ლეოს პრესკონფერენცია
ეს არის მილანის მთავარი მწვრთნელის ლეონარდოს დღევანდელი პრესკონფერენცია
- სერია ა-ში გუნდები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იმყოფებიან…
- დიახ, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით. იმიტომ, რომ ძალიან ძნელია დავივიწყოთ სეზონის დასაწყისი. ახლა ჩვენ მეორეზე ვიმყოფებით და თითოეულ თამაშზე ვფიქრობთ, ჩვენი საფიქრალი ამ დროისთვის მხოლოდ “პარმაა” და მასთან მატჩში 3 ქულის მოპოვება.
- “მილანის” თავდამსხმელები?
- ინძაგიმ უფრო დიდი ხანი დაჰყო მოედანზე, ვიდრე ჰუნტელაარმა. ბორიელომ კი ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, რადგან ის არ შეუწუხებია ტრავმას და ასევე მწყობრშიც იყო, ჩვენ გამოვნახეთ საშუალება მასთან ერთად თამაშისა. სულ ამ სამმა თავდამსხმელმა ერთად 21 გოლი გაიტანა და ეს კარგი შედეგია. (ზედმეტად კარგი შედეგია როცა დი ნატალეს 21 გოლი აქ გატანილი ავტ.)
- 4-2-ფანტაზიაზე…
- ეს ტაქტიკა 4-2-ფანტაზია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა სულ შეტევაში ხარ და არ უტოვებ მეტოქეს არანაირ გზას. “ნაპოლისთან” თამაში ამ იდეის განხორციელების მიზნით დავიწყეთ, მაგრამ პატოს გასვლის და გოლის გაშვების მერე ეს არც ისე ადვილი იყო. მაგრამ მე გავიმეორებ, რომ 4-2-ფანტაზიით სათამაშოდ ჩვენ ფეხბურთელების მორგება გვჭირდება ტაქტიკაზე.
- ჩემპიონატში ცხრა მატჩია დარჩენილი…
- ცხრა თამაში დარჩა და ძალიან ბევრი რამის გაანალიზებაა საჭირო. ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე და შედეგებზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, თუ რა ხდება სხვა სტადიონებზე. ჩემი აზრით, გუნდს შეუძლია კარგი შედეგით დაასრულოს სეზონი…
- უახლოეს თამაშებში მანსინი პატოს ადგილას ითამაშებს?
- პატოს ადგილას დევიდი თამაშობდა, ახლა კი მათ შემცვლელად შეიძლება მოვიაზროთ მანსინი. ამანტინო ასრულებს სამუშაოს, მონდომებულია, მაგრამ მაინც ეტყობა, რომ ახალი მოსულია “მილანში”. (განსაკუთრებით აი ნაპოლისთან ის მშვენიერი გოლი რომ გაიტანა)
- რას იტყვით “პარმაზე”?
- კიდევ გავიმეორებ, რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობთ. “პარმა” კარგი გუნდია, ისინი კარგად ასპარეზობენ, მით უმეტეს სახლში.
- კლარენს ზეედორფი…
- მას დიდი ხანი აწუხებდა ტრავმა. ის შემოვიდა “კიევოსთან” მატჩში და თამაშიც გადაარჩინა.
- პატო ტრავმებმა დატანჯეს…
- ის ახალგაზრდაა, მხოლოდ 20 წლის. სულაც არაა გასაკვირი, რომ ტრავმა ადვილად მიიღო. ძალიან ცუდია.
- პატოს და საერთოდ მილანის ტრამვებზე:
- ყველა გუნდს აწუხებს ტრავმები. სულაც არაა ადვილი ძირითადის ფეხბურთელების გარეშე თამაში, თუმცა ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მათ აუცილებლად შეცვლიან სათადარიგოები, იმედია, კარგადაც.
- არის თუ არა დინიო ნაკრებში გამოსაძახებელი?
- მე მესმის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის. ის ხომ ოთხი წელი იჯდა სკამზე და ამ დროის განმავლობაში გააანალიზა ძალიან ბევრი რამ და იცის, რა უნდა გააკეთოს. რონალდინიო კი მშვენივრადაა, ჩვენ ვხედავთ როგორ ფორმაშიცაა ის და მე დარწმუნებული ვარ, რომ დუნგა ფიქრობს კიდეც მის გამოძახებაზე ნაკრებში.(რომ ფიქრობდეს აქამდე გამოიძახებდა)
- როგორია ამჟამად “მილანის” განწყობა?
- რაც მე მახარებს, ეს არის გუნდის განწყობა და სული. კვირასაც კი ვხედავდით, რომ ის 11 ფეხბურთელი, რომლებიც მოედანზე იყვნენ, ძალიან ცდილობდნენ. წელს მილანელებმა ბევრი რამ აჩვენეს და რაც მთავარია, ისტორიული გული შეინარჩუნეს.
- და ბოლოს, ბალოტელი Striscia la notizi-ში…
- მე სიუჟეტისთვის არ მიყურებია, მაგრამ ყური მოვკარი რაც მოხდა. ვიცნობ სტაფელის და ვიცი, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. ამიტომ, დიდი აჟიოტაჟის მგონი საჭირო არაა.

© milanelebi.ge
This post has been edited by დავიდ ვილია on 23 Mar 2010, 22:54
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი