ეს არის ლეონარდოს დღევანდელი პრესკონფერენცია სადაც მან ილაპარაკა სხვადასხვა თემებზე მათ შორის ჭორებზე მისი ბრაზილიის ნაკრებში წასვლის თაობაზე, მაგრამ მან თავი აარიდა ამ თემაზე საუბარს, აი რა განაცხადა მან:
-თქვენი მომავალი:
"მე არ ვლაპარაკობ ჩემს მომავალზე, დღევანდელი დღე ახლა უფრო მნიშვნელოვანია".
- თქვენს პირველ სეზონზე
- მე ახლა არ ვფიქრობ წლევანდელ, განვლილ გზაზე. ჯობია დარჩენილ 7 მატჩზე ვიფიქროთ და რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ, და მერე გადავავლოთ გუნდის შედეგებს თვალი.
- რას იტყვით "მილანის" გაზრდილ ასტორიზე?
- ის კარგად თამაშობს. ჩვენ მასთან ახლოს ვართ, ის ნელ-ნელა იზრდება პროფესიონალურად. ყოველთვის სასიამოვნოა "მილანის" გაზრდილი ფეხბურთელების კარგი თამაშის ხილვა სერია ა-ში, მაგალითად მატრი, მე მოხარული ვარ მის გამო.
- ისევ გკითხავთ რონალდინიოსა და ბრაზილიის ნაკრებზე...
- სავსებით ნორმალურია, რომ ბრაზილიის ნაკრებში მაღალი კონკურენციაა. ბევრ ფეხბურთელს სურს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა. ეტყობა რონალდინიომ დაუშვა რაღაც შეცდომები, დუნგამ კარგად იცის ვინაა წასაყვანი და ვინ არა. თუმცა დღეს რონალდინიო მშვენივრად თამაშობს და მონდომებულია.
- ხვალინდელ მეტოქეზე რას იტყვით?
- ეს გუნდი მონდომებულად თამაშობს. საინტერესო თამაში იქნება, როგორც ვიცი, ისინი საკმაოდ სწრაფები არიან.
- გუნდში როგორი ატმოსფეროა, სკუდეტოზე რას ფიქრობთ?
- მოგების შესაძლებლობა არის და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით. "ინტერიც" და "რომაც" ასევე სხვა ტურნირებზეც იბრძვიან, ჩვენ გვექნება 6 ტური იმისთვის, რომ უფრო დავხვეწოთ თამაში და იმედია, გამოგვივა რაღაც. თუმცა ამ წუთას არაა საფიქრალი მხოლოდ სეზონის დასასრულზე, მთავარია ვიფიქროთ გუნდზე. მე ნამდვილად არ ვიცი რა თქვა მოურინიომ და ამაზე არც გავაკეთებ კომენტარს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩვენ ხომ 3 ქულით ჩამოვრჩებით პირველადგილოსანს. თითოეულ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, მერე რა, რომ ცოტათი ცუდი ცხრილი გვაქვს, ვიდრე სხვა ლიდერებს. ამ წუთას აწმყო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომავალი."
- ზიგონიზე ვისაუბროთ...
- ის ნამდვილად იზრდება, მან თამაში 10 წუთით შემოსვლით დაიწყო. მას მნიშვნელოვანი მომენტი უდგას.
- ბოლოდროინდელ პერიოდზე რას იტყვით...
- ამ სამ კვირაში ბევრი რაღაც შეიცვალა. ტრავმები მიიღეს ნესტა, ბექჰემმა, პატომ. ბევრი უარყოფითი რამ მოხდა. თან ყველაფერი ერთდროულად დაგვატყდა თავს. მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ასეთია გუნდის სულიც.
- შეუძლია "მილანს", გაუწიოს "ინტერს" კონკურენცია?
- მას ჩვენ 3 წულით ჩამოვრჩებით, დედაქალაქელებს- 2 ქულით, ბიჭებს სჯერათ თამაშის გაუმჯობესების. ჩვენ გვჭირდება მეტი სისწრაფე.
- კალაძეზე
- კახას კარგი კვირა ჰქონდა, პატარა პრობლემებიც ჰქონდა. ის არის მოტივირებული, სტიმული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის ერთვება ჩვენს პროექტში.
- ფეხბურთელების მდგომარეობაზე რას იტყვით?
- ფეხბურთელების მდგომარეობა ყოველდღიურად უკეთესდება, რონალდინიო, პირლო და ჰუნტელაარი ბრუნდებიან, მაგრამ პიპოს და იანკულოვსკის რაღაცა პრობლემები აქვთ.
- ჩემპიონთა ლიგაზე რას იტყვით?
- ახლა იტალიაში ცუდი მდგომარეობაა. იტალიელებისგან განსხვავებით ეს პერიოდი ესპანეთისთვის და ინგლისისთვის უკეთესია , ისინი უკეთ თამაშობენ ევროპის საკლუბო ტურნირებზე. ამიტომ, სხვა ქვეყნებში შედარებით მოშვებულები არიან.
ეეჰ ტქვენი არ ვიცი მაარ მე მინდა ბევრი ვარსკვლავი მილანში..და მააგრს მისუქებს ვინ რას ადწერს..გუნდს წაადგეს დაა.. არა ბიჭო ის სჯობს 33 წლის ხალხს ახალგაზდობას რო ვთხოვთ
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი