1) ინგლისი - უმაღლესი დონის თამაშები, სავსე ტრიბუნები, კარგი სანახაობა, მაღალი კლასი. NBA-ს საფეხბურთო სტილი. ერთადერთი მინუსი არის რომ ძალიან ერთფეროვანი თამაშებია.
2) იტალია - სამი სუპერ გრანდი : მილანი, იუვენტუსი, ინტერი. ბევრი საინტერესო კლუბი ფიორენტინა, რომა, პალერმო. ძალიან ძლიერი ფეხბურთელები და მწვრთნელები. მინუსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.
3) ესპანეთი - მრავალფეროვანი თამაშები. ორი დიდი გუნდი ბარსელონა და რეალი. ეს 2 დიდი გუნდი ასევე მინუსიც არის პრიმერადივიზიონის. მოსაბეზრებელია სულ მხოლოდ 2 გუნდის დაპირისპირება. ასევე ესპანეთის საშუალო დონის გუნდებში არ თამაშობენ მაღალი დონის ფეხბურთელები, განსხვავებით იტალიისგან და განსაკუთრებით ინგლისისგან.
4) გერმანია - ბრძოლა ბოლომდე. მრავალფეროვანი თამაშები. მინუსი : მხოლოდ ერთი გამორჩეული სუპერგრანდი. ასევე წამყვანი საფეხბურთო კლუბების მაგალითად ვოლსფურგი, ვერდერი, შალკე-ს წამყვან ფეხბურთელთა დაბალი კლასი შედარებით ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერი გუნდების ფეხბურთელებისა.
5) საფრანგეთი - კარგი საფეხბურთო ინფრასტუქტურა. ბევრი საინტერესო ფეხბურთელი. საინტერესო ჩემპიონატი ბევრი კარგი გუნდით : ლიონი, მარსელი, ბორდო, მონაკო, პსჟ, მარსელი. ყოველივე მათგანს აქვს შანსი ყოველ წელს იბრძოლონ ჩემპიონობისთვის.
6) პორტუგალია - კარგი სანახაობა, საინტერესო ფეხბურთელები. 4 გამორჩეული გუნდით რომლებიც ყოველ წელს თანაბარ პირობებში იბრძვიან ჩემპიონობისთვის.
7) ჰოლანდია - ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, გამართული ინფრასტრუქტურა, სანახაობრივი ჩემპიონატი. მინუსი : აშკარად ფულის ნაკლებობა ჰოლანდიურ კლუბებში.
8) რუსეთი - საინტერესო ჩემპიონატი თანაბარი ძალის გუნდებით : სპარტაკი, დინამო, ცსკა, ზენიტი, ლოკომოტივი, რუბინი ნებისმიერ მათგანს შეუძლია ჩემპიონობა. ბევრი კარგი ფეხბურთელი. მინუსი : გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სტადიონები.
9) თურქეთი - ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს თურქეთშიც, ფულიც ბევრი ტრიალებს და სანახაობითაც არაუშავს. ინფრასტუქრტურა რუსებზე უკეთესი აქვთ მაგრამ რუსეთში უფრო ბევრი კარგი გუნდი და კარგი ფეხბურთელია.
10) საბერძნეთი - ბევრი კარგი ფეხბურთელი, საინტერესო კლუბები. მინუსი : მოსაწყენია ყოველ წელს ოლიმპიაკოსი.
საერთოდ ჩემპიონატის დონე განისაზღვრება არა იმით სტადიონი ივსება თუ არა, არამედ იმით თუ რა დონის ფეხბურთელები და რამდენი დიდი კლუბი მონაწილეობს ჩემპიონატში. ეს არის 2X2=4. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგს ევროსეზონებზე (უნდა იქნას გათვალისწინებული ბოლო 5-10 წელი)
ლამაზი სტადიონები ეს მხოლოდ გაფორმებაა. ასე მძღნერის შეიძლება იყოს ლამაზად შეფუთული

მაგალითისთვის ირლანდიის ჩემპიონატს ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურა აქვს, სტადიონებზეც დადის ხალხი და მინდორიც მოვლილია, განსხვავებით სიტყვაზე უკრაინისგან მაგრამ რომელი ჯობია ?

ინფრასტურქტურას და ლამაზ გაფორმებას ყურადღება მაშინ ექცევა როდესაც სხვა ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ის ჩემპიონატები რომლებსაც ერთმანეთს ვადარებთ ერთ დონეზე დგას.
მადლობ ყურადღებისთვის !
This post has been edited by CHICAGO on 19 Mar 2010, 20:12