აი ამიტომ მიყვარს სერია ა განსაკუთრებით რა, უუუუუმაგრესი ტური იყო, მკვლელი ტური
პიზდეცი, ძუძუები.... რავი
:ორგაზმ:
ნაპოლი შინ წაიქცა ფიორესთან, სან პაოლოზე მოგება როგორი ძნელიც არის ვიცით, თან ნაპოლი ახლა იბრძვის რაღაცეებისთვის, მაგრამ ფიორე... ისევ სერია ა-ზე გადმოიტანა ყურადღება და... ჯილას დუბლი :heart:
გასტალდელომ 87-ეზე დააწინაურა სამპდორია, რომელიც ასევე ლიგის კანდიდატია და ბოლო წამებზე ბოლონიამ შეძლო გათანაბრება!
15-დან მე-60 წუთამდე სიგიჟე ხდებოდა გენუაში
დაწინაურდა კალიარი, 39-ეზე უკვე ჯენოა იყო წინ. 2 წუთში ანგარიში გათანაბრდა, კიდევ 2 წუთში ჯენოა ისევ წინ გაიჭრა და შევსენებამდე წამებით ადრე, მეოთხეც მიაყოლა და პრინციპში აქ გადაწყდა ყველაფერი, მაგრამ კალიარიმ მაინც იბრძოლა და სხვობაც შეამცირა, მაგრამ მალევე გრიფონიმ ისევ აღადგინა ორბურთიანი სხვაობა, მეტი ვეღარ შეძლეს ფეხბურთელებმა - 5:3
ლაციო შინ დამარცხდა ბარისთან და ედი რეხა კი იძახის ცოტა მაცალეთ, ესე ერთი ათი თამაში

და მერე ნახავთ ჩემს ლაციოსო, მაგრამ კაი ბიჭები უკვე ეტყვიან ეგრე არ არის ედიო...
გენიალურმა კრისტიანო ლუკარელიმ, უბერებელმა ღაირბების მეფემ, კომუნისტების კუმირმა და მაგარმა კაცმა ჰეთ-თრიქი დაუდო მაინც ლუზერ რომას და ოდენ ქულა გაატანა არმანდო პიკიდან. 3:3 მორჩა და მათ შორის, რომამ პენალტი ვერ გამოიყენა, პიზარომ იყოჩაღა. რითაც ლიდერებთან მიჩოჩების შანსი ისევ გაუშვეს გლადიატორებმა ხელიდან
არანაკლებ ქარიზმატული თამაში იყო ენიო ტარდინიზე, 72-ეზე ყველასთავის კარგად ცნობილმა ვალერი ბოჟინოვმა მასპინძლები წინ გაიყვანა რამდენიმე წუთში კი სტუმართა სული და გული კრისტიანო დონი მინდვრიდან გააძევეს, რამაც ცხადი გახადა, ბერგამოელები ვეღარაფერს გახდებოდნენ.
ფრიულიზე სტუმრობა ძნელია... ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა პალერმომ დღეს იქ კისერი წაითეხა, უდინელებმაც გამოაჩინეს კლანჭები. ფლორო ფლორესის დუბლიც გამოსარჩევია, საბოლოოდ უდინეზემ 3:2 იმარჯვა. აქაც გემრიელი მატჩი იყო.
დაბოლოს, იუვენტუსმა მოახერხა და პირველ 10 წუთში გატანილი სამი გოლის მიუხედავად, სიენას, რომელსაც ფაქტობრივად ყოველთვის ძალიან დამაჯერებლად უგებს, ქულა გაატანა... 3:3. ასეთი რამ მახსოვს ასევე ტურინულ დერბიში, როცა იუვე პირველი ტაიმის მერე 3:0-ს უგებდა ტორინოს და მეორე ტაიმში ზედმეტად მოდუნება ძვირად დაუჯდა, ის მატჩიც 3:3 მორჩა. ძალიან დასანანია, ასეთ მომენტში ეს ლაფსუსი არ უნდა მოსვლოდათ, მაგრამ რა გაეწყობა, მთავარი ბრძოლა კიდევ წინაა. ბოლოს ძვირად არ დაუჯდეთ ეს ძალით დაკარგული ორი ქულა ოღონდ

ყველაზე სასიხარულო ამ მატჩში, უკვდავი, გენიალური მანიაკალურად მაგარი ალექს დელ პიეროს დუბლია

ასევე კანდრევას მორიგი გოლიც სასიხარულოა(ისიც ვთქვათ, რომ სიენადან ისევ გაიტანა მაკარონემ

)
ფაქტობრივად ყველა ლიდერი, ცხრილის ზემოთ მყოფი გუნდი ამ ტურში წაბორძიკდა, ქულაზე მეტი ვერავინ აიღო, ზოგმა სულაც 0. დარჩა მილანი, რომელიც იმედია ნავსს გატეხავს და მოიგებს, სკუდეტო იცდის

პ.ს.
და მაინც, ბუნდესლიგა
თავისთავად ცხადია, სერია ა-ზე მაგარია
This post has been edited by Goodman on 14 Mar 2010, 20:56
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani