ვულოცავ პირველ რიგში ბარსას გულშემატკივრებს შესანიშნავ მოგებას და 1/4 ში გასვლას, ხოლო შემდგომ ყველას ვისაც გაუხარდა

საერთო ჯამში შტუტგარტი შეჭამეს, გაანადგურეს, ფეხი არ გაანძრევინეს, საღოლ!
მაგრამ, ბუსკეტსის ტრავმა მაგრად არ მესიამოვნა...ეგ და ტურე ეფექტურად მოქმედებდნენ+უშეცდომოდ...
ანრი მაგარი მოტივირებული იყო, მაგრა გოლი ვერ შეაგდო, მესი-ინიესტა-ალვეში-ანრი... რატომ ვერ დაარტყა თავით ვერ მივხვდი, არადა აშკარად წვდებოდა...
ზლატანა მეგონა ძირითადში დაიწყებდა და გოლს შეაგდებდა, მაგრამ შევცდი, სამაგიეროდ კაი პასი გაუჭრა ბოიანს...
იმედია სერხიო დიდი ხნით არ დაგვაკლდება...
ერთი სიტყვით, დაველოდოთ წილისყრას ...