გენაცვალეთ ყველას ვისაც არსენალი გიყვართ ან უბრალოდ პატივს მაინც სცემთ ამ გუნდს.ვკითხულობ თქვენს პოსტებს და მაგრა მსიამოვნებს ლამაზი იუმორით და სიყვარულით რო უდგებით ამ თემას
ვიცი ძაან ძნელია გასვლა ნახევარ ფინალში, მაგრამ რახან ვგულშემატკივრობთ და გვსიამოვნებს ჩვენი გუნდის თამაში ესეიგი გვჯერა კიდეც ამისი.
უეფას ოფიციალური საიტის მიხედვით ფაბრეს თამაში საეჭვოა მაგრამ არა გამორიცხული და თუ რამე არსენას ფანდი არაა (რაც მაგ კაცს დიდად არ ჩვევია .მართალია უდიდესი, მაგრამ სამწუხაროდ ცალხაზოვანი ტაქტიკის მოყვარული მწვრთნელია,მაურინიოსგან განსხვავებით) შეიძლება ითამაშოს,მაგრამ ჭკვიანური არ მგონია შესაძლებლობის შემთხვევაში ძირითადში მისი დაყენება,რადგან გარისკვად არ ღირს როგორც ტრამვის ,ისე ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში განმეორებითი მატჩის გამოტოვების ალბათობა.ბარსა სახლის გუნდი უფროა და თუ ჩვენ არ დავუშვით დიდი შეცდომები არამგონია ემირეითსზე გადაგვირბინოს. მგონია ნასრი თუ მოინდომებს კაპიტნის შესაძლო არყოფნას გადაგვატანინებს.ვერ ვიტყვი რო ბარსელონა ჩვენზე კარგ ფორმაშია ბოლო თამაშები იგივე გაჭირვებით, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მაინც მოიგო.
არ იქნება ინიესტა და აბიდალი. ფაბრეგასივით სათუოა პიკე. ხავი ჩვეულებრივად იქნება (ყოველშემთხვევაში არსად ოფიციალურად არ წერია არ იქნებაო).
ყვითლების მხრივ პუიოლს,პიკეს,კლიშის და სესკს საფთხილოდ აქვთ საქმე(ეს ერთერთი მიზეზი რატომ უნდაშეიკავოს მისი ძირითადში დაყენებისაგან თავი არსენამ,აი კლიშს მესიმ თუ აკიდა ყვითელი მანდ დაგვენძრევა.ვუყუროთ განმეორებითში სილვესტრის ცოდვას მესის წინააღმდეგ

კატასტროფაა) ბარსას გასვლაზე არ წაუგია 07/08 სეზონში მანჩესტერთან თამაშის მერე. 99/2000 წლების სეზონში გვარდიოლა იყო სწორედ ბარსას კაპიტანი როცა ერთ ჯგუფში მოვხვდით და ბარსას სტადიონზე 1-1 და უემბლიზე 2-4 წავაგეთ(რატო უემბლიზე არ ვიცი).კიდე ერთი საინტერესო ფაქტი ისაა რომ 93/94 წლებში ვენგერის გაწვრთნილი მონაკო (კაი გუნდი ყავდა ვენგერს მაშინ კლისმანი.წიურამი,ჯორკაეფი )დაამარცხა გვარდიოლას ბარსამ ორივე თამაშის ჯამში 3-0. მაგ წელს მონაკო ნახევარფინალიდან გამოაგდო მილანმა და ბარსას ფინალში მოუგო და გახდა ჩემპიონი.
ხოდა თუ დებილი ალმუნია ყველა დარტყმულს მაინც არ გაუშვებს და თავისმხრივ ვალდესი არსენალის წინააღმდეგ თავის მეორე ისტორიულ საუკეთესო მატჩს არ ჩაატარებს(პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი 2006 წელს პარიზში), ვენგერი გამოცდილებით მაინც აჯობებს გვარდიოლას და ცოტა გაგვიმართლებს კიდეც, როგორც ყველა გამარჯვებულს

მემგონი რაღაცა ისტორიულს გამოვჩარხავთ ჩვენც როგორც გულშემატკივრები და არსენა და ბიჭები როგორც უშუალო მონაწილეები წელს თასის აღმართვის შემთხვევასი საბოოლოდ საფუძველი ჩაეყრება მსოფლიო ფეხბურთის მომავალ ულამაზესი ფეხბურთის მოთამაშე გრანდს სახელად ARSENAL

წარმატებები
This post has been edited by K13 on 30 Mar 2010, 21:15
მიმაგრებული სურათი