საკლუბო ფეხბურთში არც მე არ ვარ მომხრე ესეთი წრიული სისტემის.
მაგარი ჩემპიონატი კი გამოვიდოდა მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი.
მადლობა ღმერთს თავის დროზე დაიბლოკა.
გაცილებით უკეთესია იქნებოდა მუნდიალი ტარდებოდეს ესეთი სისტემით
1.ბრაზილია
2.არგენტინა
3.გერმანია
4.ინგლისი
5.იტალია
6. საფრანგეთი
7.ესპანეთი
8.პორტუგალია
9.ჰოლანდია
ამათ სუყველას ვაილდ ქარდები.
დანარჩენი 11 გუნდი გაირკვევა შესარჩევების შედეგად
5 ადგილი ევროპას
3 აფრიკას
2 ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას
1 აზია, ავსტრალია
თამაშება უნდა ჩატარდეს წრიული სისტემით ერთ წრედ. ტურნირი გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში და გუნდებს მხოლოდ 10 ან 9 თამაშის გამართვა მოუწევთ რასაც ისედაც აკეთებენ.
სისტემა სახლი გასვლა ძალიან იოლად ყოველ წელს როტაციას განიცდის.
ანუ თუ ბრაზილია ერთ ტურნირზე არგენტინას სახლში ხვდება მეორე ტურნირზე თამაში გასვლაზე ექნება და ა. შ.
ქულების დარიცხვა სტანდატულად მოგება 3 ფრე 1. ჩემპიონია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
ბოლო სამ ადგილზე გასული ის გუნდები რომელთაც ვაილდ ქარდი არ აქვთ ვარდებიან მუნდიალიდან და გადადიან ქვედა ლიგებში.
თუ ვაილდ ქარდის მქონე რომელიმე გუნდი 5 ტურნირის განმავლობაში 2-ჯერ მოხვდება გასავარდ ზონაში ისიც ტოვებს ტურნირს და მის ადგილს სხვა გუნდი იკავებს.
ვაილდ ქარდის მქონე ნებისმიერი გუნდი რომელიც მეოთხედ მოხვდება გასავარდნ ზონაში ტოვებს ტურნირს.
აი ამ შემთხვევაში გვეყოლება ნაღდი ჩემპიონები.
აღარ იქნება არანაირი უაზრო პენლები და სპეკულაციები მსაჯობაზე