პეპ გვარდიოლამ ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ,,ეს (უოლკოტი) როგორ უნდა გააჩერო არ ვიცი, უფრო სწრაფია ვიდრე ჩემი 11 ფეხბურთელი ერთად, ის 100 მეტრს 10.38 წამში გარბის”. ყველაფერი მართალია – თეო უოლკოტს შეუძლია 100 მეტრის 11.5 წამში დაფარვა. საინტერესოა, რომ ესპანეთის რეკორდი 100 მეტრზე სირბილში (მძლეოსნობა) არის 10.14 წამი.
ყველას ახსოვს რა სწრაფი იყო ტიერი ანრი თავის საუკეთესო წლებში, სწორედ მაშინ ვენგერთან ,,სკაუტები” მივიდნენ და უთხრეს: ,,საუთჰემპტონში ერთი ბიჭია, ის ანრიზე სწრაფია”. ვენგერი დღეს ამბობს: ,,მე ანრიზე და თეოზე უფრო სწრაფი ფეხბურთელი არ მინახავს, ,,ტიტი” 40 მეტრს 4.82(!) წამში დარბოდა, თეო უოლკოტი კი იგივე დისტანციას 4.72 წამში ფარავს.
საინტერესო ფაქტია, რომ თეო უოლკოტის მამა იამაიკელია, სწორედ იმ ნაციიდან, რომელმაც უსაინ ბოლტი შვა.
,,ანტი-უოლკოტი”, – ,,ბარსას” ფრანგი მცველი აბიდალი ამბობს: ,,ეს ფეხბურთია და არა სპრინტი, მას ჩემთან ამ პლუსის გამოყენება გაუჭირდება”.
ხვალ დიდი მატჩია, იქ გამოჩნდება ,,ვინ ვის” – თუმცა შევნიშნოთ, რომ უოლკოტის ,,არსენალის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა 50/50-ზეა.
* * *
სონგმა შეილება გამოტოვოსო ბარსასთან...
შამახთან მოლაპარაკებები დასრულდაო და 4 წლიანს მოაწერსო ზაფხულშიო