ვისაც არ უნდა მაინც ვერ გაიგებსო ამბობენ ხოლმე მარა ჯანდაბას ავხსნი კიდე ერთხელ პელეგრინიმ რა გააკეთა

სეზონის დასაწყისში მთელი პერესის პოლიტიკა იქით იყო მიმართული რო როგორც შარშან უნდა გვეთამაშა ორი გამოკვეთილი საყრდენით, რონალდო და კაკა ფაქტიურად ბურთის ამომტანი ნახევამრმცველები უნდა ყოფილიყვნენ როგორც ადრე ფიგუ-ზიდანი. რაული ძველ პოზიციაზე და ბენზემა ცენტრ ფორვარდი უნდა ყოფილიყო
ეს იყო პერესის მიზანი და რომელი ტრენერიც არ უნდა მოსულიყო მაგ სქემიტ მოუწევდა თამაშის დაწყება
პერესის ტრანსფერები მაგ სქემაზე იყო მორგებული ერთი შეხედვით(ამ დროს ცენტრ ფორვარდი არ გვყავდა გუნდში მარა ეტყობა პერესს ეგონა რო გვყავდა) და მაქედან გამომდინარე რომც ქონოდა ტრენერს სხვა ხედვა დრო დაჭირდებოდა იმის დასამტკიცებლად რო მაგაზე უკეთესაც რამე სხვა სქემა იმუშავებდა
სეზონის დასაწყისი ალბათ გახსოვთ რო გუნდში დაცვა და ნახევარდაცვა მოშლილი იყო და ფაქტიურად ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება რასაც ველოდით
მერე გამოჩნდა რო სამი ცენტრალურით და წინ სამი მოძრავი ფეხბურთელით თამაშს უფრო კარგად მოერგნენ ფეხბურთელები
დაცვაც და შეტევაც უკეთ ატამაშდა და სწორედ ამ სქემით ვეთამაშეტ ბარსას და მომენტების შექმნაში აშკარად ვაჯობეთ ანუ ტრენერის მიერ კარგად იქნა გამოყენებული არსებული რესურსი და ის რო ან იგუაინმა ვერ გაიტანა ან რონალდომ ტრენერის ბრალი არაა
ამის მერე ამ ფილოსოფიის გარშემო ტრიალებდა გუნდი
ან მარჯვენა ცენტრალური იყო ალონსოს დახმარებაზე ორიენტირებული ან მარცხენა
ხოლო მესამე ფეხბურთელი ფლანგისკენ იყო ხოლმე დაწეული და მიდიოდა ცდები ვინ უკეთ გამოიჩენდა თავს და ვინ რა სიტუაციას მოერგებოდა
ის რო გუტი და ვანდერას გამოყვანა დიდ კრეატივს მატებს გუნდს ვიცით მაგრამ ეს დაცვაში გვაკლებს ძალას და ამიტო ვაბანგის ტოლფასია ორივეს მოედანზე ყოფნა
გუნდი აქამდე აშენდა ნოლიდან
შეიქმნა სქემა რამოდენიმე ვარიანტით და ბევრმა ფეხბურელმა შეითვისა ახალი ფუნქცია ზოგმა გამოკვეთა ის რომელიც უნდა ჰქონდეს(არავითარი რონალდო მარჯვენა ნახევარმცველი)
პელეგრინის გაწეულ სამუშაოს მისი წასვლის შემთხვევაშიც კი გამოიყენებს ნებისმიერი ნორმალური ტრენერი და ფაქტიურად დრო არ დაჭირდება რაღაცა ველოსიპედების შესაქმენალად
იგუაინი და რონალდო თუ მომენტებს მაზავენ ეგ პელეგრინის ბრალი არაა
პელეს მარცხი თავდაჯერებულობით არის გამოწვეული ჩემი აზრით და უფრო ავტორიტეტული და თავდაჯერებული ტრენერი თუ გვეყოლება ამის მერე მარცხენა მცველის

და მცირე გამართლების მეტი არაფერი აღარ დაგვჭირდება დარწმუნებული ვარ
მთავარია ეხლა პერესმა თავისი პაფსავიკური ფანტაზიების გაღრმავება არ გააგრძელოს და ან ვინმე მართლა მაგარი ტრენერი მოიყვანოს და ან საერთოდ გაჩერდეს ამ მიმართულებით
ყოველგვარი სალაპარაკი რო ფეხბურთელები თავისით შეთამაშდნენ და რა შუაშია ტრენერ და მსგავსი შინაარსის გამოთქმა ჩემი აზრით ან რაღაცა ჯიუტი მცდელობაა საკუთარი პოზიციის მკითხველისთვის თავზე მოსახვევად ან კიდე უბრალოდ დილეტანტიზმის გამოვლინება ან ორივე ერთად
დაწვრილებითი იმფორმაციისთვის მომართეთ და გიპასუხებთ როგორც კი შევზლებ
მეტი რა ვქნა
This post has been edited by Qotani on 12 Mar 2010, 14:13