბრიჯს მხარდაჭერის სმს-ები გაუგზავნეს, ის რაც ბელამიმ თქვა მარტო ბელამის აზრი კი არ არის არამედ ყველა ფეხბურთელის, რაიტ-ფილიპსი რომ მაგის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს რაზე მიუთითებს, რომ შინაგანად ამტყუნებს არა და არ უნდა ურთიერთობა. რუნი რომ ეხვეწება ინგლისი ფანებს ტერის ობსტრუქცია არ მოუწყოთო ეგვიპტესთან თამაშზე, ალბათ იმას მიანიშნებს რომ ინგლისურმა საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა არა ეს საქციელი? თან როგორ ცდილობს ფანების დაკერვას

, ნუ ეს მარტო ტერიზე კი არა მთელ გუნზე მოქმედებსო. მოქმედებს თუ არა, ხო არსებობს ესეიგი აზრი რომ ამ ფაქტს შეიძლება ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს დანარჩენ ფეხბურთელებზე და ნაკრებზე მთლიანად? გუნდური თამაში ხო იცი რასაც ნიშნავს? თუ ფეხბურთელებს შორის არ არის "სინერჯი", "ბონდი", შეუძლებელია ამ ადამიანების ჯგუფმა წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ არის ფერგიდან დაწყებული ჟოზეთი დამთავრებული ყველა რომ "თიმ სპირიტს" ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავს წარმატების მისაღწევად. რო იცი რომ შენს გვერდით პადონოკი თამაშობს, რომელმაც ისეთი რამე ჩაიდინა, რაც შენთვის მიუღებელია და ბოდიშსაც არ იხდის და სპასობნია ესეიგი იგივე გაიმეორეს იმიტომ რომ დანაშაულს არ გრძნობს, როგორი განწყობით ითამაშებ? ნახე ტევესი როგორ გამოეკიდა? ცოტა ხანში პრემიერშიპის ფეხბურთელი წამოსცხებს თავში და ხმას ვერ გასცემს. იმიტომ რომ იზგოია, აი როგორც კრიმინალურ სამყაროში თავში ჩარტყმულები აი ეგეთ ვარიანტშია. ეხლა რა ხდება იმიტომ, რომ არ გამოვა და არ იტყვის რომ კარგით, მივქარე, ბოდიშს ვუხდი ბრიჯს მიუხედავად იმისა მაპატიებს თუ არა, და მოდი "ლეთს გეთ ოვერ ზის სთორი" ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიღაცეები ნაკრებშიც და კლუბშიც იძულებული არიან რომ მის გვერდში დაფიქსირდნენ მიუხედავად იმისა, რომ მის საქციელს არ ამართლებენ. დანარჩენებისთვის მისი ფაქტორი გამაღიზიანებელია და რა სინერჯიზეა ლაპარაკი. რას უნდა მიაღწიოს ამისთანა მორალით გინდა ჩელსიმ და გინდა ნაკრებმა? ჩელსი თქვენ იდარდეთ და მე ნაკრებზე ვდარდობ. ეხლა გამოსავალი რა არის ეგ კაპელომ იფიქროს იმიტომ რომ ტერის მო-მული მაგის ასაწმენდია. ისეთი სიტუაციაა რომ მისი ყოფნა ნაკრებში ნეგატიური ეფექტის მატარებელია, არადა შეუცვლელია. ჰოდა აი ამაზე კიდევ უფრო მეშლება ნერვები

კიდე გავაგრძელო, მემგონი გასაგებად ავხსენი და დამეთანხმები თუ არა შენი საქმეა, მაგრამ იმას მაინც ნუ მეტყვი რომ ტერის და ბრიჯის გერლფრენდის ამბავი მადარდებს და მოედანზე რა ხდება ის არა
* * *
გაგრძელება ...

ან ის რა დადე ინგლისის თემაში

რომელი ფორუმიდან ამოაკოპირე?

შენ ხომ არ დაწერე? შენ გულწრფელად გჯერა რომ ტერის იმის ტრაკი აქვს რომ კაპელოს უთხრას სამკლაური ერთ ადგილას გაიკეთეო? ხო მოღუნეს ეგრევე ტერი მთელმა ინგლისმა მაშინ? მოეშვი ეგეთ ილეთებს ...

ფოქს სოკერ ჩენელზე გადის ყოველკვირეული ანალიტიკური საფეხბურთო შოუ "ფოქს ფუტბოლ ფონ ინ" ჰქვია (http://www.videosurf.com/fox-football-fone-in-204358 აქ იდება ხოლმე მაგათი ვიდეოები), რომელიც მიჰყავთ ორ პიროვნებას, არის ასეთი საფეხბურთო ანალიტიკოსი და ბლოგერი ნიკ ვებსტერი, წარმოშობით ინგლისელი, მემგონი ლივერპულელია იმიტომ, რომ ლივერის ფანია, რომელიც კარგად იცნობს ინგლისური ფეხბურთის შიდა სამზარეულოს და კარგი კონექშენებიც აქვს FA-ს და პრემიერლიგაში და მეორე პიროვნება არის ერიკ ვინალდა, ყოფილი ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი (რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს, მისი აშშ-ს ნაკრებში თამაშის დროს, 1994 წლის აშშ-ს მსოფლიოს წინ გაირკვა რომ მეორე ნაკრების წევრი, ჯონ ჰარკსი ცოლს უხეხავდა. ნაკრებმა მოახერხა იმდენი რომ ეს ფაქტი მსოფლიომდე მედიას ხელში არ მოხვედრილიყო, მერე კი გამოაშკარავდა. მაშინდელმა მწვრთნელმა, ბორა მილუტინოვიჩმა ის მეორე ფეხბურთელი ეგრევე მოისროლა ნაკრებიდან. გამომდინარე იქიდან რომ ჰარკსი საკმაოდ მნიშვნელოვან წევრად ითვლებოდა ნაკრების, ერიკ ვინალდა მივიდა მილუტინოვიჩთან და უთხრა რომ მე მინდა რომ ჰარკსი დარჩეს ნაკრებში და მსოფლიოზე ითამაშოსო, ვინაიდან ის გუნდს სჭირდებაო, რაზედაც ბორა მილუტინოვიჩმა უპასუხა: მე არ მაინტერესებს შენ და ჰარკს რა ურთიერთობა გექნებათ ერთმანეთში ამ ფაქტის შემდეგ, მაგრამ მე გუნდში იმ ადამიანს არ გავაჩერებ ვინც თავისი ყოფნით ყველას დისკომფორტს შეუქმნის, რამეთუ მან კაცებისთვის ყველაზე ინტიმური - მეგობრობა შეურაცჰყოო. მილუტინოვიჩი საკმაოდ დიდი მწვრთნელი იყო მეოცე საუკუნეში). გადაცემის ფორმატი ისეთია რომ ფანები რეკავენ, თავის აზრებს ამბობენ, კითხვებს სვავენ და ესენი განიხილავენ მათთან ერთად. რა თქმა უნდა აქტუალური საკითხების ირგვლივ ტრიალებენ და ეს ამბავიც ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი იყო. ეხლა დეტალებს და მოსაზრებებს აქ არ მოვყვები, ერთს ვიტყვი, რომ მოწვეული ჰყავდათ ჩელსი ტვ-ის წამყვანი ჟურნალისტი (უცნაური სახელი და გვარი ჰქონდა და ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ თუ პრინციპული მნიშვნელობა ექნება ვიპოვი

), რომელიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ ამართლებდა ტერის საქციელს, არც კი ეცადა და პირიქით აღნიშნა, რომ ყველა სხვა პრობლემებთან ერთად, ტერის ამბავი არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ჩელსის ბოლო თამაშებში ჩავარდნის. მოკლედ, ამას აღარ გავაგრძელებ და საუბარში ნიკ ვებსტერმა აღნიშნა, რომ ინგლისში საფეხბურთო კულუარებში ცნობილია რომ ნიუს ოფ ზი ვორლდს აქვს ზღვა მაკომპრომეტირებელი მასალა, როგორც ტერიზე ასევე ჩელსის სხვა ფეხბურთელებზე, რასაც მოწვეული ჩელსელი ჯურნალისტიც დაეთანხმა და დაამატა რომ ისინი გააგრძელებენ წვეთ-წვეთად ამ მასალების გამომზეურებას, რასაც ვინალდამ ნახევრად ხუმრობით, ირონიით დაამატა სანამ ტერისგან სწორ, მათთვის სასურველ "რესპონს" არ მიიღებენო. მე კი ჩემი ინგლისელი მეგობრების ნათქვამს დავამატებ, რომ ჟურნალისტებს ეზიზღებათ ტერი და ჩელსის რამდენიმე სხვა ფეხბურთელი (ნუ არა მარტო ჩელსის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩელსელებზეა აქცენტი), რამეთუ მათ ნაციის სირცხვილად თვლიან, რომელთაც დამსახურების არა შესაბამისად აქვთ თავში ავარდნილი და საკუთარი თავი ლამის დედოფალზე უფრო დიდ პერსონებად მიაჩნიათო. მოკლედ, გეშინოდეთ კვირა დღის დადგომის ჩელსელებო

ამ თემაზე ასოს დამწერი აღარა ვარ, მე მაპატიეთ თუ ვინმეს კითხვა დაგრჩებათ უპასუხო.