
"თუ ბაიერნი ფიორენტინას გასცდება, მაშინ ფინალში გავა", იძახის ბაიერნის ბრაზილიელი ექს-ფორვარდი ჯოვანი ელბერი.
ელბერ, როგორც სჩანს, ბაიერნი კარგ ფორმაშია. თქვენი აზრით, რისი მიღწევა შეუძლია გუნდს წელს?ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია! ასეთი თამაშით, ფინალში გასვლაც კი შეუძლიათ! რა თქმა უნდა ფიორენტინას არ დაფასება არ შეიძლება, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ბიჭები თავს საუკეთესოდ წარმოაჩინენ. მართლია, პირველი 6 თვე საშინელი იყო, მაგრამ ეხლა, ჩვენ თამაშისგან სიამოვნების მიღება შეგვიძლია.
დღევანდელი გუნდი 2001 წლის გუნდს ჯობნის?წლის ბოლოს ჩემპიონატს და ლიგას მოიგებენ, მაშინ კი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის თქმა სამართლიანი არ იქნება.
ლევერკუზენი ფაქტიურად ჩემპიონია?წლის უმეტესი ნაწილის მანძილზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ამგრამ ვფიქრობ, რომ მალე ჩავარდნა დაეწყებათ. ყველა კლუბი შედის ამ ფაზაში. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ბაიერს კი ყველაფერი წინ აქვს.
რიბერი რჩება?ვიმედოვნებ, რომ ბაიერნში დიდი ხნით გაჩერდება. საწყენი იქნება ბაიერნისთვის და მთლიანი გერმანიისთვის, თუ მასეთი კალიბრის ფეხუბრთელი წავა. დარწმუნებული ვარ, ბაიერნი ყველა ძალ-ღონეს მოიხმარს, რათა დატოვოს ფრანგი გუნდში. და მეც აგრეთვე გეტყვით, რომ მისი დარჩენის შანსს საკმაოდ მაღლა ვაფასებ.
რამ შეიძლება განაპირობოს მისი დარჩენა?ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული. თუ გუნდი იგებს - რიბერი ბედნიერია, თუ არა - მაშინ უკმაყოფილოა. უბრალოდ კარგი გუნდით მიღწევების გარეშე მას ვერ დატოვებ.
და თუ წავა, ბაიერნს რიბერი/რობენის კალიბრის ფეხბურთელი დასჭირდება?კი. თუ წავა, მაშინ ახალი სუპერვარკვლავის შეძენა იქნება საჭირო. ჩემთვის რიბერის ნაირი ფეხბურთელი, რომელიც სკამზე ჯდომით კმაყოფილი არ არის და ამ უკმაყოფილებას არ მალავს, უფრო ახლოსაა, ვიდრე ის, ვინც სკამზე ზის და ხმას არ იღებს. ნერლინგერმა სწორედ სთქვა, რომ მთავარია მიღწევები ჩემპიონთა ლიგაზე.
დიეგო ადეკვატური ცვლილება იქნებოდა?კი, დიეგო კარგად იცის ბუნდესლიგა.
თქვენი რჩეული ბრენო, ნიურნბერგშია განათხოვრებული. რას იტყვით?ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, როცა ახალგაზრდა ფეხუბრთელს არენდით უშვებენ. მითუმეტეს ბრაზილიელს, მას დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ ბრენოს დრო ადრე თუ გვიან დადგება.
http://www.tz-online.de/sport/fc-bayern/fc...ale-631615.html This post has been edited by Jaguar paw on 15 Feb 2010, 20:48