კარგა ხანია არ დამიპოსტავს =)))
ამასობაში სამი თამაში ჩაატარა ბარსამ, სამივე მოიგო და რათქმაუნდა სამივეს ვუყურე.
ეხლა ლეო მესის გენიოსობაზე აღარ დავიწყებ საუბარს, ეგ უკვე ნათელია და აქაც ბევრს დაწერდით.
უბრალოდ იმედია ამ კურაჟს და ფორმას, მონდომებას და ხალასს სეზონის ბოლომდე არ დაკარგავს.
განსაკუთრებით ვისიამოვნე შტუტგარდთან ჩვენი თამაშით.
არ ვიცი რა უთხრა პეპიმ ესეთი გუნდს, როგორ მომართა ამ დონეზე, რომ ბარსა ვიღაც მეორე ხარისხოვან გუნთან თავს იკლავდა ბოლო წუთებამდე,განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მატჩი დიდი ანგარიშით მიყავდა.
იგივე ლეო.
მოკლედ ამ თამაშმა დამარწმუნა, რომ ბარსას დარჩა ის, რაც ჯერ არ უნახავს ამ სეზონში არავის, რასაც გამოაჩენს გადამწყვეტ დროს და შვაბებთან ჩატარებული თამაში, ჩემი აზრით, ამის ერთგვარი ტესტირება იყო.
ყოველშემთხვევაში ძალიან დიდი სურვილი მაქვს ეხლა არ ვცდებოდე.
ვალენსიასთან და სარაგოსასთან არ გაგვჭირვებია ფაქტია. კლასი და მომენტებში მონდომება საკმარისი აღმოჩნდა, პლიუს მესის ფორმა, რომ მსგავსი დონის გუნდების ბარიერი უპრობლემოდ გადავლახოთ.
ჩემის აზრით გუნდი ყველაზე საჭირო დროს იწყებს ფორმის აკრებას.
ეხლა ერთი პრობლემაა..
უნდა ათამაშდეს ზლატანი და არ უნდა მიიღოს ტრამვები წამყვანმა ფეხბურთელებმა.
იბრა აუცილებლად ათამაშდება.
მაგაზე უფრო ლიგის მოგება არა მგონია ვინმეს სურდეს.
რაც შეეხება მესის საქციელს პენალტთან და იბრასთან დაკავშირებით, მოკლედ რომ ვთქვა ტომს ვეთანხმები.
=))))))
რამდენი ვწერე