რა ვქნა, იძულებული ვარ ვუქომაგო მაინც

დავაკოპიროთ:
შედარებით დავმშვიდდი და მაინც უნდა ვთქვა რა...
პირველ რიგში, ალალად ვამბობ, იუვეს გავარდნაზე მეტად ფიორენტინას ეს წაგება მეწყინა. უბრალოდ, იმიტომ, რომ მაშინ შეგუებული ვიყავი ფსიქოლოგიურად, ვიცოდი საშინელ სიტუაციაში იყო იუვე და ბოლო მატჩამდე გავინაღდოთთქო ვამბობდი, მაგრამ ფაქტობრივად უმოტივაციო ბორდოს ვერ მოვუგეთ(პირველ მატჩშიც ოვრებომ თავისი ჯიგრული საქმე გააკეთა) და მოხდა ის, რისი დიდი შანსიც იყო, თან კასერესის უაზრო პენალტიც და... არადა, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბბო, დღეს ბაიერნი იუვეზე სუსტი გუნდია.
ამას მოვეშვათ...
ყველაზე ცუდი ის არის, რომ გავარდა გუნდი, რომელსაც...
1. პირველ მატჩში ტყუილა გაუგდეს კაცი და თუ ის გააგდეს, უეჭველი კლოზეც უნდა გაეგდოთ.
2. გუნდმა უკეთ თუ არა, არაფრით ნაკლებად არ ითამაშა და წამპალ დამატებულ წუთებზე გაუშვა გოლი, რომელიც არ იყო! და ჩაუთვალეს აბსოლუტურად მარაზმულ გარემოში, ეს დრეს როგორც იყო ან არ იყო მილიმეტრებიანი სხვაობა ეგ ამბავი ხო არ არის, რამდენი მეტრით იყო კაცი წინ, ეგ როგორ ვერ უნდა დაინახოს ვერცერთმა მსაჯმა.
3. გუნდმა დღესაც აჯობა მეტოქეს, აჯობა აშკარად. უბრალოდ არის გამოუცდელი და ქაოტურობის გამო ძალით გაიჩალიჩა, პლუს ისევ მსაჯი და იღბალმაც არ გაუღიმა.
4. ფიორე იგებდა 2:0-ს და იყო ეიფორიაში, ამ დროს უცებ გამოხტომა N1 და 2:1. გუნდმა გაიტანა მესამე გოლი და წამებშივე, მეორე გამოხტომა, შორიდან გაისროლა რობენმა, ასევე სულელურად შექმნილ ვიტარებაში და გაარჭო. ორივე გოლი მშვენიერი იყო ბაიერნის, მაგრამ ორივე იყო ,გამოხტომა', აბსოლუტურად ამოვარდნილი თამაშიდან. მოდი და არ გატყდე, თან გერმანულ გუნდს ხვდები. თუმცა იებმა კიდევ იფაფხურეს ცოტა ბოლომდე არ დაეცნენ ნამდვილად, მაგრმა ვეღარ გაიტანეს

5. ამას დავუღთოთ პირველ ტაიMში საპენალტე ეპიზოდი. მერე ჯილარდინოს გაფუჭებული აშკარა მომენტი...
ეს იყო საცოდაობა, ფიორე აშკარად სჯობდა მეტოქეს და თამაშობდა უფრო ლაღადაც და ლამაზად(ვინც ამას ანიჭებს დიდ ყურადრებას). იყო უბრალოდ ქაოტური, მაგრამ ქაოტური ბაიერნი არ იყო?
ეს არის უსამართლობა, რომელიც გამოუცდელობამ, იღბალმა, გერმანული გუნდის(ბაიერნის) ხასიათმა და მსაჯებმა ერთად მოიტანეს.
გულისამრევია უკვე, შემოიღონ ეს დედანაქაჩი ვიდეო-გამეორება.
არ არის სალაპარაკო ის საკამატო ეპიზოდი, ფიორენტინას გოლისას, რომც იყოს ოფსაიდი. იქამდე პენალტი რომ არ დაიდო? პირველი მატჩის შეცდომები? რობენს რომ შეაქმნევინეს მომენტი როცა თამაშის გაჩერება შეიძლებოდა? და ა.შ.
საერთო სურათი იყო, რომ ფიორენტინამ მეტოქეს აჯობა და ეს არის სერია ა-ს მეათეადგილოსანი ამჟამად

ხოლო იმ ჩემპიონატის ლიდერი, რომელიც იებმა დაჩაგრეს გვეუბნება, რომ თქვენს მაგივრად შტუტგარტი და ზანკტ პაული(მშვენიერი ფანები ჰყავს არაფერი მაქვს საწინააღმდეგო) უნდა გავიყვანო ლიგაზე, იმიტომ, რომ აინტრახტმა და დრეზდენის დინამომ ევროვიზიაზე თუ რარაცაზე ბორისოვოს ბატესთან, მესამეშემადგენლობით გამოსულ ასკოლისთან და რუმინულ ჩაჰლაულთან კარგად ითამაშესო. მაშინ რენმა, ნიცამ და მონპელიემ რა თქვან? არაფრიტაა საფრანგეთი ნაკლები.
სირცხვილია ბლია
მაგარ გატეხილში ვარ, აღარ მინდა გაგრძელება.
ბაიერნს კი წამრატებებს ვუსურვებ, მაგრამ ეჭვი მაქვს ისეთივე ან იმაზე უარესი ბედი ეწევა, რაც შარშან. სუსტი გუნდია და არ გვინდა ამის უარყოფა. სულ ჟილკით, მონდომების შედეგადაც მოტანილი იღბლითა და ერთი-ორი ინდივიდუალისტის ერთხელ კარგად გაკეთებული მომენტით ვერ გავლენ. თუ ძალიან არ გაუმართლათ წილისყრაში რომელიმე ტინგიცა გუნდი შარშანდელივით ამოავსებს.
მიუხედავად ამისა, მე მაინც წარმატებბეს ვუსურვებ, რადგან ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ და როგორც წესი, იტალიურების მერე ვქომაგობ. მართალია მისი ზოპგიერთი ფანი ბოლო დროს ყველანაირად ცდილობს შეგვაზიზღოს ეს კლუბი და ზოგადად გერმანული ფეხბურთი, მაგრამ არ გამოვა

უბრალოდ, ძალიან გამიტყდა, ბაიერნიც არაა(ეს დღესაა ასეთ ცუდ დღეში და ბოლო წლებში) ის გუნდი, რომელიც ასე უსამართლოდ გადის ხოლმე შემდეგ ეტაპზე და უბრალოდ გული დამეწვა ფიორეს გამო. ბრწყინვალე კლუბია, ვწუხვარ, რომ სერია ა-ში იგივე დატვირთვით ვერ ითამაშეს და ლიგა ასე ადრე დაუმთავრდათ, უიღბლობისა და უსამართლობის გამო. ვსიო ბუდიტ ოკ. ოღონდ ჩეზარეს თუ იუვეში გაგვატანენ ამ ზაფხულს კარგი იქნება )))
რაღაცის თქმა მინდოდა კიდევ და დამავიწყდა. გამახსენდება იმედია

ეჰ, გამიტყდა , ცოტა უნდა ხდებოდეს ასეთი რამეები თუ საერთოდ უნდა ხდებოდეს.
ხო კიდე მეორე დ ამესამე გოლი ძაან მაგარიი ყო ფიორესი, როგორც სჩვევიათ ხოლმე ლამაზი კომბინაციები.
ჯილა ძალიან ტონკია, აი რაღაცნაირ სექსუალურ ფეხბურთს თამაშობს, მართლა ოღონდ

სპორტინგთან მის გოლს რა დმაავიწყებს, ინგლისის ფანებსაც კი დორბლები წამოუვიდათ

და ძძალიან ბევრი კიდევ, უდახვეწილესია რიგ შემთხვევებში
მაგრამ ის გამაზვა არ ეპატიება არანაირად
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani